სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პა­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან.

ამის შე­სა­ხებ ილ­ჰამ ალი­ევ­მა ბა­ქო­ში, ზა­გულ­ბას სა­სახ­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ერ­თმა­ნეთს მხარს ვუ­ჭერთ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია; უხე­შად ირ­ღვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი",-გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი.

"ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სათ­ვის.

ასე­ვე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა გვაქვს ორ­მხრი­ვი ინ­ვეს­ტი­რე­ბის სფე­რო­ში და უფრო დე­ტა­ლუ­რად ვსწავ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ალს. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კომ­პა­ნი­ებს უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვთ ინ­ვეს­ტი­რე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ენერ­გე­ტი­კის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში.

რა თქმა უნდა, დღეს ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ის ორ­მხრი­ვი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ენერ­გი­ის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­სა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბას­თან.

ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ის­ტო­რია გვაქვს და ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო გაზ­სა­დე­ნე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ენერ­გე­ტი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

რო­გორც იცით, გა­სულ დე­კემ­ბერს ბა­ქო­ში ხელი მო­ე­წე­რა 21-ე სა­უ­კუ­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც უდი­დე­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ენერ­გოპ­რო­ექ­ტია ევ­რო­პის მას­შტა­ბით. ამ პრო­ექ­ტში 45 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ისე­ვე რო­გორც სხვა პარტნი­ო­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, აქ­ტი­უ­რად ჩა­ებ­მე­ბი­ან ამ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორ­მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტრან­სპორ­ტის სფე­რო და ამ დარ­გშიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც აერ­თი­ა­ნებს და აკავ­ში­რებს რო­გორც რე­გი­ონს, ისე კონ­ტი­ნენ­ტებს.

"ამას გარ­და, გან­ვი­ხი­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ში, ხალ­ხთა შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბი.

ძალ­ზე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ხვალ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რე­გი­ო­ნებს ეწ­ვე­ვა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებს შეხ­ვდე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ მეც შევ­ხვდი მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი კავ­ში­რის გან­მტკი­ცე­ბის­თვის, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქარ­თვე­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ჩვე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და, რა თქმა უნდა, მათი ცხოვ­რე­ბა, მათი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცხოვ­რობ­დნენ მშვი­დო­ბი­ა­ნად და მე­გობ­რუ­ლად.

დღეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არის ურ­თი­ერ­თო­ბა ძმებს შო­რის, მე­გობ­რებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი ამას კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში. იმე­დი მაქვს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა",-დას­ძი­ნა ალი­ევ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები არიან.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია; უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები",-განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

"ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისათვის.

ასევე, შესანიშნავი შესაძლებელობა გვაქვს ორმხრივი ინვესტირების სფეროში და უფრო დეტალურად ვსწავლობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ინვესტირება ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირებისა და წარმოების სფეროებში.

რა თქმა უნდა, დღეს ასევე განვიხილეთ ის ორმხრივი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია გვაქვს და ნავთობისა და გაზის მთავარი საექსპორტო გაზსადენები აზერბაიჯანიდან სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იყო და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები ენერგეტიკის დივერსიფიცირების თვალსაზრისით.

როგორც იცით, გასულ დეკემბერს ბაქოში ხელი მოეწერა 21-ე საუკუნის ხელშეკრულებას, რომელიც უდიდესი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტია ევროპის მასშტაბით. ამ პროექტში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო და აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები და მეგობრები, აქტიურად ჩაებმებიან ამ ისტორიული პროექტის განხორციელების საქმეში", - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ორმხრივ თანამშრომლობაში ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო და ამ დარგშიც მნიშვნელოვანი პროექტები არსებობს, რომლებიც აერთიანებს და აკავშირებს როგორც რეგიონს, ისე კონტინენტებს.

"ამას გარდა, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ჰუმანიტარულ სფეროში, ხალხთა შორის კონტაქტები.

ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანის რეგიონებს ეწვევა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.

რამდენიმე წლის წინათ მეც შევხვდი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ასეთი შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირის განმტკიცებისთვის, რადგან აზერბაიჯანის ქართველობა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილია და, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება, მათი აქტივობები უმნიშვნელოვანესია ორმხრივ ურთიერთობაში.

მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები მუდმივად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.

დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებს შორის, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ყოფნა თქვენთვის სასიამოვნო იქნება",-დასძინა ალიევმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა