ვინ­მე უნ­და მოკვ­დეს, რა­მე რომ ვი­ღო­ნოთ?

ვინ­მე უნ­და მოკვ­დეს, რა­მე რომ ვი­ღო­ნოთ?

უკ­ვე გა­დაწყ­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2015 წლის მარ­ტი­დან და­იწყე­ბა. რო­გორც ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვარ­წ­მუ­ნე­ბენ, ეს ცვლი­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მძი­მე ტვირ­თად არ და­აწ­ვე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მაც ისა­უბ­რა და თქვა, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში 50 ლარ­ზე მე­ტი არ იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ექ­ს­პერტ შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძის აზ­რით, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი და სა­შუ­რი საქ­მეა:

- აუცი­ლებ­ლად ვინ­მე უნ­და მოკ­ვ­დეს, რომ რა­ღაც ვი­ღო­ნოთ? ჩვენს გზებ­ზე სწო­რედ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა შექ­მ­ნი­ლი: სა­კუ­თა­რი თვა­ლით მი­ნა­ხავს არა­ერ­თი მან­ქა­ნა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ფა­რე­ბით, რო­მე­ლიც გაბ­რ­მა­ვებს და სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ას გიქ­მ­ნის, მი­ნა­ხავს მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ჩემ თვალ­წინ გაც­ვე­თი­ლი სა­ბუ­რა­ვი აუფეთ­ქ­და, მი­ნა­ხავს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვერ­დუ­ლად მი­დი­ან, მძღო­ლე­ბი ასეთ მან­ქა­ნა­ზე ამ­ბო­ბენ - "ცენ­ტ­რი აქვს და­კარ­გუ­ლი­ო". ასე­ვე მი­ნა­ხავს მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უზარ­მა­ზა­რი შა­ვი ბო­ლი გა­მოს­დის და მათ უკან აღა­რა­ფე­რი ჩანს, მინახავს გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­ზე, ან ტრაქ­ტორ­ზე შემ­ს­კ­და­რი მან­ქა­ნა იმის გა­მო, რომ მას მა­შუ­ქე­ბი არ ჰქონ­და წეს­რიგ­ში. ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, ამი­ტომ, აჯო­ბებს აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ავა­რი­ებ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბამ. ეს მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ბრა­ლია.

- ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ ერ­თი ეჭ­ვი გაჩ­ნ­და: ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა ძვე­ლი, კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის აღ­დ­გე­ნას?

- ბო­ლო წლებ­ში ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს, თუ რამ­დე­ნად უკე­თე­სია კო­რუფ­ცი­ის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. მე მა­გა­ლი­თად, ჩემს სა­ახ­ლობ­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბას ქრთა­მის ხარ­ჯ­ზე მო­ინ­დო­მებს. ასეთ­მა ცხოვ­რე­ბამ მიჩ­ვე­ვა იცის, ამი­ტომ, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საზღ­ვარ­გა­რეთ გა­დი­ან, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ე­ლებს უკ­ვე ქრთამს აღარ აძ­ლე­ვენ, აღარც სა­ბა­ჟო­ებ­ზე იხ­დი­ან. ისი­ნი მზად არი­ან გა­და­ი­ხა­დონ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, მაგ­რამ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში აღარ შე­დი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან. ამი­ტომ, ამ­გ­ვა­რი ეჭ­ვი უსა­ფუძ­ვ­ლოდ მი­მაჩ­ნია.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმე­ტე­სო­ბას ძვე­ლი მან­ქა­ნა ჰყავს…

- ძვე­ლი მან­ქა­ნა ვი­საც ჰყავს, არა­ვინ სთხოვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო-5-ის სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე ჰქონ­დეს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ევ­რო­კავ­ში­რიც არ მო­ითხოვს ისეთ სტან­დარ­ტებს, რო­მელ­საც ჩვენ მა­ინც ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევრ შე­ღა­ვათს გვი­წევს. მა­გა­ლი­თად: ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, 1986 წელს დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვ­ში ცო-ს შემ­ც­ვე­ლო­ბა 4,5%-ს არ უნ­და აჭარ­ბებ­დეს, რაც მი­სა­ღე­ბი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ნუ­თუ ძნე­ლია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი მის­მა მფლო­ბელ­მა ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ შე­ა­მოწ­მოს? ხო­ლო შემ­დეგ - მხო­ლოდ 2 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­უ­ტა­როს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა? სა­ქარ­თ­ვე­ლო მი­ერ­თე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის მი­ერ არის მი­ღე­ბუ­ლი და ეს მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბი მა­ინც უნ­და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი ისაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ უნ­და შე­მოჰ­ყავ­დეთ მო­მაკ­ვ­და­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით მე­რე აქ ჰა­ე­რი იწამ­ლე­ბა - აი, რა­ზე უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა. ჩვე­ნი ავ­ტო­პარ­კის 80 პრო­ცენ­ტი და უფ­რო მე­ტიც, ოც წელ­ზე მე­ტი ხნი­საა. სა­ქარ­თ­ვე­ლო აღარ უნ­და იყოს რე­სურ­სა­მო­წუ­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­საფ­ლაო იმი­ტომ, რომ ყვე­ლა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­ვის სი­ცოცხ­ლეს აქ ას­რუ­ლებს. ეს ეტა­პი ბევ­რ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­ა­რა, მათ შო­რის პო­ლო­ნეთ­მა და ჩვენც, რო­გორ­ღაც ეს მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე უნ­და გა­ვარ­ღ­ვი­ოთ.

ცნობისთვის

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მკაც­რი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა

იაპო­ნი­ა­ში ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ახა­ლი მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­დან 3 და შემ­დეგ, 2 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. იაპო­ნი­ა­ში მან­ქა­ნებს 100 პა­რა­მეტ­რით ამოწ­მე­ბენ, ზოგ­ჯერ კი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას მთლი­ა­ნად შლი­ან ავ­ტო­მო­ბილს. სა­შუ­ა­ლოდ, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 1500 დო­ლა­რი ჯდე­ბა, ხო­ლო თუ მან­ქა­ნა 5 წელ­ზე ძვე­ლია, ფა­სი იზ­რ­დე­ბა. ამი­ტო­მაც იაპო­ნე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, მა­ნამ­დე გა­ყი­დონ ახა­ლი მან­ქა­ნა, სა­ნამ მას ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­უ­წევს.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია