"ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

"ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

გუშინ მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" კომპანაში შესვლის მიზეზი არ დაუკონკრეტეს. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, "ჯეოსელში" საგამოძიებო მოქმედებები ამჟამადაც მიმდინარეობს.

"გიდასტურებთ, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურია შესული, თუმცა, მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.

რაც შეეხება "ჯეოსელს", კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ 13 თებერვალს, "ჯეოსელის" სათავო ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები შემოწმების მიზნით შევიდნენ. "ჩვენი აზრით, ეს არის მიმდინარე შემოწმება და საქმის ვითარებაში სრულად გარკვევამდე კომპანია კომენტარისგან თავს შეიკავებს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "ჯეოსელში".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია