სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს
ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლან­დის აშშ-ში ვი­ზი­ტი­სას ამე­რი­კის ლი­დერ­მა ბა­რაკ ობა­მამ კო­ლე­გა თეთრ სახ­ლში ვახ­შამ­ზე და­პა­ტი­ჟა. ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს პრე­სის ყუ­რა­დღე­ბა მისი მე­უღ­ლის, მი­შელ ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბამ მი­ი­პყო - ექ­სპერ­ტებ­მა კა­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10-12 ათას დო­ლა­რად შე­ა­ფა­სეს.

ტე­ლე­არხ CNN-ის ეთერ­ში თეთრ სახ­ლში გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ერთ-ერ­თმა და­პა­ტი­ჟე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ყუ­რა­დღე­ბა აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის ელე­გან­ტურ ლურჯსა და შავ ფერ­ში გა­და­წყვე­ტილ კა­ბას მი­აქ­ცია. მან იგი სა­დად და ელე­გან­ტუ­რად მი­იჩ­ნია, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი სა­მო­სი მი­შელ ობა­მას და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბო­და.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს მას­ში ფული თა­ვად გა­და­ე­ხა­და, რა­ზეც ექ­სპერ­ტი და­ე­თან­ხმა. ამას­თან, პროგ­რა­მის სხვა სტუ­მარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კაბა შე­საძ­ლოა, 12 000 დო­ლა­რიც ღირ­დეს. "მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩემი ვა­რა­უ­დია",- დას­ძი­ნა მან.

ოლან­დის აშშ-ში ვი­ზი­ტის დროს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რებ­მა ქვეყ­ნებს შო­რის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბი­სა და შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი შეს­ვეს.

ბოლო დროს ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტი მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამო პრე­სის ინ­ტე­რესს იწ­ვე­ვენ. მა­გა­ლი­თად, ოლან­დმა ღა­ლა­ტის სკან­და­ლის შემ­დეგ, ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ხოლო ობა­მა მომ­ღე­რალ ბი­ონ­სეს­თან რო­მან­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, მაგ­რამ ეს ჭო­რე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით უარ­ყვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს

ოფიციალურ ვახშამზე მიშელ ობამას ჩაცმულობა 12 000 დოლარად შეაფასეს

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის აშშ-ში ვიზიტისას ამერიკის ლიდერმა ბარაკ ობამამ კოლეგა თეთრ სახლში ვახშამზე დაპატიჟა. ღონისძიების დროს პრესის ყურადღება მისი მეუღლის, მიშელ ობამას ჩაცმულობამ მიიპყო - ექსპერტებმა კაბის ღირებულება 10-12 ათას დოლარად შეაფასეს.

ტელეარხ CNN-ის ეთერში თეთრ სახლში გრანდიოზული ღონისძიების განხილვისას, ერთ-ერთმა დაპატიჟებულმა ექსპერტმა ყურადღება აშშ-ის პირველი ლედის ელეგანტურ ლურჯსა და შავ ფერში გადაწყვეტილ კაბას მიაქცია. მან იგი სადად და ელეგანტურად მიიჩნია, მაგრამ აღნიშნა, რომ ასეთი სამოსი მიშელ ობამას დაახლოებით 10 000 დოლარი დაუჯდებოდა.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტის მეუღლეს მასში ფული თავად გადაეხადა, რაზეც ექსპერტი დაეთანხმა. ამასთან, პროგრამის სხვა სტუმარმა აღნიშნა, რომ კაბა შესაძლოა, 12 000 დოლარიც ღირდეს. "მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია",- დასძინა მან.

ოლანდის აშშ-ში ვიზიტის დროს სახელმწიფოების ლიდერებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და შემდგომი თანამშრომლობის სადღეგრძელოები შესვეს.

ბოლო დროს ორივე პრეზიდენტი მათი პირადი ცხოვრების გამო პრესის ინტერესს იწვევენ. მაგალითად, ოლანდმა ღალატის სკანდალის შემდეგ, ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების შესახებ განაცხადა. ხოლო ობამა მომღერალ ბიონსესთან რომანში დაადანაშაულეს, მაგრამ ეს ჭორები მოგვიანებით უარყვეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს