სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს
სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

კა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ დი­რექ­ტორს ვა­ლე­რი გრე­მე­ლაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ სა­ა­გენ­ტო­ში ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ორ­ჯერ აუკ­რძა­ლა. პირ­ვე­ლად, სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რო­ბი­დან ის 2013 წლის 15 იან­ვარს, კა­ხე­თის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ა­ყე­ნეს. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - სა­ა­გენ­ტოს გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­უ­ლი გრი­მა­ლაშ­ვი­ლი, მე­ო­რედ, 2013 წლის 21 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გრე­მე­ლაშ­ვი­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს­თან, გი­ორ­გი სი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო, 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლოს ჯერ მოწ­მე­თა და­კი­თხვაც არ და­უს­რუ­ლე­ბია, გრე­მე­ლაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­სა­მედ, 2014 წლის 23 იან­ვარს სა­ა­გენ­ტოს გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს.

გამ­გე­ო­ბის 23 იან­ვრის სხდო­მის დამ­სწრე­ებს, სა­დაც თამ­ჯდო­მა­რე და მო­ად­გი­ლე აირ­ჩი­ეს, არ ახ­სოვთ, რომ ვა­ლე­რი გრე­მე­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან 2-ჯერ გა­და­ა­ყე­ნა. "რო­დის მი­ე­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში? არ ვი­ცო­დი, მაგ დროს არ ვიც­ნობ­დი ბა­ტონ ვა­ლე­რის. მისი კან­დი­და­ტუ­რა ვინ წა­მო­ა­ყე­ნა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, არ მახ­სოვს, მაგ­რამ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით შე­ირ­ჩა. მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ამ სფე­რო­ში და ალ­ბათ, ამი­ტომ",- აცხა­დებს სიღ­ნა­ღის გამ­გე­ბე­ლი რა­მაზ პო­პი­აშ­ვი­ლი.

გამ­გე­ო­ბის სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ა­გენ­ტოს გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ხელ­ფა­სი არ ექ­ნე­ბა, მო­ად­გი­ლის ხელ­ფა­სი კი 1000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

სასამართლოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული ისევ თანამდებობაზე დანიშნეს

კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილ დირექტორს ვალერი გრემელაშვილს სასამართლომ სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა ორჯერ აუკრძალა. პირველად, სააგენტოს დირექტორობიდან ის 2013 წლის 15 იანვარს, კახეთის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გადააყენეს. სასამართლოს განჩინების მიუხედავად, უფრო მაღალ თანამდებობაზე - სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული გრიმალაშვილი, მეორედ, 2013 წლის 21 თებერვალს გაათავისუფლეს.

გრემელაშვილი სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გიორგი სიბაშვილთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 5 000 ლარის ოდენობით აქვს შეფარდებული და ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჯერ მოწმეთა დაკითხვაც არ დაუსრულებია, გრემელაშვილი თანამდებობაზე მესამედ, 2014 წლის 23 იანვარს სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.

გამგეობის 23 იანვრის სხდომის დამსწრეებს, სადაც თამჯდომარე და მოადგილე აირჩიეს, არ ახსოვთ, რომ ვალერი გრემელაშვილი სასამართლომ სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობებიდან 2-ჯერ გადააყენა. "როდის მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში? არ ვიცოდი, მაგ დროს არ ვიცნობდი ბატონ ვალერის. მისი კანდიდატურა ვინ წამოაყენა ამ თანამდებობაზე, არ მახსოვს, მაგრამ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ალბათ, ამიტომ",- აცხადებს სიღნაღის გამგებელი რამაზ პოპიაშვილი.

გამგეობის სხდომაზე ასევე გადაწყვიტეს, რომ სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარეს ხელფასი არ ექნება, მოადგილის ხელფასი კი 1000 ლარით განისაზღვრა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა