პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში საარჩევნო სიიდან გაორებების აღმოფხვრას ვაწარმოებთ
თეა წულუკიანი - მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში საარჩევნო სიიდან გაორებების აღმოფხვრას ვაწარმოებთ

ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში "გა­ო­რე­ბე­ბი" აღ­მო­ფხვრი­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და. სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ნა­წი­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო სიის ფორ­მი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მი­ნის­ტრმა სი­ი­დან "გა­ო­რე­ბე­ბის" ამო­ღე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. წუ­ლუ­კი­ან­მა ამ კონ­ტექ­სტში ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­ცე­მა­საც გა­უს­ხვა ხაზი.

"სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ინ­ტერფრაქ­ცი­ულ­მა ჯგუფ­მა ჯერ კი­დევ შარ­შან ჩათ­ვა­ლა, რომ მთავ­რო­ბას ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ეს სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლი არ არის. ამის­კენ უნდა წა­ვი­წი­ოთ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, რათა ქვე­ყა­ნას მივ­ცეთ ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო სია, რო­მე­ლიც ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი ფო­ტო­ე­ბით არის შედ­გე­ნი­ლი და რომ­ლი­თაც გა­ყალ­ბე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გი­გან­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რო­დე­საც პრი­ო­რი­ტე­ტი ბა­რა­თი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭა. ბა­რა­თი­ზა­ცი­ა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტის მი­ნი­ჭე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას აი­ღებს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხვდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, რად­გან ფოტო არის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი. სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლმა 65 ათას დევ­ნილ­ზე, 31 ათასს პე­და­გოგ­ზე, 10 ათას­ზე მეტ ახალ­გაზ­რდა­ზე და ახლა უკვე ვე­ტე­რა­ნებ­ზე ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი გას­ცა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი ფო­ტოს მეშ­ვე­ო­ბით სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში შევ­ლენ. ამას­თან, ჩვენ გვაქვს ახა­ლი და­ვა­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­გან და გა­ი­მარ­თე­ბა პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სი­ა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად არა მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას აი­ღე­ბენ, არა­მედ ისი­ნიც, ვის შემ­თხვე­ვა­შიც გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ო­რე­ბა, ანუ ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან გა­ო­რე­ბე­ბის აღ­მო­ფხვრას მომ­დევ­ნო ორი-სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ ცეს­კოს ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ფო­ტო­ე­ბი­ა­ნი სია გა­დავ­ცეთ. ეს იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე, სა­დაც გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ო­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ დო­ნე­ზე გა­ყალ­ბე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რომ­ლის ცნო­ბით, პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია 27 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა.

შარ­შან "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი ჩა­ი­დო, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სია ბი­ო­მეტ­რულ რე­გის­ტრა­ცია გავ­ლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო ფორ­მი­რე­ბუ­ლი. დღეს კა­ნონ­ში პირ­და­პირ წე­რია და პუნ­ქტობ­რი­ვად არის გა­წე­რი­ლი, რო­გორ დგე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სია ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით. კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, პრო­ცე­სი ორი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა: ერთი ეს არის ამომ­რჩევ­ლის­თვის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა, ხოლო მე­ო­რე - მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­წო­რის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად მო­ქა­ლა­ქის გა­მო­კი­თხვის გზით. პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი კა­ნო­ნის ამ ნა­წილს ცვლის და გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამომ­რჩევ­ლის მიერ ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლი­სა და სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თის შე­ტა­ნის ნაც­ვლად, სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ფო­ტო­სუ­რა­თი ციფ­რულ ფორ­მატ­ში. ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი თო­თო­ე­უ­ლი ამომ­რჩევ­ლის უახ­ლე­სი ფო­ტო­სუ­რა­თი, შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის (ფო­ტო­სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის) გა­მო­ყე­ნე­ბით ამა­ვე ბა­ზა­ში არ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის მქო­ნე ყვე­ლა პი­რის უახ­ლეს ფო­ტო­სუ­რათს შე­უ­დარ­დე­ბა. ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის შე­და­რე­ბის შე­დე­გად, ფი­ზი­კურ პირ­თა სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას სა­ა­გენ­ტო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მებს და არას­წო­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში საარჩევნო სიიდან გაორებების აღმოფხვრას ვაწარმოებთ

თეა წულუკიანი - მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში საარჩევნო სიიდან გაორებების აღმოფხვრას ვაწარმოებთ

ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში "გაორებები" აღმოფხვრილი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილის კომენტირებისას, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ფორმირებას უკავშირდება, მინისტრმა სიიდან "გაორებების" ამოღებაზე გაამახვილა ყურადღება. წულუკიანმა ამ კონტექსტში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემასაც გაუსხვა ხაზი.

"საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ჯერ კიდევ შარშან ჩათვალა, რომ მთავრობას ბიომეტრიული საარჩევნო სია უნდა გაეკეთებინა. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ამისკენ უნდა წავიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა ქვეყანას მივცეთ ისეთი საარჩევნო სია, რომელიც ბიომეტრიული ფოტოებით არის შედგენილი და რომლითაც გაყალბება გამორიცხულია. იუსტიციის სამინისტრომ ამ მიმართულებით გიგანტური ნაბიჯები გადადგა, როდესაც პრიორიტეტი ბარათიზაციას მიანიჭა. ბარათიზაციაზე პრიორიტეტის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობას აიღებს, ავტომატურად ხვდება საარჩევნო სიაში, რადგან ფოტო არის ბიომეტრიული. სერვისების განვითარების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა 65 ათას დევნილზე, 31 ათასს პედაგოგზე, 10 ათასზე მეტ ახალგაზრდაზე და ახლა უკვე ვეტერანებზე ელექტრონული პირადობის მოწმობები გასცა. ეს ადამიანები ბიომეტრიული ფოტოს მეშვეობით საარჩევნო სიაში შევლენ. ამასთან, ჩვენ გვაქვს ახალი დავალება საკანონმდებლო ორგანოსგან და გაიმართება პროგრამის პრეზენტაციაც, რომლის მიხედვით, ადგილობრივი არჩევნებისთვის სიაში ავტომატურად არა მხოლოდ ის ადამიანები უნდა შევიდნენ, რომლებიც ელექტრონულ პირადობის მოწმობას აიღებენ, არამედ ისინიც, ვის შემთხვევაშიც გამორიცხული იქნება ყველანაირი გაორება, ანუ ჩვენ ვაწარმოებთ საარჩევნო სიიდან გაორებების აღმოფხვრას მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ცესკოს ადგილობრივი არჩევნებისთვის ფოტოებიანი სია გადავცეთ. ეს იქნება სიახლე, სადაც გამორიცხული იქნება ყველანაირი გაორება და, შესაბამისად, ამ დონეზე გაყალბება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თეა წულუკიანმა, რომლის ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია 27 თებერვალს გაიმართება.

შარშან "საარჩევნო კოდექსში" სპეციალური მუხლი ჩაიდო, რომლის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სია ბიომეტრულ რეგისტრაცია გავლილი მოქალაქეებით უნდა ყოფილიყო ფორმირებული. დღეს კანონში პირდაპირ წერია და პუნქტობრივად არის გაწერილი, როგორ დგება საარჩევნო სია ბიომეტრიული მონაცემების მიხედვით. კანონით დადგენილი წესით, პროცესი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ერთი ეს არის ამომრჩევლისთვის ბიომეტრიული სურათის გადაღება, ხოლო მეორე - მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების სისწორის გადამოწმება თავად მოქალაქის გამოკითხვის გზით. პარლამენტში ინიცირებული ახალი პროექტის მიხედვით, მმართველი გუნდი კანონის ამ ნაწილს ცვლის და გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, ამომრჩევლის მიერ ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლისა და საარჩევნო სიაში ბიომეტრიული ფოტოსურათის შეტანის ნაცვლად, სიაში წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული თოთოეული ამომრჩევლის უახლესი ფოტოსურათი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის (ფოტოსაძიებო სისტემის) გამოყენებით ამავე ბაზაში არსებულ საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის უახლეს ფოტოსურათს შეუდარდება. ფოტოსურათების შედარების შედეგად, ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების სავარაუდო გაორების აღმოჩენისას სააგენტო ინდივიდუალურად შეისწავლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და არასწორი მონაცემების გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებას განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა