მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს
რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს

ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლის, შოთა მურ­ღუ­ლი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მე­რი­ა­ში ჩაშ­ლილ კონ­კურსს ასა­ხე­ლებს. თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა (#152), მიმ­დი­ნა­რე წლის 12 თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა.

"შოთა მურ­ღუ­ლი­ას გა­ეგ­ზავ­ნა წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვე­ბი მე­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­სა­ნიშ­ნად" კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მიერ, გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არ არი­ან და­ნიშ­ნულ­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ზე მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის უფ­რო­სე­ბი. ასე­თი ვი­თა­რე­ბა ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს", - ნათ­ქვა­მია საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბა­ში.

შოთა მურ­ღუ­ლი­ას შემ­ცვლე­ლად თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნიკო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი გუ­შინ­ვე და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა დღეს მან აღ­ნიშ­ნუ­ლი პოსტზე უარი გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, არ სურს პო­ლი­ტი­კურ გა­რი­გე­ბებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ემიჯ­ნე­ბა პრო­ცე­სებს.

ამ დრო­ი­სათ­ვის ქუ­თა­ისს მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არ ჰყავს. თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს საკ­რე­ბუ­ლო და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან ქუ­თა­ი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, შოთა მურ­ღუ­ლი­ას მხარ­დამ­ჭრე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს

რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, საკრებულოს თავმჯდომარე მერიაში ჩაშლილ კონკურსს ასახელებს. თამაზ მარგველაშვილის ბრძანება (#152), მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება.

"შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად,, კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე. მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ არიან დანიშნულნი თანამდებობეზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვევს", - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

შოთა მურღულიას შემცვლელად თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკო კაჭკაჭიშვილი გუშინვე დაინიშნა, თუმცა დღეს მან აღნიშნული პოსტზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არ სურს პოლიტიკურ გარიგებებში მიიღოს მონაწილეობა და ემიჯნება პროცესებს.

ამ დროისათვის ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. პარალელურად, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მხარდამჭრები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა