პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ
"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ნინო კა­ლან­და­ძე ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ რა­ი­ან გრის­ტის და­ნიშ­ვნას ეხ­მა­უ­რე­ბა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კა­ლან­და­ძე პოსტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

"1% იანი ალ­ბა­თო­ბაც კი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ ცოდ­ნო­და კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ერ­თერთ წამ­ყვან პოსტზე მო­ი­აზ­რებ­და. უფრო მე­ტიც, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და მი­ნი­მუმ მისი არა­ფორ­მა­ლუ­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე კან­დი­დატს სა­ერ­თოდ ვერ და არ წა­რად­გენ­და. ბა­ტო­ნი გრის­ტის და­ნიშ­ვნა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არა მხო­ლოდ ეფექ­ტუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით, (რაც არის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში თა­ვი­დან აი­რი­დო ქვეყ­ნის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის და­ნიშ­ვნა გახ­მუ­რე­ბის გა­რე­შე პარტნი­ო­რი ქვეყ­ნი­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად), არა­მედ მას მი­ნი­მუმ კონკლუ­დენ­ტუ­რი, ანუ მდუ­მა­რე თან­ხმო­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი ამ კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნა­ზე. თუ მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნელ უც­ნა­უ­რო­ბას ქონ­და ად­გი­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს "გა­მო­ე­პა­რა" თუ ვის­თან გვქონ­და საქ­მე ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს მა­ინც უნდა მი­ე­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. და თუ მა­თაც "გა­მო­ე­პა­რათ", ყვე­ლა­ზე გვი­ან დღეს ხომ იცი­ან სი­მარ­თლე და ეგებ აკ­რე­დი­ტა­ცია მა­ინც არ მი­ა­ნი­ჭონ ამ "კე­თილ­შო­ბილ" ადა­მი­ანს და "პრო­ფე­სი­ო­ნალ" დიპ­ლო­მატს (თუ იგი აგ­რე­მანს სა­ჭი­რო­ებს) და/ან მე­გობ­რულდ გა­აწ­ვე­ვი­ნონ მისი კან­დი­და­ტუ­რა ჩვენს პარტნი­ო­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ...", - წერს კა­ლან­და­ძე.

"მსოფ­ლი­ოს ვე­ტყვი სი­მარ­თლეს იმის შე­სა­ხებ, რო­გორ და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი თავს მშვი­დო­ბი­ან ცხინ­ვალს" - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. რა­ი­ან გრის­ტის 2008 წელს, ომის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუთო-ს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, ხოლო ახლა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებს.

გრის­ტი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. 2008 წლის 6 ნო­ემ­ბერს "The New York Times"-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რომ­ლის თა­ნახ­მად, რა­ი­ან გრის­ტიმ გა­ნა­ცხა­და: "ნა­თე­ლი იყო, რომ თავ­დას­ხმა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნურ­ჩე­ვე­ლი და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი, თუ, რა თქმა უნდა, რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას არ ჰქონ­და ად­გი­ლი, ჩემი აზ­რით, ეს იყო გა­ნურ­ჩე­ვე­ლი თავ­დას­ხმა ქა­ლაქ­ზე".

გა­მო­ცე­მა წერს, რომ აგ­ვის­ტო­ში ბა­ტონ­მა გრის­ტმა დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბებ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ

"ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ" - ნინო კალანდაძე სკანდალური რაიან გრისტის შესახებ

სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას ეხმაურება. ამ საკითხთან დაკავშირებით კალანდაძე პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

"1% იანი ალბათობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას არ ცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. უფრო მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ ვერ და არ წარადგენდა. ბატონი გრისტის დანიშვნა ევროკავშირის მიერ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, (რაც არის მიღებული პრაქტიკა დიპლომატიაში თავიდან აირიდო ქვეყნისთვის არასასურველი კანდიდატის დანიშვნა გახმურების გარეშე პარტნიორი ქვეყნისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემის ნიშნად), არამედ მას მინიმუმ კონკლუდენტური, ანუ მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული ამ კანდიდატის წარდგენაზე. თუ მაინც წარმოუდგენელ უცნაურობას ქონდა ადგილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს "გამოეპარა" თუ ვისთან გვქონდა საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უშიშროების სამსახურებს მაინც უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები. და თუ მათაც "გამოეპარათ", ყველაზე გვიან დღეს ხომ იციან სიმართლე და ეგებ აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭონ ამ "კეთილშობილ" ადამიანს და "პროფესიონალ" დიპლომატს (თუ იგი აგრემანს საჭიროებს) და/ან მეგობრულდ გააწვევინონ მისი კანდიდატურა ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ...", - წერს კალანდაძე.

"მსოფლიოს ვეტყვი სიმართლეს იმის შესახებ, როგორ დაესხა საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს მშვიდობიან ცხინვალს" - ამ სიტყვების ავტორი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. რაიან გრისტის 2008 წელს, ომის დროს საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო ახლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

გრისტი 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების შემდეგ სკანდალში გაეხვა. 2008 წლის 6 ნოემბერს "The New York Times"-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, რაიან გრისტიმ განაცხადა: "ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, ეს იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე".

გამოცემა წერს, რომ აგვისტოში ბატონმა გრისტმა დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა