ქუთაისის მერიის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელთა განცხადებით, ისინი შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ კარის აჭედვა და მარგველაშვილთან სატელეფონო კავშირის დამყარება ორჯერ სცადეს. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
აქციის მონაწილეები თამაზ მარგველაშვილის მიერ მერის მოვალეობის შემსრულებელის, შოთა მურღულიას გათავისუფლებას აპორტესტებენ.