პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სელექციური აბორტის თემა ფულის გასაკეთებლად აგორდა... უნდათ, სქესის დადგენა აკრძალონ"
"სელექციური აბორტის თემა ფულის გასაკეთებლად აგორდა... უნდათ, სქესის დადგენა აკრძალონ"

ცოტა ხნის წინ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­ვა­ლა­ლო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა: 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტე­ბის შე­დე­გად, 1151-ით ნაკ­ლე­ბი გოგო და­ი­ბა­და. თემა ნამ­დვი­ლად მო­ი­თხოვს კომ­პე­ტენ­ცი­უ­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გან­ხილ­ვას.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობს ცნო­ბი­ლი ექიმ-ექოს­კო­პის­ტი ლადო კა­ხა­ძე:

- ვინც ამ­ბობს, რომ 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტის შე­დე­გად, 1151-ით ნაკ­ლე­ბი გოგო და­ი­ბა­და, მი­თხრას, რო­დის და სად და­დას­ტურ­და სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტის ფაქ­ტი? მი­ვი­და ქალი და უთხრა, რომ ნა­ყო­ფი გო­გოა და აბორ­ტი გა­მი­კე­თე­თო? ექოს­კო­პი­ით არ შე­იძ­ლე­ბა სქე­სის დად­გე­ნა იმ ასა­კის ნა­ყო­ფის­თვის, რა ასაკ­შიც დაშ­ვე­ბუ­ლია აბორ­ტის გა­კე­თე­ბა.

იმ უხე­ი­როს, ვინც ამ საქ­მეს ან­გა­რე­ბით აკე­თებს, მარ­ჯვე­ნაც უნდა გა­უხ­მეს და ამ საქ­მე­ში აღე­ბუ­ლი ფუ­ლიც არ­მად უნდა შე­ერ­გოს! რო­გორც ჩანს, ეს თემა ვი­ღა­ცამ ახლა იმის­თვის აა­გო­რა, რომ მერე კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღონ. უნ­დათ, რომ აიკ­რძა­ლოს ექი­მის მიერ სქე­სის დად­გე­ნა და მერე ამ აკ­რძალ­ვი­სას კი­დევ მეტი ფული გა­ა­კე­თონ.

- რა ასა­კის ნა­ყო­ფის­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სქე­სის დად­გე­ნა?

- 12 კვი­რამ­დე სქე­სის დად­გე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც ნა­ყოფს 12-კვი­რა­ზე ჯერ კი­დევ სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლი არ აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. სა­თეს­ლე ჯირ­კვლებს ვერ და­ი­ნა­ხავ და შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვა.

- რა­ტომ მი­დის ქალი აბორ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად?

- 35 წე­ლი­წა­დია ვიბ­რძვი და აბორ­ტის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი ვარ. რა სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტი, ეს გვაკ­ლდა კი­დევ? ეს არის გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა, ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ "ტლუ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ.

- მა­ინც რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სქე­სის დად­გე­ნას?

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი, თუ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაა და XXI სა­უ­კუ­ნე­ში ქალი პრე­ზი­დენ­ტიც გახ­და, შტან­გაც ას­წია და კოს­მოს­ში დაფ­რი­ნავს, მა­შინ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნა­ყო­ფის სქე­სის გან­სა­ზღვრას?

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სელექციური აბორტის თემა ფულის გასაკეთებლად აგორდა... უნდათ, სქესის დადგენა აკრძალონ"

"სელექციური აბორტის თემა ფულის გასაკეთებლად აგორდა... უნდათ, სქესის დადგენა აკრძალონ"

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ სავალალო ინფორმაცია გაავრცელა: 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. თემა ნამდვილად მოითხოვს კომპეტენციური და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ განხილვას.

საინტერესოა, რას ფიქრობს ცნობილი ექიმ-ექოსკოპისტი ლადო კახაძე:

- ვინც ამბობს, რომ 2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტის შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა, მითხრას, როდის და სად დადასტურდა სელექციური აბორტის ფაქტი? მივიდა ქალი და უთხრა, რომ ნაყოფი გოგოა და აბორტი გამიკეთეთო? ექოსკოპიით არ შეიძლება სქესის დადგენა იმ ასაკის ნაყოფისთვის, რა ასაკშიც დაშვებულია აბორტის გაკეთება.

იმ უხეიროს, ვინც ამ საქმეს ანგარებით აკეთებს, მარჯვენაც უნდა გაუხმეს და ამ საქმეში აღებული ფულიც არმად უნდა შეერგოს! როგორც ჩანს, ეს თემა ვიღაცამ ახლა იმისთვის ააგორა, რომ მერე კანონი შემოიღონ. უნდათ, რომ აიკრძალოს ექიმის მიერ სქესის დადგენა და მერე ამ აკრძალვისას კიდევ მეტი ფული გააკეთონ.

- რა ასაკის ნაყოფისთვის არის შესაძლებელი სქესის დადგენა?

- 12 კვირამდე სქესის დადგენა არ შეიძლება, რადგანაც ნაყოფს 12-კვირაზე ჯერ კიდევ სათესლე ჯირკვალი არ აქვს ჩამოყალიბებული. სათესლე ჯირკვლებს ვერ დაინახავ და შეცდომა შეიძლება დაუშვა.

- რატომ მიდის ქალი აბორტის გასაკეთებლად?

- 35 წელიწადია ვიბრძვი და აბორტის დაუძინებელი მტერი ვარ. რა სელექციური აბორტი, ეს გვაკლდა კიდევ? ეს არის გაუნათლებლობა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ "ტლუ" საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

- მაინც რა მნიშვნელობა აქვს სქესის დადგენას?

- ნამდვილად არ ვიცი, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ გენდერული თანასწორობაა და XXI საუკუნეში ქალი პრეზიდენტიც გახდა, შტანგაც ასწია და კოსმოსში დაფრინავს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ნაყოფის სქესის განსაზღვრას?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია