პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა
ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა

სა­ქარ­თვე­ლო 2015 წლის 17 ივ­ნი­სი­დან ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ე.წ სახ­ლის ან­ტე­ნე­ბი და შავ-თეთ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი (თუკი ასე­თე­ბი ისევ არ­სე­ბობს) უნდა და­ი­ვი­წყოთ.

ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა უკვე შედ­გე­ნი­ლია და მთავ­რო­ბის­გა­ნაც მო­წო­ნე­ბუ­ლი.

ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ, იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ე.წ. სახ­ლის ან­ტე­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სტან­დარ­ტის ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი ან ე.წ "სეთ-თოფ ბოქ­სე­ბი", რომ­ლე­ბიც 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად შე­მო­ვა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი მათ ამოც­ნო­ბას გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ჰო­ლოგ­რა­მუ­ლი სტი­კე­რით შეძ­ლებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მიმ­ღე­ბე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30-35 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. "სეთ თოფ ბოქ­სე­ბის" შე­ძე­ნა არ დას­ჭირ­დე­ბათ მათ, ვინც მა­უ­წყებ­ლო­ბას სა­კა­ბე­ლო, სა­ტე­ლი­ტუ­რი ან IPTV ტექ­ნო­ლო­გი­ით იღებს.

"ჩვენ უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი გვაქვს ბაზ­რე­ბი, თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტის დო­ნე­ზე ჯერ მი­სუ­ლი არ ვართ. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე" გა­ვე­ცა­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი მიმ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას გეგ­მა­ვენ. ჩვენ ამას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით, სა­ჭი­რო სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის ნახ­ვა კი, მათ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე შე­უძ­ლი­ათ", - გა­ნა­ცხა­და დღეს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 ათას­ზე ნაკ­ლე­ბია, "სეთ თოფ ბოქ­სე­ბით" (სა­მომ­ხმა­რებ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი) სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­მომ­ხმა­რებ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ჯებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­ღებს, შე­სა­ბა­მი­სად, დო­კუ­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ ქმნის.

თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი სა­ერ­თოდ არ აქვთ სა­ხელ­მწი­ფო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­უ­ჩე­რებს და­უ­რი­გებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბას ისი­ნი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­ვი­ზო­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 15-20% არ აქვს.

"ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლას რო­გორც ქვეყ­ნის­თვის, ისე მა­უ­წყებ­ლე­ბის­თვის არა­ერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლა ხელს შე­უ­წყობს მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზმს, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. ეს, თა­ვის მხრივ, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს რო­გორც არ­სე­ბულ, ისე ახალ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლებს, გავ­რცელ­დნენ ღია ეთე­რით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­წო­დონ მა­უ­წყებ­ლო­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას კი ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფა­სოდ მი­ი­ღოს უფრო მეტი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხის სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი", - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის სა­მუ­შა­ო­ებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო გა­უ­წევს. სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტი 20 მლნ ლარი იქ­ნე­ბა და მას პირ­ველ ეტაპ­ზე ნინო ქუ­ბი­ნი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, კერ­ძოდ იმუ­შა­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მიმ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა­ზე, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­სა და სა­ჭი­რო სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე.

ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ციფ­რულ მი­წის­ზე­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა 7 თე­ბერ­ვალს და­ამ­ტკი­ცა. სა­მოქ­მე­დო გეგ­მით და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მა­უ­წყებ­ლო­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი; ციფ­რუ­ლი მი­წის­ზე­და სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი; სა­მომ­ხმა­რებ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის – "სეთ თოფ ბოქ­სე­ბის" სა­კი­თხი და მათი შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბი; ციფ­რუ­ლი მი­წის­ზე­და სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლე­ბის ოპე­რი­რე­ბის წე­სე­ბი და მათ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა; რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნე­ბი და მათი სა­მო­მავ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი; გარ­და­მა­ვა­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დის­თვის ციფ­რუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რუ­ლი რე­სურ­სი და მათი გა­ცე­მის სქე­მა.

დო­კუ­მენ­ტი ასე­ვე მო­ი­ცავს ღია კონ­კურ­სის და ხუთი მულ­ტიპ­ლექს პლატ­ფორ­მის სა­კი­თხებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ფი­კა­ცი­ის ხუთი ციფ­რუ­ლი მი­წის­ზე­და სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლის შე­სა­ბა­მი­სი სიხ­ში­რუ­ლი რე­სურ­სი.

ასე­ვე გან­სა­ზღვრუ­ლია ღია კონ­კურ­სის მო­დე­ლი, მულ­ტიპ­ლექს პლატ­ფორ­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ვა­დე­ბი და სიხ­ში­რუ­ლი რე­სურ­სის მფლო­ბე­ლი პი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

სა­მოქ­მე­დო გეგ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის" გან­კუთ­ვნი­ლი ციფ­რუ­ლი მი­წის­ზე­და სა­მა­უ­წყებ­ლო ქსე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას და პა­რა­ლე­ლუ­რი მა­უ­წყებ­ლო­ბის პე­რი­ოდსაც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რო­პა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლა 2015 წელს უნდა დას­რულ­დეს.

პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის დამ­ტკი­ცე­ბას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ვა­რა­უ­დობს.

ნინო წივ­წი­ვა­ძე

ambebi.ge

sponsored by ContentRoom

ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა

ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა

საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ სახლის ანტენები და შავ-თეთრი ტელევიზორები (თუკი ასეთები ისევ არსებობს) უნდა დაივიწყოთ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია და მთავრობისგანაც მოწონებული.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ე.წ. სახლის ანტენებით სარგებლობენ, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ "სეთ-თოფ ბოქსები", რომლებიც 2014 წლის განმავლობაში საქართველოში მასობრივად შემოვა, მომხმარებელი კი მათ ამოცნობას განმასხვავებელი ჰოლოგრამული სტიკერით შეძლებს.

სპეციალური მიმღებების სავარაუდო ღირებულება 30-35 დოლარი იქნება. "სეთ თოფ ბოქსების" შეძენა არ დასჭირდებათ მათ, ვინც მაუწყებლობას საკაბელო, სატელიტური ან IPTV ტექნოლოგიით იღებს.

"ჩვენ უკვე მოძიებული გვაქვს ბაზრები, თუმცა კონტრაქტის დონეზე ჯერ მისული არ ვართ. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსზე" გავეცანი სასიამოვნო ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართველი მწარმოებლები მიმღები მოწყობილობების წარმოებას გეგმავენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, საჭირო სპეციფიკაციების ნახვა კი, მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, "სეთ თოფ ბოქსებით" (სამომხმარებლო მოწყობილობები) სახელმწიფო უზრუნველყოფს. სამომხმარებლო მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯებს ეკონომიკის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გაიღებს, შესაბამისად, დოკუმენტი სახელმწიფოსთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს არ ქმნის.

თუმცა, სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ტელევიზორი საერთოდ არ აქვთ სახელმწიფო, სავარაუდოდ, ვაუჩერებს დაურიგებს, რომელთა გამოყენებას ისინი 2 წლის განმავლობაში შეძლებენ.

ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ტელევიზორი სოციალურად დაუცველთა დაახლოებით 15-20% არ აქვს.

"ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ისე მაუწყებლებისთვის არაერთი დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ისე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი ექნება შესაძლებლობა, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოებს კოორდინაციას ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაუწევს. სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება და მას პირველ ეტაპზე ნინო ქუბინიძე უხელმძღვანელებს.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს, კერძოდ იმუშავებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმღები მოწყობილობებით აღჭურვაზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება.

საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 7 თებერვალს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმით და რეკომენდაციებით გათვალისწინებულია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების საკითხები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების სტანდარტები და ტექნოლოგიები; სამომხმარებლო მოწყობილობების – "სეთ თოფ ბოქსების" საკითხი და მათი შესაბამისი სპეციფიკაციები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების ოპერირების წესები და მათთან შესაბამისობა; რადიოსიხშირული დიაპაზონები და მათი სამომავლო გამოყენების საკითხი; გარდამავალი და გრძელვადიანი პერიოდისთვის ციფრული სამაუწყებლო ქსელების ფორმირებისთვის დაგეგმარებული სიხშირული რესურსი და მათი გაცემის სქემა.

დოკუმენტი ასევე მოიცავს ღია კონკურსის და ხუთი მულტიპლექს პლატფორმის საკითხებს, რომლის მიხედვით, კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სპეციფიკაციის ხუთი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის შესაბამისი სიხშირული რესურსი.

ასევე განსაზღვრულია ღია კონკურსის მოდელი, მულტიპლექს პლატფორმების მშენებლობის ვადები და სიხშირული რესურსის მფლობელი პირების ვალდებულებები.

სამოქმედო გეგმა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" განკუთვნილი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მაუწყებლობის ხელშეწყობას და პარალელური მაუწყებლობის პერიოდსაც ითვალისწინებს.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი აქტების თანახმად, ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს უნდა დასრულდეს.

პარლამენტში უკვე შესულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის დამტკიცებას ეკონომიკის სამინისტრო თებერვლის ბოლომდე ვარაუდობს.

ნინო წივწივაძე

ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია