მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ

მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სალეცენზიო პირობების დარღვევის გამო "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სხდომას კომისიის სამი წევრი ესწრებოდა და "ყაზტრანსგაზ თბილისის" დაჯარიმებას სამივე წევრმა დაუჭირა მხარი.

საქმე ეხებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ.

გარდა დაჯარიმებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივ გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა შეეძლებათ მიმდინარე წლის პირველ მარტამდე.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სხდომაზე განაცხადა, 2013 წლის დეკემბრისა და 2014 წლის იანვრის თვეებში ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთ ქვითარში ასახვით "ყაზტრანსგაზ თბილისმა" დაარღვია სემეკ-ის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" I, მე-2 და მე-10 მუხლების მოთხოვნები, რაც ამავდროულად წარმოადგენს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას.

სხდომას ესწრებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალური მმართველი ირაკლი გაბუნიაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება სემეკ-ის გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში, თუმცა არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გასაჩივრებას.

სხდომას ესწრებოდა მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება კანონიერია.

იხილეთ ვიდეო: "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დაჯარიმდა

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ