ამერიკაში, ვირჯინიის შტატის სოფლის ეკლესიის პასტორმა მრევლს საეკლესიო მსახურებაზე შიშველი მისვლის უფლება მისცა.
ეკლესიის პასტორის ალენ პარკერის თქმით, მრევლს ტანსაცმლის გარეშე ლოცვის ნებართვა სხვა ეკლესიებში სამოსისადმი ზედმეტად "პრეტენზიული" მოთხოვნების გამო მისცა. პარკერმა ჩათვალა, რომ მის მრევლს ასეთ "მატერიალიზმზე" უარის თქმის უფლება უნდა ჰქონდეს.
ალენ პარკერი საკუთარ მაგალითზე ასწავლის მრევლს, სიშიშვლის არ შერცხვეს და ღვთისმსახურებას ტანსაცმლის გარეშე ატარებს.
ამასთან, ბევრი მლოცველი ღვთისმსახურებას უწინდებურად ტანსაცმლით ესწრება, ზოგიერთები კი მხოლოდ სხეულის ზოგიერთი ნაწილის გამოჩენით შემოიფარგლებიან.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.