მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 150 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე  მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური მილის მატროსოვის ქუჩაზე გამავალი მონაკვეთი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 12:30 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს - N73-დან N91-ის ჩათვლით; მოსკოვის გამზირის ნაწილს - N1-დან სამგორის ქუჩამდე

მატროსოვის, მეველეს, სამგორის, გუდარეხის, სახალხოს, ციხისძირისა და მიმდებარე ქუჩებს, სამრეწველოს დასახლების ნაწილს.

წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს დღეს ღამის 00:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს წყლის მიწოდების შეწყვეტასა და მის ხანგრძლივობაზე ყოველდღიური ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.georgianwater.com, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში ფუნქციონირებს. შესაბამისი ინფორმაციის მოსაძიებლად საჭიროა "მთავარი გვერდიდან" "გადაუდებელი სამუშაოების" ჩანართზე გადასვლა - http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია