მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''
რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ვი­დან ამ­ჯე­რად ჯაბა იო­სე­ლი­ან­თან ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ.

ახლა უკვე ჩემ­თვის და­უ­ვი­წყარ შემ­თხვე­ვად იქცა ბა­ტო­ნი ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი, რად­გან ეს სა­ინ­ტე­რე­სო და პო­პუ­ლა­რუ­ლი კაცი ჩვენს გვე­რით აღარ არის. ოთხი თვის შემ­დეგ, 10 ივ­ნისს, 77 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. არა­და, სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით იქ­ცე­ო­და. მარ­თლაც ჭა­ბუ­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. 2001 წლის 10 ივ­ნისს, რო­დე­საც 75 წელი შე­უს­რულ­და და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი მი­იწ­ვია ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე. ბო­ლოს ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ვი­ნა­ხუ­ლე. რუხ კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ხა­ლი­სი­ა­ნად მე­სა­უბ­რა. ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის და დღეს უკვე მისი არ­ყოფ­ნის გამო გთა­ვა­ზობთ 28 დე­კემ­ბერს ბა­ტონ ჯაბა იო­სე­ლი­ან­თან შეხ­ვედ­რის ჩა­ნა­წერს, ოდ­ნა­ვი შე­მოკ­ლე­ბით.

- ბა­ტო­ნო ჯაბა, რა­ტომ გახ­დით ქურ­დი-მეთ­ქი, რომ გკი­თხოთ, ხომ არ გა­ნა­წყენ­დე­ბით?

- აღარ ვიცი, რამ­დენ­ჯერ უნდა ვთქვა ამის შე­სა­ხებ… რა­ტომ და, დრო იყო ასე­თი. იცი, შე­ვარ­დნა­ძე თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და, ერთ კამ­პა­ნი­ა­ში ტრი­ა­ლებ­და, სა­დაც ქურ­დე­ბი იყ­ვნენ. იყო ერთი "ჩარ­ლი­კა", იმას­თან "შეს­ტი­ორ­კობ­და". სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბიჭი მა­გათ შე­ე­ფა­რა. მერე ის ჯგუ­ფი და­ი­ჭი­რეს, შე­ვარ­დნა­ძეს კი კომ­კავ­შირ­ში შეგ­დე­ბით უშ­ვე­ლეს. აქე­დან და­ი­წყო და გახ­და ცე­კას მდი­ვა­ნი. მეც რომ კომ­კავ­შირ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და ამ გზით მევ­ლო, ცე­კას მდი­ვა­ნიც გავ­ხდე­ბო­დი და ეს ოხე­რი მა­მა­ძაღ­ლე­ბიც ვე­რა­ფერს წა­მო­მა­ძა­ხებ­დნენ, მაგ­რამ საქ­მე სწო­რედ ის არის, რომ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა კომ­კავ­ში­რე­ლო­ბა - იქა­უ­რი ტყუ­ი­ლი, და­ბე­ზღე­ბა, ამ­ნა­ი­რი ოხ­რო­ბა არ იყო ჩემს ბუ­ნე­ბა­ში.

- პირ­ვე­ლად რო­დის და­გა­პა­ტიმ­რეს?

- "რა­დი­ოპ­რი­ომ­ნი­კი" მო­ვი­პა­რე ერთი ოჯა­ხი­დან. მა­შინ 15 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი. ჰოდა, და­მი­ჭი­რეს. ამის და­ვი­წყე­ბა, და­მე­თან­ხმე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხუთი წელი მო­მი­სა­ჯეს. ორი წლის შემ­დეგ გაქ­ცე­ვა მო­ვა­ხერ­ხე. მერე მე­ო­რედ და­მა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ ისევ გა­ვი­ქე­ცი. 18 წლის ვი­ყა­ვი მა­შინ. ამ გაქ­ცე­ვის მერე რუ­სეთ­ში წა­ვე­დი.

- ვინ და­გა­სა­ხე­ლათ ქურ­დად? ნათ­ლია ვინ იყო?

- არა­ვინ. ამას შენ თვი­თონ ამ­ბობ, შენ თვი­თონ უნდა გა­ნა­ცხა­დო. ის ხალ­ხიც, ვის­თა­ნაც პურს ჭამ და შენს ცხოვ­რე­ბას ხე­დავს, ამას იღებს და, თუ რამე პრე­ტენ­ზია არა აქვთ, ხარ ქურ­დი. ეს მერე და­ი­წყეს შეკ­რე­ბა და პას­პორ­ტე­ბის და­რი­გე­ბა… შემ­დეგ კი და­ვი­ნა­ხე, რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა. კარ­გად ვიც­ნობ­დი ჩემს თავს, ვი­ცო­დი რა შე­მეძ­ლო, საკ­მა­ოდ ნა­კი­თხი ვი­ყა­ვი და 5 წე­ლი­წად­ში ავ­ქა­ჩე, გა­ვა­კე­თე სა­კან­დი­და­ტო და სა­დოქ­ტო­რო. ეს უკვე სხვა დრო იყო - ბრეჟნე­ვის პე­რი­ო­დი, სუნ­თქვა შე­იძ­ლე­ბო­და. ისე, შოთა კვი­რა­ი­ამ რომ და­მი­ჭი­რა, ყვე­ლა მხრი­დან უნ­დო­დათ ჩემი გას­ვრა და დაკ­ნი­ნე­ბა. დი­სერ­ტა­ცია, თურ­მე, ჩემ­მა დამ და­მი­წე­რა. მერე თქვეს, რომ წიგ­ნებს სხვე­ბი მი­წე­რენ. ცი­ხე­ში რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი, ეტყო­ბა "ნად­ზი­რა­ტე­ლი" მი­წერ­და წიგნს. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და და ვერ და­ი­ვი­წყეს, ეგაო, ქურ­დი იყოო…

- პრო­ფე­სო­რი ბრძან­დე­ბით, პი­ე­სებს, წიგ­ნებს წერთ და ნუთუ თა­ვი­დან­ვე არ შე­გეძ­ლოთ ასე და­გე­წყოთ ცხოვ­რე­ბა?

- რო­გორ აგიხ­სნა… მა­შინ მხო­ლოდ ორი გზა იყო - ქუჩა და კომ­კავ­ში­რი. თქვე­ნი თა­ო­ბის­თვის ეს ძნე­ლი გა­სა­გე­ბია და თა­ნაც, დიდ­ხანს სა­სა­უბ­როც. მოკ­ლედ კი იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ რო­დე­საც 14-15 წლის ვი­ყა­ვი, სხვა გზას ვერ ვხე­დავ­დი. შე­იძ­ლე­ბა სხვა­გან ეს კომ­კავ­ში­რი ნორ­მა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ჩვენ­თან ყვე­ლა მა­ი­მუ­ნი და ჩამ­შვე­ბი კომ­კავ­შირ­ში შე­დი­ო­და მა­შინ კომ­კავ­ში­რე­ლი თუ არ იყა­ვი, ათწლედს ვერ და­ამ­თავ­რებ­დი და არც უმაღ­ლეს­ში მი­გი­ღებ­დნენ. ანუ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი მონა. ამას კი მი­ჯობ­და, ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''

რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''

ჟურნალ ''რეიტინგის'' საინტერესო არქივიდან ამჯერად ჯაბა იოსელიანთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

ახლა უკვე ჩემთვის დაუვიწყარ შემთხვევად იქცა ბატონი ჯაბა იოსელიანი, რადგან ეს საინტერესო და პოპულარული კაცი ჩვენს გვერით აღარ არის. ოთხი თვის შემდეგ, 10 ივნისს, 77 წელი შეუსრულდებოდა. არადა, საოცარი შემართებით იქცეოდა. მართლაც ჭაბუკურად გამოიყურებოდა. 2001 წლის 10 ივნისს, როდესაც 75 წელი შეუსრულდა და მარჯანიშვილის თეატრში უამრავი ახლობელი მიიწვია ამ თარიღის აღსანიშნავად გამართულ საიუბილეო საღამოზე. ბოლოს ახალი წლის დადგომამდე ვინახულე. რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ხალისიანად მესაუბრა. ჩვენი მრავალწლიანი შეხვედრების, ურთიერთობის და დღეს უკვე მისი არყოფნის გამო გთავაზობთ 28 დეკემბერს ბატონ ჯაბა იოსელიანთან შეხვედრის ჩანაწერს, ოდნავი შემოკლებით.

- ბატონო ჯაბა, რატომ გახდით ქურდი-მეთქი, რომ გკითხოთ, ხომ არ განაწყენდებით?

- აღარ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვთქვა ამის შესახებ… რატომ და, დრო იყო ასეთი. იცი, შევარდნაძე თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთ კამპანიაში ტრიალებდა, სადაც ქურდები იყვნენ. იყო ერთი ''ჩარლიკა'', იმასთან ''შესტიორკობდა''. სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მაგათ შეეფარა. მერე ის ჯგუფი დაიჭირეს, შევარდნაძეს კი კომკავშირში შეგდებით უშველეს. აქედან დაიწყო და გახდა ცეკას მდივანი. მეც რომ კომკავშირში შევსულიყავი და ამ გზით მევლო, ცეკას მდივანიც გავხდებოდი და ეს ოხერი მამაძაღლებიც ვერაფერს წამომაძახებდნენ, მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ვერ წარმომედგინა კომკავშირელობა - იქაური ტყუილი, დაბეზღება, ამნაირი ოხრობა არ იყო ჩემს ბუნებაში.

- პირველად როდის დაგაპატიმრეს?

- ''რადიოპრიომნიკი'' მოვიპარე ერთი ოჯახიდან. მაშინ 15 წლის ბიჭი ვიყავი. ჰოდა, დამიჭირეს. ამის დავიწყება, დამეთანხმებით, შეუძლებელია. ხუთი წელი მომისაჯეს. ორი წლის შემდეგ გაქცევა მოვახერხე. მერე მეორედ დამაპატიმრეს, მაგრამ ისევ გავიქეცი. 18 წლის ვიყავი მაშინ. ამ გაქცევის მერე რუსეთში წავედი.

- ვინ დაგასახელათ ქურდად? ნათლია ვინ იყო?

- არავინ. ამას შენ თვითონ ამბობ, შენ თვითონ უნდა განაცხადო. ის ხალხიც, ვისთანაც პურს ჭამ და შენს ცხოვრებას ხედავს, ამას იღებს და, თუ რამე პრეტენზია არა აქვთ, ხარ ქურდი. ეს მერე დაიწყეს შეკრება და პასპორტების დარიგება… შემდეგ კი დავინახე, რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეიძლება. კარგად ვიცნობდი ჩემს თავს, ვიცოდი რა შემეძლო, საკმაოდ ნაკითხი ვიყავი და 5 წელიწადში ავქაჩე, გავაკეთე საკანდიდატო და სადოქტორო. ეს უკვე სხვა დრო იყო - ბრეჟნევის პერიოდი, სუნთქვა შეიძლებოდა. ისე, შოთა კვირაიამ რომ დამიჭირა, ყველა მხრიდან უნდოდათ ჩემი გასვრა და დაკნინება. დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა. მერე თქვეს, რომ წიგნებს სხვები მიწერენ. ციხეში რომ მარტო ვიყავი, ეტყობა ''ნადზირატელი'' მიწერდა წიგნს. ნახევარი საუკუნე გავიდა და ვერ დაივიწყეს, ეგაო, ქურდი იყოო…

- პროფესორი ბრძანდებით, პიესებს, წიგნებს წერთ და ნუთუ თავიდანვე არ შეგეძლოთ ასე დაგეწყოთ ცხოვრება?

- როგორ აგიხსნა… მაშინ მხოლოდ ორი გზა იყო - ქუჩა და კომკავშირი. თქვენი თაობისთვის ეს ძნელი გასაგებია და თანაც, დიდხანს სასაუბროც. მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც 14-15 წლის ვიყავი, სხვა გზას ვერ ვხედავდი. შეიძლება სხვაგან ეს კომკავშირი ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთან ყველა მაიმუნი და ჩამშვები კომკავშირში შედიოდა მაშინ კომკავშირელი თუ არ იყავი, ათწლედს ვერ დაამთავრებდი და არც უმაღლესში მიგიღებდნენ. ანუ უნდა ყოფილიყავი მონა. ამას კი მიჯობდა, ჩემი თავის პატრონი თვითონ ვყოფილიყავი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია