პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები
ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები

14 თე­ბერ­ვალს სიყ­ვა­რუ­ლის დღეა, რო­მელ­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დღი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. და­ვინ­ტე­რეს­დით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თუ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ანე­ბივ­რე­ბენ თუ არა მე­უღ­ლე­ებს, რა დო­ზი­თაა რო­მან­ტიზ­მი მათ ცხოვ­რე­ბა­ში, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თუ არა ორი­გი­ნა­ლო­ბით? ამ ყვე­ლაფ­რის გა­სარ­კვე­ვად მათ მე­უღ­ლე­ებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის მე­უღ­ლე:

- თუ დათო თბი­ლის­შია, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ. მას ჩემ­თვის ყვა­ვი­ლე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი მო­აქვს. დათო იმ­დე­ნა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი, როცა დროს გა­მო­ნა­ხავს და გან­მარ­ტო­ე­ბას ვა­ხერ­ხებთ, იმ დღე­საა ჩვე­ნი ვა­ლენ­ტი­ნო­ბა. ეს ხში­რად არ ხდე­ბა.

- მე­უღ­ლეს ამ დღეს თა­ვად რო­გორ ულო­ცავ?

- სა­ჩუ­ქარს წი­ნას­წარ ვარ­ჩევ და ვი­ძენ. ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბას ვცდი­ლობთ და ურ­თი­ერ­თო­ბა ასე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.

- და­თოს აქვს ალღო, ამო­იც­ნოს, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გა­ხა­რებს?

- როცა რა­ი­მე ნივ­თი მო­მე­წო­ნე­ბა, დას­თან და დე­და­ჩემ­თან შე­იძ­ლე­ბა ვთქვა. დათო მათ ურე­კავს და ეუბ­ნე­ბა, - სოფო არ მიმ­ხელს, რა უნდა და ხომ არ იცით, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­უ­ხარ­დე­ბაო? ჩემი და "ჩა­მიშ­ვებს" ხოლ­მე. ასე რომ, და­თომ იოლი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა. ხში­რად სა­სურ­ველ ნივ­თებს თა­ვა­დაც ვარ­ჩევ და დათო მა­ფი­ნან­სებს.

- რაც ერ­თად ცხოვ­რობთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მელ­მა საქ­ცი­ელ­მა თუ სა­ჩუ­ქარ­მა გა­გა­ო­ცა?

- პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ შეგ­ვე­ძი­ნა, სამ­შო­ბი­ა­რო­ში ლა­მა­ზი თეთ­რი ჩო­ხით გა­მო­მე­ცხა­და. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ხომ არ მე­ლან­დე­ბა-მეთ­ქი? სახ­ლი­დან რომ წა­მო­მიყ­ვა­ნა, ზუს­ტად ვი­ცო­დი, ჩოხა არ ჰქონ­და. თურ­მე სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის შე­უ­ძე­ნია და ჩვენს სა­ნა­ხა­ვად ასე "ქარ­თუ­ლად" მო­ვი­და. მი­თხრა, ნო­და­რი­კო რომ გა­იზ­რდე­ბა, ეს ჩოხა მას ჩემ­გან სა­ჩუქ­რად დარ­ჩე­ბაო. ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ნა­ხავთ.

- სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას ახერ­ხებთ?

- სა­ნამ შვი­ლე­ბი შეგ­ვე­ძი­ნე­ბო­და, ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ. ახლა ბავ­შვებს ვერ ვტო­ვებ, როცა წა­მო­იზ­რდე­ბი­ან, ალ­ბათ მა­შინ ვი­მოგ­ზა­უ­რებთ.

- პა­ტა­რა ან­დრია თავს რო­გორ გრძნობს?

- მად­ლო­ბა, კარ­გად არის, "ჭა­მის­ტი" ბი­ჭია. და-ძმას თავი უკვე შე­აყ­ვა­რა და მას­ზე ორი­ვე ძა­ლი­ან ზრუ­ნავს.

თეა სა­ნი­კი­ძე, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე:

- 13 და 14 თე­ბერ­ვა­ლი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღე­ბია. 13-ში ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბის დღეა და ვიწ­რო წრე­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ. სიყ­ვა­რუ­ლის დღეს კი უმე­ტე­სად გან­მარ­ტო­ე­ბას ვარ­ჩევთ ხოლ­მე, ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს ვუ­ძღვნით და როცა დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­საც ვა­წყობთ. სიყ­ვა­რუ­ლის დღე მგო­ნი, ყვე­ლა ადა­მი­ანს უხა­რია, მით უმე­ტეს, თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

- მე­უღ­ლის­თვის სა­ჩუ­ქა­რი უკვე შერ­ჩე­უ­ლი გაქვთ?

- ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვია, ყო­ველ­თვის ვგრძნობ, რა გა­უ­ხარ­დე­ბა, რა ესი­ა­მოვ­ნე­ბა და არ­ჩე­ვანს ამის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ.

- სიყ­ვა­რუ­ლის დღეს თა­ვად რას გი­ძღვნით?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და ეს ზა­ქა­რი­ამ კარ­გად იცის. ია­სა­მა­ნი კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი ია­სა­მა­ნი რომ აყ­ვავ­დე­ბა, ზა­ქა­რი­ას მო­აქვს და მა­ხა­რებს. სუ­ნა­მო­საც ხში­რად მჩუქ­ნის. მშვე­ნივ­რად იცის, რა გა­მი­ხარ­დე­ბა. ერ­თმა­ნეთს ისე კარ­გად ვიც­ნობთ, არას­დროს ვე­კი­თხე­ბით, - რა გა­ჩუ­ქო? ამას ორი­ვე ვგრძნობთ. ერ­თმა­ნე­თის გა­ო­ცე­ბას დღემ­დე ვა­ხერ­ხებთ. 4 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და, 3-ში, ღა­მის 12 სა­ათ­ზე ლა­მა­ზი ფე­ი­ერ­ვერ­კი მო­ა­წყო, ბავ­შვე­ბი მო­ერ­თო, ლა­მა­ზი დიდი ტორ­ტი მო­მარ­თვეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თეს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რეს.

- ზა­ქა­რია რო­მან­ტი­კუ­ლი ყო­ფი­ლა.

- კი, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ის ფონი და მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია, ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით შენ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი მო­ა­წყო, ცო­ტა­თი უხერ­ხუ­ლია. ზა­ქა­რია სა­კუ­თარ თავს ამის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეს მო­რა­ლუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლიც არ იქ­ნე­ბა. 2 ნო­ემ­ბერს 18 წელი გახ­დე­ბა, რაც ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- თქვენ­ზე მსმე­ნია, მე­უღ­ლეს ქუ­თა­ის­ში ხში­რად აკი­თხავ­სო, მარ­თა­ლია?

- კი, თბი­ლი­სი­დან ბოლო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი სა­ღა­მოს 7-ზე, სად­გურ "ოკ­რი­ბი­დან" გა­დის. მას მივ­ყვე­ბი, ვნა­ხუ­ლობ, რო­გორ არის და ქუ­თა­ი­სი­დან დი­ლის 7-სა­ა­თი­ან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მოვ­ყვე­ბი. ზოგ­ჯერ ვრჩე­ბი და შა­ბათს ერ­თად მოვ­დი­ვართ.

- მე­უღ­ლე­ე­ბი სხვა დე­პუ­ტა­ტებ­საც აკი­თხა­ვენ?

- დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის მე­უღ­ლეს­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ვიცი, რომ ქუ­თა­ის­ში მე­უღ­ლეს ლი­კაც აკი­თხავს.

- თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი დღე გა­იხ­სე­ნეთ...

- მე და ზა­ქა­რია მთაწ­მინ­და­ზე ხში­რად ავ­დი­ვართ, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი დღე რო­მე­ლი იყო? ერთხელ დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ბა­ლიშ­ზე თა­ვი­სი ხე­ლით მოკ­რე­ფი­ლი ვარ­დე­ბი და­მახ­ვედ­რა. სა­ერ­თოდ, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ფე­რა­დი დღეა. ორი­ვე ვცდი­ლობთ, ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს. ზა­ქა­რია სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა.

- მის ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ხში­რად ხუმ­რო­ბენ. ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვთ?

- ორი­ვეს კარ­გი იუ­მო­რი გვაქვს. ერთხელ ვუ­თხა­რი, ასე შუ­რი­ა­ნი კაცი იხუმ­რებს, ვი­საც შენი თმის ძა­ლი­ან შურს-მეთ­ქი. თმის ცვე­ნას მა­მა­კა­ცე­ბი ხომ გა­ნიც­დი­ან, ზა­ქა­რი­ას ეს არ ემუქ­რე­ბა.

ირმა შუბ­ლა­ძე, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მე­უღ­ლე:

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ჩვენ­თვის სხვა დღე­ე­ბის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. წელს, 14 თე­ბერ­ვალს, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა და მე და გუ­ბა­ზი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მივ­დი­ვართ. რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მის­თვის ნამ­დვი­ლად არ ვემ­ზა­დე­ბით.

- თქვენ ამ სა­ღა­მოს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ში ჩარ­თუ­ლი ხართ?

- არა, მაგ­რამ მინ­და, ჩემი მის­ვლით ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო. ის რე­ფორ­მა, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს, კარ­გია, მაგ­რამ პრობ­ლე­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის. პა­ცი­ენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ა­ვა­დე­ბას გა­უმკლავ­დნენ, სხვა პა­ცი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბი­ან.

- ზო­გა­დად, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­მან­ტიზ­მი რა დო­ზი­თაა?

- გუ­ბა­ზი რო­მან­ტი­კო­სი არ არის. ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულს ყო­ველ­დღე ნამ­დვი­ლად არ ვუხ­სნით. ყვა­ვი­ლებს არ მჩუქ­ნის.

- არას­დროს?

- არა.

- არ ბრაზ­დე­ბით?

- სა­ერ­თოდ არ ვბრაზ­დე­ბი.

- ალ­ბათ ყვა­ვი­ლე­ბი არ გიყ­ვართ.

- რას ამ­ბობთ, ყვა­ვი­ლე­ბი ისე მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი. ჩემი შვი­ლი - ლე­ვა­ნი რაც წა­მო­ი­ზარ­და, ის მჩუქ­ნის ხოლ­მე და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. 8 მარტსაც არ აღ­ვნიშ­ნავთ. 3 მარტსა და და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­თვის მჩუქ­ნის. თა­ი­გუ­ლებს სა­კუ­თარ თავს თა­ვა­დაც ვუ­ძღვნი. როცა ბა­ზარ­ში მივ­დი­ვარ, ლა­მაზ ყვა­ვი­ლებს ვარ­ჩევ.

- ყვა­ვი­ლე­ბი ასე ძა­ლი­ან რომ გიყ­ვართ, მე­უღ­ლე თქვენს გა­ხა­რე­ბას რა­ტომ არ ცდი­ლობს?

- სხვა რა­მე­ე­ბით მა­ხა­რებს და ამა­ზე რე­აქ­ცია აღარ მაქვს.

- თუ დაგ­ვი­კონ­კრე­ტებთ?

- თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით, სიმ­შვი­დით, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. მისი ერთი წი­ნა­და­დე­ბა ზოგ­ჯერ თა­ი­გუ­ლე­ბის კო­რი­ან­ტელ­ზე მე­ტია.

- სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ორი­გი­ნა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- რომ გი­თხრათ, სა­ჩუქ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. გუ­ბა­ზი 8 წელი უმუ­შე­ვა­რი იყო, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, როცა კარგ წიგნს მჩუქ­ნის. გუ­ბაზს აქვს უნა­რი აღ­გაფრ­თო­ვა­ნოს. შე­უძ­ლია ისე­თი წი­ნა­და­დე­ბა გი­თხრას, მთე­ლი სამ­ყა­რო გა­ჩუ­ქოს.

- გუ­ბა­ზი და­ო­ჯა­ხე­ბამ­დეც ასე­თი იყო?

- კი, ჩვენ ძა­ლი­ან მალე, გაც­ნო­ბი­დან 10 დღე­ში დავ­ქორ­წინ­დით. გუ­ბა­ზი ბუ­ნებ­რი­ვი იყო, ეკ­რან­ზეც ასე­თია, ცხოვ­რე­ბა­შიც, საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. ორი­ვე ვცდი­ლობთ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­ვი­ხუნ­დეს, ბა­ნა­ლუ­რი არ გახ­დეს. გვინ­და, შვი­ლე­ბის­თვის ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მა­გა­ლი­თო იყოს. ჩვე­ნი ოჯა­ხი 17 წე­ლი­წადს ით­ვლის.

- ამ 17 წლი­დან ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ დღეს თუ გა­იხ­სე­ნებთ?

- როცა ხელი მთხო­ვა. ამ დღეს ანა­ნურ­ში წა­მიყ­ვა­ნა და... მის­გან გრძნო­ბის გა­მო­ხატ­ვაც, ცო­ლო­ბის თხოვ­ნაც და ჩემი თან­ხმო­ბაც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი იყო. იმე­დი მაქვს, ერ­თად ბევრ ლა­მაზ დღეს გა­ვა­ტა­რებთ. მალე ქორ­წი­ნე­ბი­დან 20 წლის­თავს აღ­ვნიშ­ნავთ.

თე­ო­ნა ბე­ნაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ აბა­ში­ძის მე­უღ­ლე:

- 14 თე­ბერ­ვალს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად 2 მი­ზე­ზი გვაქვს.

- ზურა შენს გა­ხა­რე­ბას, გა­ო­ცე­ბას რამ­დე­ნად ახერ­ხებს?

- ეს საქ­მე მას კარ­გად გა­მოს­დის. ცდი­ლობს, მა­სი­ა­მოვ­ნოს.

- რო­მან­ტი­კო­სია?

- ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. ჩვე­ნი გაც­ნო­ბი­დან 1 თვე­ში ხელი მთხო­ვა. მის­მა საქ­ცი­ელ­მა მა­შინ ძალ­ზე გა­მა­ო­ცა. არ ვე­ლო­დი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასე მალე თუ მი­ი­ღებ­და. მა­შინ­ვე თან­ხმო­ბა არ მით­ქვამს, გაც­ნო­ბი­დან 3 თვე­ში შე­ვუღლდით.

- სა­ჩუქ­რებს ხში­რად გი­ძღვნით?

- როცა სა­ზღვარ­გა­რეთ არის, ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი ყო­ველ­თვის ჩა­მო­აქვს. თა­ი­გუ­ლებ­საც ხში­რად მი­ძღვნის. ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­ხა­რია.

- ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბას, რამ­დე­ნი­მე დღით გან­მარ­ტო­ე­ბას რამ­დე­ნად ახერ­ხებთ?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, პა­რას­კე­ვი სა­ღა­მო და მომ­დევ­ნო დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. რამე კარ­გი ფილ­მი ვნა­ხოთ და ა.შ.

- რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე ხში­რად გე­პა­ტი­ჟე­ბა?

- რა თქმა უნდა, თუ თბი­ლის­შია, სა­ღა­მო­ო­ბით სა­ვახ­შმოდ გას­ვლას ხში­რად ვა­ხერ­ხებთ.

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბას მე­უღ­ლეს თა­ვად რო­გორ ულო­ცავთ?

- რა­ტომ­ღაც ისე ხდე­ბა, რად­გან ჩემი და­ბა­დე­ბის დღეც არის, მო­ლოც­ვებს ვი­ღებ და ზუ­რას სა­ჩუ­ქარ­ზე სხვა დღე­ებ­ში ვზრუ­ნავ. 14 თე­ბერ­ვლის დღეს ერ­თად ვგეგ­მავთ და აღ­ვნიშ­ნავთ.

- ზუ­რას ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გა­მოს­ვლას თვალს ადევ­ნებთ?

- ყო­ველ­თვის და რჩე­ვებ­საც ვაძ­ლევ. ვე­უბ­ნე­ბი, რაც უნდა იყოს, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

- დე­ბა­ტე­ბი­სას სიმ­შვი­დით მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- თა­ვა­დაც მშვი­დი ხა­სი­ა­თი აქვს, სიმ­შვი­დის­კენ მეც მო­ვუ­წო­დებ და რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- წელს 14 თე­ბერ­ვალს რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ?

- ზუ­რამ მი­თხრა, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­დღაც უნდა წა­ვი­დეთ, მაგ­რამ - სად, არ ვიცი. ამას სი­ურპრი­ზად მი­ტო­ვებს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები

ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები

14 თებერვალს სიყვარულის დღეა, რომელსაც შეყვარებული წყვილები სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. საქართველოში ამ დღისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავინტერესდით, პოლიტიკოსები თუ აღნიშნავენ, როგორი შეყვარებულები არიან ისინი, ანებივრებენ თუ არა მეუღლეებს, რა დოზითაა რომანტიზმი მათ ცხოვრებაში, გამოირჩევიან თუ არა ორიგინალობით? ამ ყველაფრის გასარკვევად მათ მეუღლეებს დავუკავშირდით.

სოფო ფარცხალაძე, დავით საგანელიძის მეუღლე:

- თუ დათო თბილისშია, ვალენტინობის დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ. მას ჩემთვის ყვავილები, საჩუქრები მოაქვს. დათო იმდენადაა დაკავებული, როცა დროს გამონახავს და განმარტოებას ვახერხებთ, იმ დღესაა ჩვენი ვალენტინობა. ეს ხშირად არ ხდება.

- მეუღლეს ამ დღეს თავად როგორ ულოცავ?

- საჩუქარს წინასწარ ვარჩევ და ვიძენ. ყოველთვის ერთმანეთის გახარებას ვცდილობთ და ურთიერთობა ასე უფრო საინტერესო ხდება.

- დათოს აქვს ალღო, ამოიცნოს, ყველაზე მეტად რა გაგახარებს?

- როცა რაიმე ნივთი მომეწონება, დასთან და დედაჩემთან შეიძლება ვთქვა. დათო მათ ურეკავს და ეუბნება, - სოფო არ მიმხელს, რა უნდა და ხომ არ იცით, ყველაზე მეტად რა გაუხარდებაო? ჩემი და "ჩამიშვებს" ხოლმე. ასე რომ, დათომ იოლი გამოსავალი იპოვა. ხშირად სასურველ ნივთებს თავადაც ვარჩევ და დათო მაფინანსებს.

- რაც ერთად ცხოვრობთ, ყველაზე მეტად რომელმა საქციელმა თუ საჩუქარმა გაგაოცა?

- პირველი შვილი რომ შეგვეძინა, სამშობიაროში ლამაზი თეთრი ჩოხით გამომეცხადა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-მეთქი? სახლიდან რომ წამომიყვანა, ზუსტად ვიცოდი, ჩოხა არ ჰქონდა. თურმე საგანგებოდ ამ დღისთვის შეუძენია და ჩვენს სანახავად ასე "ქართულად" მოვიდა. მითხრა, ნოდარიკო რომ გაიზრდება, ეს ჩოხა მას ჩემგან საჩუქრად დარჩებაო. ბუნებრივია, ვინახავთ.

- საზღვარგარეთ მოგზაურობას ახერხებთ?

- სანამ შვილები შეგვეძინებოდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. ახლა ბავშვებს ვერ ვტოვებ, როცა წამოიზრდებიან, ალბათ მაშინ ვიმოგზაურებთ.

- პატარა ანდრია თავს როგორ გრძნობს?

- მადლობა, კარგად არის, "ჭამისტი" ბიჭია. და-ძმას თავი უკვე შეაყვარა და მასზე ორივე ძალიან ზრუნავს.

თეა სანიკიძე, ზაქარია ქუცნაშვი­ლის მეუღლე:

- 13 და 14 თებერვალი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღებია. 13-ში ზაქარიას დაბადების დღეა და ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. სიყვარულის დღეს კი უმეტესად განმარტოებას ვარჩევთ ხოლმე, ერთმანეთს საჩუქრებს ვუძღვნით და როცა დრო და საშუალება გვაქვს, რომანტიკულ ვახშამსაც ვაწყობთ. სიყვარულის დღე მგონი, ყველა ადამიანს უხარია, მით უმეტეს, თუ შეყვარებულია.

- მეუღლისთვის საჩუქარი უკვე შერჩეული გაქვთ?

- ჯერ არ შემირჩევია, ყოველთვის ვგრძნობ, რა გაუხარდება, რა ესიამოვნება და არჩევანს ამის მიხედვით ვაკეთებ.

- სიყვარულის დღეს თავად რას გიძღვნით?

- ძალიან მიყვარს ყვავილები და ეს ზაქარიამ კარგად იცის. იასამანი კი გამორჩეულად მიყვარს. თბილისში პირველი იასამანი რომ აყვავდება, ზაქარიას მოაქვს და მახარებს. სუნამოსაც ხშირად მჩუქნის. მშვენივრად იცის, რა გამიხარდება. ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ, არასდროს ვეკითხებით, - რა გაჩუქო? ამას ორივე ვგრძნობთ. ერთმანეთის გაოცებას დღემდე ვახერ­ხებთ. 4 თებერვალს დაბადების დღე მქონდა, 3-ში, ღამის 12 საათზე ლამაზი ფეიერვერკი მოაწყო, ბავშვები მოერთო, ლამაზი დიდი ტორტი მომართვეს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, წინასწარ ვერაფერი გავიგე. ძალიან გამახარეს.

- ზაქარია რომანტიკული ყოფილა.

- კი, ძალიან რომანტიკული ადამიანია, მაგრამ ის ფონი და მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია, ყველაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამდენი გაჭირვებული ადამიანის გვერდით შენ დღესასწაულები მოაწყო, ცოტათი უხერხულია. ზაქარია საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევს. ეს მორალურად გამართლებულიც არ იქნება. 2 ნოემბერს 18 წელი გახდება, რაც ერთად ვცხოვრობთ.

- თქვენზე მსმენია, მეუღლეს ქუ­თაისში ხშირად აკითხავსო, მართალია?

- კი, თბილისიდან ბოლო სამარ­შრუტო ტაქსი საღამოს 7-ზე, სადგურ "ოკრიბიდან" გადის. მას მივყვები, ვნახულობ, როგორ არის და ქუთაისიდან დილის 7-საათიან სამარშრუტო ტაქსის მოვყვები. ზოგჯერ ვრჩები და შაბათს ერთად მოვდივართ.

- მეუღლეები სხვა დეპუტატებსაც აკითხავენ?

- დიმიტრი ხუნდაძის მეუღლესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ ქუთაისში მეუღლეს ლიკაც აკითხავს.

- თქვენი ურთიერთობიდან ყველაზე რომანტიკული დღე გაიხსენეთ...

- მე და ზაქარია მთაწმინდაზე ხშირად ავდივართ, ჩვენი საყვარელი ადგილია. ყველაზე რომანტიკული დღე რომელი იყო? ერთხელ დილით რომ გავიღვიძე, ბალიშზე თავისი ხელით მოკრეფილი ვარდები დამახვედრა. საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ფერადი დღეა. ორივე ვცდილობთ, ურთიერთობა საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ზაქარია საინტერესო პიროვნებაა.

- მის ვარცხნილობაზე ხშირად ხუმრობენ. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- ორივეს კარგი იუმორი გვაქვს. ერთხელ ვუთხარი, ასე შურიანი კაცი იხუმრებს, ვისაც შენი თმის ძალიან შურს-მეთქი. თმის ცვენას მამაკაცები ხომ განიცდიან, ზაქარიას ეს არ ემუქრება.

ირმა შუბლაძე, გუბაზ სანიკიძის მეუღლე:

- ვალენტინობა ჩვენთვის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება. წელს, 14 თებერვალს, სიმსივნით დაავადებული ქალბატონების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება იმართება და მე და გუბაზი ამ ღონისძიებაზე მივდივართ. რომანტიკული ვახშამისთვის ნამდვილად არ ვემზადებით.

- თქვენ ამ საღამოს საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ხართ?

- არა, მაგრამ მინდა, ჩემი მისვლით ამ ადამიანებისადმი სოლიდარობა გამოვხატო. ის რეფორმა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს, კარგია, მაგრამ პრობლემასთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებმაც რთული გზა გაიარეს და შეძლებისდაგვარად დაავადებას გაუმკლავდნენ, სხვა პაციენტებს ეხმარებიან.

- ზოგადად, თქვენს ურთიერთობაში რომანტიზმი რა დოზითაა?

- გუბაზი რომანტიკოსი არ არის. ერთმანეთს სიყვარულს ყოველდღე ნამდვილად არ ვუხსნით. ყვავილებს არ მჩუქნის.

- არასდროს?

- არა.

- არ ბრაზდებით?

- საერთოდ არ ვბრაზდები.

- ალბათ ყვავილები არ გიყვართ.

- რას ამბობთ, ყვავილები ისე მიყვარს, ვგიჟდები. ჩემი შვილი - ლევანი რაც წამოიზარდა, ის მჩუქნის ხოლმე და ძალიან მახარებს. 8 მარტსაც არ აღვნიშნავთ. 3 მარტსა და დაბადების დღეს ყოველთვის მჩუქნის. თაიგულებს საკუთარ თავს თავადაც ვუ­ძღვნი. როცა ბაზარში მივდივარ, ლამაზ ყვავილებს ვარჩევ.

- ყვავილები ასე ძალიან რომ გიყვართ, მეუღლე თქვენს გახარებას რატომ არ ცდილობს?

- სხვა რამეებით მახარებს და ამაზე რეაქცია აღარ მაქვს.

- თუ დაგვიკონკრეტებთ?

- თავისი დამოკიდებულებით, ყოველდღიური ურთიერთობით, სიმშვიდით, დიდი სიყვარულით. მისი ერთი წინადადება ზოგჯერ თაიგულების კორიანტელზე მეტია.

- საჩუქრების შერჩევისას ორიგინალობით გამოირჩევა?

- რომ გითხრათ, საჩუქრებით განებივრებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. გუბაზი 8 წელი უმუშევარი იყო, ამის საშუალება არ ჰქონდა. ძალიან მახარებს, როცა კარგ წიგნს მჩუქნის. გუბაზს აქვს უნარი აღგაფრთოვანოს. შეუძლია ისეთი წინადადება გითხრას, მთელი სამყარო გაჩუქოს.

- გუბაზი დაოჯახებამდეც ასეთი იყო?

- კი, ჩვენ ძალიან მალე, გაცნობიდან 10 დღეში დავქორწინდით. გუბაზი ბუნებრივი იყო, ეკრანზეც ასეთია, ცხოვრებაშიც, საქმიანობაშიც. ორივე ვცდილობთ, ურთიერთობა არ გაგვიხუნდეს, ბანალური არ გახდეს. გვინდა, შვილებისთვის ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს. ჩვენი ოჯახი 17 წელიწადს ითვლის.

- ამ 17 წლიდან ყველაზე რომანტიკულ დღეს თუ გაიხსენებთ?

- როცა ხელი მთხოვა. ამ დღეს ანანურში წამიყვანა და... მისგან გრძნობის გამოხატვაც, ცოლობის თხოვნაც და ჩემი თანხმობაც ძალიან რომანტიკული იყო. იმედი მაქვს, ერთად ბევრ ლამაზ დღეს გავატარებთ. მალე ქორწინებიდან 20 წლისთავს აღვნიშნავთ.

თეონა ბენაშვილი, ზურაბ აბაშიძის მეუღლე:

- 14 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად 2 მიზეზი გვაქვს.

- ზურა შენს გახარებას, გაოცებას რამდენად ახერხებს?

- ეს საქმე მას კარგად გამოსდის. ცდილობს, მასიამოვნოს.

- რომანტიკოსია?

- ზომიერების ფარგლებში. ჩვენი გაცნობიდან 1 თვეში ხელი მთხოვა. მისმა საქციელმა მაშინ ძალზე გამაოცა. არ ველოდი, გადაწყვეტილებას ასე მალე თუ მიიღებდა. მაშინვე თანხმობა არ მითქვამს, გაცნობიდან 3 თვეში შევუღლდით.

- საჩუქრებს ხშირად გიძღვნით?

- როცა საზღვარგარეთ არის, ჩემთვის საჩუქარი ყოველთვის ჩამოაქვს. თაიგულებსაც ხშირად მიძღვნის. ყვავილები ძალიან მიყვარს და მიხარია.

- ქალაქგარეთ გასეირნებას, რამდენიმე დღით განმარტოებას რამდენად ახერხებთ?

- მაქსიმალურად ვცდილობთ, პარასკევი საღამო და მომდევნო დასვენების დღეები ერთად გავატაროთ. რამე კარგი ფილმი ვნახოთ და ა.შ.

- რომანტიკულ ვახშამზე ხშირად გეპატიჟება?

- რა თქმა უნდა, თუ თბილისშია, საღამოობით სავახშმოდ გასვლას ხშირად ვახერხებთ.

- ვალენტინობას მეუღლეს თავად როგორ ულოცავთ?

- რატომღაც ისე ხდება, რადგან ჩემი დაბადების დღეც არის, მოლოცვებს ვიღებ და ზურას საჩუქარზე სხვა დღეებში ვზრუნავ. 14 თებერვლის დღეს ერთად ვგეგმავთ და აღვნიშნავთ.

- ზურას ტელევიზიებით გამოსვლას თვალს ადევნებთ?

- ყოველთვის და რჩევებსაც ვაძლევ. ვეუბნები, რაც უნდა იყოს, სიმშვიდე შეინარჩუნოს.

- დებატებისას სიმშვიდით მართლაც გამოირჩევა. ეს თქვენი დამსახურებაა?

- თავადაც მშვიდი ხასიათი აქვს, სიმშვიდისკენ მეც მოვუწოდებ და რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებს.

- წელს 14 თებერვალს როგორ აღნიშნავთ?

- ზურამ მითხრა, რომ მეგობრებთან ერთად სადღაც უნდა წავიდეთ, მაგრამ - სად, არ ვიცი. ამას სიურპრიზად მიტოვებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია