პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის
მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი იმავდრო­უ­ლად თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს ვერ იყ­რის და პი­რი­ქით, საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­ში მყო­ფი პირი მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ვე­ღარ იქ­ნე­ბა. ეს წესი შე­მო­დის რო­გორც სა­კუთ­რივ თბი­ლის­თან, ასე­ვე სხვა თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­თან და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, სა­დაც მე­რე­ბი და გამ­გებ­ლე­ბი პირ­და­პი­რი წე­სით აირ­ჩე­ვი­ან.

ასე­თი შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც ახლა პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით შე­მო­დის, აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და. სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­დატს შე­ეძ­ლო, იმავდრო­უ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­შიც ყო­ფი­ლი­ყო.

პრო­ექ­ტში კი, წე­რია, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნი­ლი პირი არ შე­იძ­ლე­ბა იმავდრო­უ­ლად წარ­დგე­ნი­ლი იყოს თბი­ლი­სის მე­რის, სხვა თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს, მე­რის/გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ანა­ლო­გი­ურ რამ გან­სა­ზღვრუ­ლია სხვა თვით­მმარ­თველ ერ­თე­უ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა გა­ნუ­მარ­ტა, მარ­თე­ბუ­ლი არ არის ერთი და იგი­ვე პირი, ერ­თდრო­უ­ლად, ორ არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყ­რი­დეს კენ­ჭს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა პარ­ტი­ებს და­ა­ზა­რა­ლებს. უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ ამ­გვა­რი აკ­რძალ­ვა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გამო კეთ­დე­ბა.

"მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ყო­ველ­თვის კამ­პა­ნი­ის ლი­დე­რია და ეს პარ­ტი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახლა სურთ, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დონ, იყოს მხო­ლოდ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი და შემ­დგომ ვერ მოხ­ვდეს საკ­რე­ბუ­ლო­ბა­ში ან პი­რი­ქით - თუ საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­ში იქ­ნე­ბა, რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კამ­პა­ნი­ას "ორ­თქმავ­ლო­ბა" ვე­ღარ გა­უ­წი­ოს. ეს არის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის კეთ­დე­ბა", - მი­იჩ­ნევს ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი.

სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტის "ორ­თქმავ­ლო­ბის" შე­ზღუდ­ვა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან ვე­ფხვა­ძეც.

"აქამ­დე შე­იძ­ლე­ბო­და ერთი და იგი­ვე პირი მე­რო­ბის კან­დი­და­ტიც ყო­ფი­ლი­ყო და სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რიც, მაგ­რამ როცა უკვე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბი, პარ­ტი­ებს მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის მხრივ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბათ - მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბის მხრივ კან­დი­და­ტი შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში კი, მას მხო­ლოდ საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყ­რის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა. ამ დროს, იდე­ა­ში, მე­რო­ბი­სა და გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ორ­თქმავ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, რად­გან ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში რე­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია სწო­რედ ამ კან­დი­და­ტებს შო­რის იმარ­თე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

თბილისის მერობის კანდიდატი იმავდროულად თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით, საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება. ეს წესი შემოდის როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

ასეთი შეზღუდვა, რომელიც ახლა პარლამენტში ინიცირებული პროექტით შემოდის, აქამდე არ არსებობდა. საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს შეეძლო, იმავდროულად საკრებულოს სიაშიც ყოფილიყო.

პროექტში კი, წერია, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის. ანალოგიურ რამ განსაზღვრულია სხვა თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებითაც.

როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განუმარტა, მართებული არ არის ერთი და იგივე პირი, ერთდროულად, ორ არჩევით თანამდებობაზე იყრიდეს კენჭს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული შეზღუდვა პარტიებს დააზარალებს. უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი აკრძალვა კონკრეტული პირების გამო კეთდება.

"მერობის კანდიდატი ყოველთვის კამპანიის ლიდერია და ეს პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სურთ, ის იძულებული გახადონ, იყოს მხოლოდ მერობის კანდიდატი და შემდგომ ვერ მოხვდეს საკრებულობაში ან პირიქით - თუ საკრებულოს სიაში იქნება, როგორც მერობის კანდიდატმა კამპანიას "ორთქმავლობა" ვეღარ გაუწიოს. ეს არის ცვლილება, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის კეთდება", - მიიჩნევს ხათუნა გოგორიშვილი.

საარჩევნო კამპანიის პროცესში მერობის კანდიდატის "ორთქმავლობის" შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძეც.

"აქამდე შეიძლებოდა ერთი და იგივე პირი მერობის კანდიდატიც ყოფილიყო და სიის პირველი ნომერიც, მაგრამ როცა უკვე არჩევანის წინაშე დგები, პარტიებს მერობის კანდიდატების მხრივ პრობლემა შეექმნებათ - მერობის კანდიდატობის მხრივ კანდიდატი შესაძლოა, მხოლოდ მონაწილეობაზე იყოს ორიენტირებული, მოცემულ შემთხვევაში კი, მას მხოლოდ საკრებულოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ექნება. ამ დროს, იდეაში, მერობისა და გამგებლობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ორთქმავლები უნდა იყვნენ, რადგან ადგილობრივ არჩევნებში რეალური კამპანია სწორედ ამ კანდიდატებს შორის იმართება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა