საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ
"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (ჭე­ჟია), რო­მე­ლიც ათო­ნის მთის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს, "ფე­ის­ბუ­ქით" შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ულო­ცავს.

"ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს ვუ­ლო­ცავ სიყ­ვა­რუ­ლის დღეს! ყვე­ლას ვი­საც ეს მა­ცო­ცხლე­ბე­ლი გრძნო­ბა არ წვე­ვია, ვუ­სურ­ვებ მის მალე მო­პო­ვე­ბას!

სუ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი და ერ­თა­დერ­თი დი­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რა­მე­თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა სუ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. სული აქ­ტი­უ­რია და ცო­ცხლობს მხო­ლოდ მა­შინ, როცა უყ­ვარს. თუ ადა­მი­ა­ნი მკერ­დის არე­ში სიყ­ვა­რუ­ლის ტკი­ვილს არ გრძნობს, მა­შინ მის სულს ძი­ნავს ან სა­ერ­თოდ მკვდა­რია. მი­წი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლი მისი მა­ტე­რი­ა­ლი­ზი­რე­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლი ნელ-ნელა აცი­ვებს და ანე­ლებს მას. ამი­ტომ არის ღვთი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მდგრა­დი და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი, რად­გან მისი მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩრდი­ლა­ვენ სუ­ლი­ერ სა­წყი­სებს და სულს თან­და­თან ავი­წყე­ბენ სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ველ­ყო­ფილ სი­ხა­ლა­სეს. სულს უყ­ვარს ალო­გო­კუ­რად, გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლად და თა­ვად არ იცის რა­ტომ, მაგ­რამ რო­გორც კი ამ პრო­ცეს­ში გო­ნე­ბა და ფი­ზი­ო­ლო­გია ჩა­ერ­თვე­ბა წარ­მო­იქ­მნე­ბი­ან არ­გუ­მენ­ტე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სიყ­ვა­რულ­თან არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო და მა­შინ სიყ­ვა­რუ­ლი ქრე­ბა. რა იქ­ნე­ბო­და რო­მე­ოს და ჯუ­ლი­ე­ტას სიყ­ვა­რუ­ლი მისი დი­დე­ბა სიკ­ვდილს რომ არ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა და ის მა­ტე­რი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი­ყო? სა­ნამ მი­წი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი ზე­ცი­ურს ბა­ძავს, ის ღვთი­უ­რია!", - წერს ბერი ერ­მო­ლა­ო­სი.

დღეს ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა. ზო­გი­ერთ კა­თო­ლი­კურ ეპარ­ქი­ებ­ში ეს დღე წმ. ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღეა. ამ დღეს თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ნიშ­ნავს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ და ჩუქ­ნი­ან ყვა­ვი­ლებს, რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ღია ბა­რა­თებს.

მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია სუ­ლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 16 ივ­ლისს - გერ­გე­ტო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც უწ­მინ­დეს­მა ილია მე­ო­რემ 1980 წლი­დან და­ა­წე­სა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ

"სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს" - ბერი ერმოლაოსი სიყვარულის შესახებ

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქით" შეყვარებულ ადამიანებს სიყვარულის დღეს ულოცავს.

"ყველა შეყვარებულ ადამიანს ვულოცავ სიყვარულის დღეს! ყველას ვისაც ეს მაცოცხლებელი გრძნობა არ წვევია, ვუსურვებ მის მალე მოპოვებას!

სულის ჭეშმარიტი და ერთადერთი დიდება სიყვარულია, რამეთუ შეყვარებულობა სულის ბუნებრივი მდგომარეობაა. სული აქტიურია და ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა უყვარს. თუ ადამიანი მკერდის არეში სიყვარულის ტკივილს არ გრძნობს, მაშინ მის სულს ძინავს ან საერთოდ მკვდარია. მიწიერი სიყვარულისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი მისი მატერიალიზირებისკენ მისწრაფებაა. სიყვარულის მატერიალური რეალიზაციის სურვილი ნელ-ნელა აცივებს და ანელებს მას. ამიტომ არის ღვთისადმი სიყვარული მდგრადი და გაუნელებელი, რადგან მისი მატერიალიზაცია შეუძლებელია. მატერიალური არგუმენტები ჩრდილავენ სულიერ საწყისებს და სულს თანდათან ავიწყებენ სიყვარულის პირველყოფილ სიხალასეს. სულს უყვარს ალოგოკურად, გაუთვითცნობიერებლად და თავად არ იცის რატომ, მაგრამ როგორც კი ამ პროცესში გონება და ფიზიოლოგია ჩაერთვება წარმოიქმნებიან არგუმენტები და შეფასებები, რომლებსაც სიყვარულთან არაფერი აქვთ საერთო და მაშინ სიყვარული ქრება. რა იქნებოდა რომეოს და ჯულიეტას სიყვარული მისი დიდება სიკვდილს რომ არ დაეფიქსირებინა და ის მატერიალიზირებულიყო? სანამ მიწიერი სიყვარული ზეციურს ბაძავს, ის ღვთიურია!", - წერს ბერი ერმოლაოსი.

დღეს ვალენტინობაა. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა. ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

მართმადიდებლური ეკლესია სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე აღნიშნავს, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ 1980 წლიდან დააწესა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს