სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეოსელის" პრეზიდენტი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე
"ჯეოსელის" პრეზიდენტი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე

"ჯე­ო­სე­ლის" პრე­ზი­დენ­ტი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი პასი კო­ის­ტი­ნე­ნი კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვენ ვა­დას­ტუ­რებთ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შე­მოს­ვლას კომ­პა­ნი­ა­ში. ამ­ჟა­მად "ჯე­ო­სელ­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბას. აქვე დავ­ძენთ, რომ ჩვენ­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე უც­ნო­ბია ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას. ჩვენ ვართ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს გამჭვირ­ვა­ლე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­სავ­სე ეთი­კუ­რი ბიზ­ნეს პრაქ­ტი­კით. არ გვაქვს არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი, თავი ავა­რი­დოთ გა­და­სა­ხა­დებ­სა თუ სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. "ჯე­ო­სე­ლი" სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გა­დამ­ხდე­ლია. მისი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა/ოპე­რა­ცია აღ­რი­ცხუ­ლი და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ. "ჯე­ო­სე­ლი" გა­დად­გამს ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბიჯს, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს მისი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. ვიზ­რუ­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს სრულ­ყო­ფი­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გამ­ჭირ­ვა­ლედ, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის და­წყე­ბის რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის დად­გე­ნა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ჯე­ო­სელ­ში" ფი­ნანსთა სა­მინ­სიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გუ­შინ შე­ვი­და. თუმ­ცა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნი­ის შე­მოწ­მე­ბის მი­ზე­ზი არ და­უ­კონ­კრე­ტეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ჯეოსელის" პრეზიდენტი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე

"ჯეოსელის" პრეზიდენტი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე

"ჯეოსელის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი პასი კოისტინენი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ვადასტურებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში. ამჟამად "ჯეოსელში" მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს პრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. "ჯეოსელი" გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჯეოსელში" ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. თუმცა, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" კომპანიის შემოწმების მიზეზი არ დაუკონკრეტეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ