ინტერნეტპორტალ ambebi.ge-ს უპრეცედენტო კონკურსი "მე შენ მიყვარხარ" დასრულდა. რედაქციაში შემოსული 571 წერილიდან 4865 ლაიქით შიკო თურმანიშვილის სასიყვარულო წერილმა გაიმარჯვა და სწორედ მას ელის დაუვიწყარი რომაული არდადეგები თავის მეორე ნახევართან ერთად.
გამოვლინდნენ "ყველაზე რომანტიკული", "ყველაზე კრეატიული" და "ყველაზე სახალისო" წერილების გამარჯვებული ავტორებიც.
"ყველაზე რომანტიკული" წერილის ავტორი გახდა ზურა ქოჩლაძე, რომელსაც თავის მეორე ნახევართან ერთად ყველაზე ელეგანტურ რესტორან "ფუნიკულიორში" ორკაციანი რომანტიკული ვახშამი ელის.
პარფიუმერულმა მაღაზიამ "ისი პარი" "ყველაზე სახალისო" წერილის ავტორად ასლანი დაასახელა. გამარჯვებულს "ისი პარი" ქალისა და მამაკაცის სუნამოებით დააჯილდოვებს.
წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" რჩეული კი "ყველაზე კრეატიული" წერილის ავტორი, ეკა შავერდაშვილი გახდა.
წესების დარღვევის გამო, რედაქციის გადაწყვეტილებით, კონკურსს 2 მონაწილე გამოეთიშა.
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 14 თებერვალს, 19 საათზე, "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში, ვაჟა-ფშაველას N47-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებული კონკურსი "მე შენ მიყვარხარ" ინტერნეტპორტალმა ambebi.ge-მ 27 იანვარს დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება, ასაკის მიუხედავად, ყველა შეყვარებულ ადამიანს 13 თებერვლის ჩათვლით შეეძლო.
სალომე შიხაშვილი