საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა
გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრო­ცესს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და­უ­პი­რის­პი­რა.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ახ­ლოვ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­ი­წყო მზა­დე­ბა და ისი­ნი ატა­რე­ბენ შიდა არ­ჩევ­ნებს, პრა­ი­მე­რებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრო­ცესს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­უ­პი­რის­პი­რა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის ახა­ლი ტალ­ღა, ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი და ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მალ­ხაზ გუ­რუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ ცხრა თვის წინ ვსა­უბ­რობ­დით ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, როცა იხი­ლე­ბო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საქ­მე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­ი­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში, რად­გნ მათ ჰქონ­დათ გა­რან­ტია წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის.

გუ­შინ იმა­ვე ახალ­ბე­დაშ­ვილ­მა წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და ხო­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელს ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ი­ას და გამ­გე­ბილს მო­ად­გი­ლეს მე­რაბ ჭე­ლი­ძეს. ბრალ­დე­ბა სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლია, ეხე­ბა ოთხი წლის წინ 12 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­შის და­რი­გე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის. ბრალ­დე­ბის ში­ნა­არ­სი­და­ნაც ნათ­ლად სჩანს, რომ ეს არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ოტი­აშ­ვი­ლი. მას და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი და­ე­მუქ­რა, რომ შე­უქ­მნი­და პრობ­ლე­მებს თუ თავს არ და­ა­ნე­ბებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ლით აქ­ტი­ვო­ბებს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ, რომ ე.წ. თეთ­რი სა­ყე­ლოს და­ნა­შა­უ­ლებ­თან (სა­მო­ხე­ლეო და ფი­ნან­სუ­რი) და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა აღარ მო­ი­თხოვ­და წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას.

რო­გორც ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს გან­ცხა­დე­ბა არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მო­ი­თხო­ვეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, რაც სა­სა­მარ­თლო­მაც და­უკ­მა­ყო­ფი­ლა და ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მათი მი­ზა­ნი იყო არა და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა.

აქვე გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ხო­ნის მოქ­მე­დი გამ­გე­ბე­ლი ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ია და დუ­შე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ოტი­აშ­ვი­ლი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრა­ი­მერ­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით სწო­რედ ისი­ნი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტე­ბი ხო­ნის და დუ­შე­თის რა­ი­ო­ნე­ბის გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში.

ამას­თან 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბი­რის შემ­დეგ თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში და­ი­წყო ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მი­მართ მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბე­ბი და საქ­მე წყდე­ბო­და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი შე­წყეტ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რას.

ნა­თე­ლია, რომ გრძელ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნია მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით, ამ ამო­ცა­ნის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თხელ ღიად გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და სულ ცოტა ხნის წინ პრე­მირ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს, არ გახ­დნენ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის ინ­სტრუ­მენ­ტი", - დას­ძი­ნა ვა­შა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა

გიორგი ვაშაძე - "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავები დაუპირისპირა

"ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესს სამართალდამცავი ორგანოები დაუპირისპირა.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო მზადება და ისინი ატარებენ შიდა არჩევნებს, პრაიმერებს.

"სამწუხაროდ, ამ პროცესს "ქართულმა ოცნებამ" დაუპირისპირა სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა იხილებოდა ვანო მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგნ მათ ჰქონდათ გარანტია წინასწარი პატიმრობის შეფარდების.

გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებილს მოადგილეს მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია, ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად სჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება.

პარალელურად იმავე დღეს დააკავეს ახლად არჩეული დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი დაემუქრა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს თუ თავს არ დაანებებდა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აქტივობებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიმრობას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება არამედ პოლიტიკური დევნა.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერში და დიდი ალბათობით სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ხონის და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში.

ამასთან 2012 წლის 1 ოქტომბირის შემდეგ თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიდერების მიმართ მასობრივად დაიწყეს გამოძიებები და საქმე წყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი შეწყეტდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას.

ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს, არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი", - დასძინა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა