კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ
თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ

ჩვე­ნი მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, მაგ­რამ აგ­რეთ­ვე პრი­ო­რი­ტე­ტია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან სწო­რედ ის ქვეყ­ნე­ბი არი­ან ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც და­ცუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­დგე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დო­კუ­მენ­ტის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და თო­მას ჰა­მერ­ბერგს, რო­მელ­მაც, მისი თქმით, კე­თი­ლი მრჩევ­ლის როლი ითა­მა­შა.

"ჩვენ ის გუნ­დი ვართ, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ჯერ კი­დევ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას იბ­რძო­და. 10 წელი ვმუ­შა­ობ­დი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში და სწო­რედ იმ საქ­მე­ებ­ზე ვწერ­დი გა­ნა­ჩე­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­დი­ო­და და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვებს ეხე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სტრას­ბურ­გში ასა­ჩივ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ყვე­ლა­ზე სა­მა­გა­ლი­თო საქ­მე­ებს და იცავ­დნენ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ჩვენს მთავ­რო­ბა­ში არის ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი, რი­თაც ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი დღეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. "ეს არის პირ­ველ რიგ­ში სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი არ არის და ხან­და­ხან ირ­ღვე­ვა, მაგ­რამ მსხვერ­პლს უჩ­ნდე­ბა მე­ო­რე უფ­ლე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ი­ძი­ონ და დამ­ნა­შა­ვე ადეკ­ვა­ტუ­რად და­ი­სა­ჯოს. წარ­სულ­ში ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს, რო­გორ ირ­ღვე­ო­და ცი­ხე­ებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­აც. დღეს ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სა­ა­მა­ყოდ უნდა ით­ქვას, რომ თუ ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სტრას­ბურ­გში იყო პა­ტიმ­რე­ბის სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა, დღეს არც ერთი ასე­თი სა­ჩი­ვა­რი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში აღარ შე­სუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

თუმ­ცა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ეს არ კმა­რა იმის­თვის, რომ ით­ქვას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უკვე და­ცუ­ლია. ამი­ტომ, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად არის, პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ქვე­ყა­ნა­ში. "ამას რა თქმა უნდა, ყვე­ლა მი­ვე­სალ­მე­ბით. მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის ყვე­ლას, ვინც ამ პრო­ცეს­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. გარე დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ჩვენ ამ პრო­ცესს ისე სწრა­ფად ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რო­გორც ეს ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მო­მენ­ტამ­დე, რო­გო­რიც იქ­ნე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ

თეა წულუკიანი - საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ აგრეთვე პრიორიტეტია ადამიანის უფლებები, რადგან სწორედ ის ქვეყნები არიან ევროპული ქვეყნები, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დოკუმენტის შექმნაში მონაწილე უწყებათაშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრს, თამარ ჩუგოშვილს, გოჩა ლორთქიფანიძეს და თომას ჰამერბერგს, რომელმაც, მისი თქმით, კეთილი მრჩევლის როლი ითამაშა.

"ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას იბრძოდა. 10 წელი ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ იმ საქმეებზე ვწერდი განაჩენებს, რომლებიც საქართველოდან შემოდიოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს ეხებოდა. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატები არიან ყოფილი ადვოკატები, რომლებიც სტრასბურგში ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე სამაგალითო საქმეებს და იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს მთავრობაში არის ყოფილი ომბუდსმენი, რითაც ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ. "ეს არის პირველ რიგში სიცოცხლის უფლება, რომელიც აბსოლუტური არ არის და ხანდახან ირღვევა, მაგრამ მსხვერპლს უჩნდება მეორე უფლება, რომ დანაშაული გამოიძიონ და დამნაშავე ადეკვატურად დაისაჯოს. წარსულში ბევრი მაგალითი გვაქვს, როგორ ირღვეოდა ციხეებში ადამიანის უფლებები და ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც. დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა სტრასბურგში იყო პატიმრების საჩივრების განხილვა, დღეს არც ერთი ასეთი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში აღარ შესულა", - აღნიშნა წულუკიანმა.

თუმცა, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ეს არ კმარა იმისთვის, რომ ითქვას, საქართველოში ადამიანის უფლებები უკვე დაცულია. ამიტომ, წულუკიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, პრიორიტეტად აქციოს ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყანაში. "ამას რა თქმა უნდა, ყველა მივესალმებით. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარება. გარე დახმარების გარეშე ჩვენ ამ პროცესს ისე სწრაფად ვერ განვახორციელებთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებრივ მომენტამდე, როგორიც იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"