პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"
"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"

ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი მძი­მე პრობ­ლე­მად იქცა. რო­გორც ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ "სპორ­ტის" გამო ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ძაღ­ლი იღუ­პე­ბა. ზოგი უშუ­ა­ლოდ ჩხუ­ბის დროს კვდე­ბა, ზო­გიც შემ­დგო­მი ტრამ­ვე­ბის მერე, ზოგ­საც პატ­რო­ნი კლავს ან აგ­დებს, რად­გან და­მარ­ცხდა. ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი ბევ­რის­თვის შე­მო­სავ­ლის მსუ­ყე წყა­როდ იქცა. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ფი­გუ­რი­რებს, სა­დაც პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლე­ბის "წვრთნა" იყო ასა­ხუ­ლი. ვი­დე­ომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც თა­ვად "მწვრთნე­ლი" ამ­ბობს, იგი სპე­ცი­ა­ლუ­რად ზრდი­და ძაღლს, რომ მერე ეჩხუ­ბე­ბი­ნა. რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, იგი მხო­ლოდ 16 წლი­საა...

- ძაღ­ლებს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დით წვრთნი?

- ლეკ­ვო­ბი­დან­ვე ვზრდი­დი მა­ჩხუბ­რად. უცხო ლეკვს ვაჩ­ვე­ნებ­დი და მი­ვუქ­სევ­დი ხოლ­მე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ თა­ვი­დან­ვე აგ­რე­სი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად ვზრდი­დი. ზოგ­ჯერ ცო­ცხალ წი­წილს მი­ვუგ­დებ­დი, რომ მო­ეკ­ლა და გა­აგ­რე­სი­უ­ლე­ბუ­ლი­ყო. ხში­რად არ ვცემ­დი, მაგ­რამ ხან­და­ხან ცე­მაც სა­ჭი­როა, მაგ­რამ ხან­და­ხან ვე­ფე­რე­ბო­დი კი­დეც, რომ მიმხვდა­რი­ყო, რო­დის ვი­ყა­ვი მი­სით კმა­ყო­ფი­ლი.

- ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი რომ კა­ნო­ნით დას­ჯა­დია ამის შე­სა­ხებ გა­გი­გია?

- ჩემ­თის ეგ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არაა, ძაღ­ლი ჩე­მია და რა­საც მინ­და, იმას ვი­ზამ. მინ­და ვა­ჩხუ­ბებ, მინ­და ეზო­ში და­ვა­ბამ და მინ­და კურ­ტკას ჩა­ვაც­მევ ზო­გი­ერ­თი ქა­ჯი­ვით.

- შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის არ იყოს კა­ნონ­და­ღე­ვა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს და­ნა­შა­უ­ლია. შენ­მა მშობ­ლებ­მა თუ იცი­ან, რომ ამ საქ­მით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- კი, იცი­ან და არა­სო­დეს არ მო­უ­ცია შე­ნიშ­ვნა ამის გამო. პი­რი­ქით, მამა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მომ­ყვა კი­დეც, რომ ჩხუ­ბის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა.

- ფუ­ლის გამო გი­ჩხუ­ბე­ბია ძაღ­ლი?

- ფუ­ლის გამო არ მი­ჩხუ­ბე­ბია. თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბო­და სურ­ვი­ლი, რომ ძაღ­ლი ეჩხუ­ბე­ბი­ნა მა­შინ ვა­ჩხუ­ბებ­დი. ვიცი ბევ­რია, რომ ამ საქ­მით ფულს შო­უ­ლობს და ძაღ­ლე­ბი არ ეცო­დე­ბა, მაგ­რამ მე ფულ­ზე არ ვა­ჩხუ­ბებ­დი, რად­გან ძაღ­ლე­ბი მიყ­ვარს ბაშ­ვო­ბი­დან­ვე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"

"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"

ძაღლების ჩხუბი თანამედროვეობის ერთ-ერთი მძიმე პრობლემად იქცა. როგორც ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, ამ "სპორტის" გამო ყოველწლიურად ათასობით ძაღლი იღუპება. ზოგი უშუალოდ ჩხუბის დროს კვდება, ზოგიც შემდგომი ტრამვების მერე, ზოგსაც პატრონი კლავს ან აგდებს, რადგან დამარცხდა. ძაღლების ჩხუბი ბევრისთვის შემოსავლის მსუყე წყაროდ იქცა. ჩვენი რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, სადაც პიტბულის ჯიშის ძაღლების "წვრთნა" იყო ასახული. ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორც თავად "მწვრთნელი" ამბობს, იგი სპეციალურად ზრდიდა ძაღლს, რომ მერე ეჩხუბებინა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, იგი მხოლოდ 16 წლისაა...

- ძაღლებს რაიმე განსაკუთრებული მეთოდით წვრთნი?

- ლეკვობიდანვე ვზრდიდი მაჩხუბრად. უცხო ლეკვს ვაჩვენებდი და მივუქსევდი ხოლმე. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავიდანვე აგრესიული ყოფილიყო, რაც შეიძლება მკაცრად ვზრდიდი. ზოგჯერ ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო. ხშირად არ ვცემდი, მაგრამ ხანდახან ცემაც საჭიროა, მაგრამ ხანდახან ვეფერებოდი კიდეც, რომ მიმხვდარიყო, როდის ვიყავი მისით კმაყოფილი.

- ძაღლების ჩხუბი რომ კანონით დასჯადია ამის შესახებ გაგიგია?

- ჩემთის ეგ კანონდარღვევა არაა, ძაღლი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვიზამ. მინდა ვაჩხუბებ, მინდა ეზოში დავაბამ და მინდა კურტკას ჩავაცმევ ზოგიერთი ქაჯივით.

- შეიძლება შენთვის არ იყოს კანონდაღევა, მაგრამ რეალურად ეს დანაშაულია. შენმა მშობლებმა თუ იციან, რომ ამ საქმით ხარ დაკავებული?

- კი, იციან და არასოდეს არ მოუცია შენიშვნა ამის გამო. პირიქით, მამა რამდენჯერმე გამომყვა კიდეც, რომ ჩხუბისთვის ეყურებინა.

- ფულის გამო გიჩხუბებია ძაღლი?

- ფულის გამო არ მიჩხუბებია. თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი, რომ ძაღლი ეჩხუბებინა მაშინ ვაჩხუბებდი. ვიცი ბევრია, რომ ამ საქმით ფულს შოულობს და ძაღლები არ ეცოდება, მაგრამ მე ფულზე არ ვაჩხუბებდი, რადგან ძაღლები მიყვარს ბაშვობიდანვე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია