სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია ბიუჯეტის ახალ პროექტს მოსახლეობასთან ერთად შეადგენს
თბილისის მერია ბიუჯეტის ახალ პროექტს მოსახლეობასთან ერთად შეადგენს

თბი­ლი­სის მე­რია ბი­უ­ჯე­ტის ახალ პრო­ექტს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ორ თვე­ზე მე­ტია თბი­ლი­სე­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­ბი­უ­ჯე­ტო ეპო­პე­ას, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. უგ­რე­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა დღე­ის­თვის და­ნიშ­ნა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა, მე­რი­ამ ყვე­ლა ძალა მო­იკ­რი­ბა, იმუ­შა­ვა, რათა წა­რედ­გი­ნა ისე­თი ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ე­წო­ნე­ბო­და, "მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო სრუ­ლი­ად ფუჭი შრო­მა".

მი­სი­ვე თქმით, თუ პირ­ველ ჯერ­ზე მათ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბამ შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხით მი­ა­წო­და, გუ­შინ­წინ სა­ღა­მოს მე­რი­ამ მი­ი­ღო 10 სხვა­დას­ხვა წე­რი­ლი.

"მათ თა­ვიც არ შე­ი­წუ­ხეს, რომ გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი შე­ნიშ­ვნე­ბი და ყვე­ლა კო­მი­სი­ამ და ფრაქ­ცი­ამ ცალ-ცალ­კე თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და. მე მაქვს ისე­თი შეგ­რძნე­ბა, რომ მათ მხო­ლოდ შეკ­რე­ბა იცი­ან მა­თე­მა­ტი­კა­ში და გა­მოკ­ლე­ბა არა, ვი­ნა­ი­დან, თუ სა­დღაც არ გა­მო­ვაკ­ლებ­დით, ისე რო­გორ და­ვა­მა­ტებ­დით სხვა მუხ­ლებ­ში. მათ რომ არ ჰქო­ნო­დათ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეგ­დოთ კვლავ ბი­უ­ჯე­ტი, შე­ვე­ცა­დეთ მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა ის თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც მათ სჭირ­დე­ბო­დათ და 143 მი­ლი­ო­ნი­დან ვნა­ხეთ რა, რომ იქ გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თან­და­თა­ნო­ბით ეს ჯერ 83 მი­ლი­ო­ნამ­დე, ხოლო შემ­დეგ ვი­ნა­ი­დან გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბი გარ­და­მა­ვა­ლი იყო, მო­ვი­ძი­ეთ თან­ხე­ბი და ის საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ნუს­ხა ამოვ­წი­ეთ, რო­მე­ლიც თბი­ლისს გა­აჩ­ნია წლებ­ზე გათ­ვლი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სე­ლებ­მა გუ­შინ ნა­ხეს, რომ "გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბა, თუ რა­ტომ შევ­ძე­ლით ჩვენ ბი­უ­ჯეტ­ში ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა". "დიახ, ჩვენ შევ­ძე­ლით, იმი­ტომ, რომ გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ამის შე­დე­გად ცხა­დი გახ­და, რომ ისი­ნი ბი­უ­ჯეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ვი­თარ სხვა გო­ნივ­რულ მოქ­მე­დე­ბას არ აპი­რე­ბენ, მის დამ­ტკი­ცე­ბას არ აპი­რე­ბენ",-გა­ნა­ცხა­და უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი თქმით, მე­რია გა­და­დის მუ­შა­ო­ბის სხვა რე­ჟიზ­მე. "ჩვენ ვხე­დავთ, რომ მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს აღა­რა­ვი­თა­რი აზრი აღარ აქვს. ცხად­ზე უცხა­დე­სია, რომ თვით საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე არის პა­ი­კი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ და­ვე­თათ­ბი­როთ ხალ­ხს და შე­ვად­გი­ნოთ კი­დევ უფრო უკე­თე­სი ბი­უ­ჯე­ტი, ვიდ­რე ეს იყო მა­ნამ­დე. მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა ბი­უ­ჯე­ტი იყო მზარ­დი, უფრო უკე­თე­სი და უკე­თე­სი. ახლა, რო­დე­საც და­ვე­თათ­ბი­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს, შე­ვალთ ყვე­ლა უბან­ში, იმე­დი მაქვს, რომ უფრო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­კრეფთ და შევ­ძლებთ, რომ კი­დევ უფრო უკე­თე­სი შე­ვად­გი­ნოთ, თუმ­ცა არ ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იგი მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­დავდ ამი­სა, ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რი უნდა იყოს ხალ­ხთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი",-აღ­ნიშ­ნა მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

რო­გორც სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, მო­სახ­ლე­ო­ბასთნ შეხ­ვედ­რე­ბი დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა. თა­ვად 3 დღით მივ­ლი­ნე­ბა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­ი­და­ნაც კვი­რას დაბ­რუნ­დე­ბა და უკვე ორ­შა­ბა­თი­დან ისიც ჩა­ერ­თვე­ბა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი მე­ო­რედ არ და­ამ­ტკი­ცა. საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ღე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა 17-მა დე­პუ­ტატ­მა, წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და 22 დე­პუ­ტა­ტი. სა­კი­თხის მი­ღე­ბი­სათ­ვის ქვო­რუ­მი შე­ად­გენ­და 24-ს. სულ კენ­ჭისყრა­ში საკ­რე­ბუ­ლოს 39 დე­პუ­ტა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

თბილისის მერია ბიუჯეტის ახალ პროექტს მოსახლეობასთან ერთად შეადგენს

თბილისის მერია ბიუჯეტის ახალ პროექტს მოსახლეობასთან ერთად შეადგენს

თბილისის მერია ბიუჯეტის ახალ პროექტს მოსახლეობასთან ერთად შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ორ თვეზე მეტია თბილისელები აკვირდებიან საბიუჯეტო ეპოპეას, რომელიც საკრებულოში მიმდინარეობს. უგრეხელიძის განცხადებით, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა დღეისთვის დანიშნა საკრებულოს სხდომა, მერიამ ყველა ძალა მოიკრიბა, იმუშავა, რათა წარედგინა ისეთი ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს უმრავლესობას მოეწონებოდა, "მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სრულიად ფუჭი შრომა".

მისივე თქმით, თუ პირველ ჯერზე მათ საკრებულოს უმრავლესობამ შენიშვნები გაერთიანებული სახით მიაწოდა, გუშინწინ საღამოს მერიამ მიიღო 10 სხვადასხვა წერილი.

"მათ თავიც არ შეიწუხეს, რომ გაეერთიანებინათ თავიანთი შენიშვნები და ყველა კომისიამ და ფრაქციამ ცალ-ცალკე თავისი სურვილები მოგვაწოდა. მე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ მათ მხოლოდ შეკრება იციან მათემატიკაში და გამოკლება არა, ვინაიდან, თუ სადღაც არ გამოვაკლებდით, ისე როგორ დავამატებდით სხვა მუხლებში. მათ რომ არ ჰქონოდათ საფუძველი ჩაეგდოთ კვლავ ბიუჯეტი, შევეცადეთ მოგვეძიებინა ის თანხები, რომელიც მათ სჭირდებოდათ და 143 მილიონიდან ვნახეთ რა, რომ იქ გარკვეული თემების გადაფარვა შეიძლებოდა, ჩამოვიყვანეთ თანდათანობით ეს ჯერ 83 მილიონამდე, ხოლო შემდეგ ვინაიდან გარკვეული თემები გარდამავალი იყო, მოვიძიეთ თანხები და ის საპრივატიზაციო ნუსხა ამოვწიეთ, რომელიც თბილისს გააჩნია წლებზე გათვლილი", - განაცხადა გუშინ სევდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, თბილისელებმა გუშინ ნახეს, რომ "გაბრაზებული ბრძანდებოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობა, თუ რატომ შევძელით ჩვენ ბიუჯეტში ყველაფრის გათვალისწინება". "დიახ, ჩვენ შევძელით, იმიტომ, რომ გვყავს პროფესიონალები. ამის შედეგად ცხადი გახდა, რომ ისინი ბიუჯეტთან მიმართებაში არავითარ სხვა გონივრულ მოქმედებას არ აპირებენ, მის დამტკიცებას არ აპირებენ",-განაცხადა უგრეხელიძემ.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, მერია გადადის მუშაობის სხვა რეჟიზმე. "ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან კონსულტაციებს აღარავითარი აზრი აღარ აქვს. ცხადზე უცხადესია, რომ თვით საკრებულოს თავმჯდომარე არის პაიკი ცენტრალური ხელისუფლების ხელში. ჩვენ გადავწყვიტეთ დავეთათბიროთ ხალხს და შევადგინოთ კიდევ უფრო უკეთესი ბიუჯეტი, ვიდრე ეს იყო მანამდე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ყველა ბიუჯეტი იყო მზარდი, უფრო უკეთესი და უკეთესი. ახლა, როდესაც დავეთათბირებით მოქალაქეებს, შევალთ ყველა უბანში, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ავკრეფთ და შევძლებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი შევადგინოთ, თუმცა არ ვართ დარწმუნებული, რომ იგი მიღებული იქნება. მიუხედავდ ამისა, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს ხალხთან შეთანხმებული ბიუჯეტი",-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც სევდია უგრეხელიძემ განმარტა, მოსახლეობასთნ შეხვედრები დღეიდან დაიწყება. თავად 3 დღით მივლინებაში მიემგზავრება, საიდანაც კვირას დაბრუნდება და უკვე ორშაბათიდან ისიც ჩაერთვება.

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორედ არ დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 17-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 22 დეპუტატი. საკითხის მიღებისათვის ქვორუმი შეადგენდა 24-ს. სულ კენჭისყრაში საკრებულოს 39 დეპუტატი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა