რომანი ყოველთვის ლამაზი ფინალით არ სრულდება და ქალებს გულს ხშირად სტკენენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თანამედროვე ცხოვრებაში სიყვარულმა ფორმა იცვალა.
ფსიქოლოგების თქმით, წყვილები 5 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ფიქრდებიან, ნამდვილად სერიოზულია თუ არა ურთიერთობა. თუ თქვენც ისევე იქცევით, როგორც ქვემოთ წარმოდგენილ ჩამონავალშია ასახული, ძალიან გაგიმართლათ. Monarch Airlines-მა 2000 წყვილი გამოკითხა და დაინტერესდა, როგორ ურთიერთობას თვლიან ადამიანები სერიოზულად. ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ გაიგოთ, დროს ტყუილად ხომ არ ფლანგავთ. შედეგი ასეთია:
1. გაცნობთ მშობლებს
2. ცვლით სახლის გასაღებებს
3. შვებულებას ერთად გეგმავთ
4. მომავლის გეგმებს ერთად ადგენთ
5. ოჯახში გამართულ წვეულებებზე ყოველთვის სტუმრების სიაში ხართ
6. ხშირად გეუბნებათ, რომ უყვარხართ
7. ერთმანეთს არაფერს უმალავთ
8. უფლებას აძლევთ, თქვენს გვერდით იყოს, როდესაც ავად ხართ
9. მსჯელობთ, მომავალში რამდენი შვილი გეყოლებათ
10. ერთმანეთს ხელფასის ოდენობას არ უმალავთ
11. "ფეისბუქში" ცვლით სტატუსს, რომ "ურთიერთობაში ხართ"
12. იცით ერთმანეთის პაროლები
13. მეგობრების საიდუმლოებებზე საუბრობთ
14. სამსახურში ერთმანეთს ურეკავთ და საუბრობთ
15. არ გეშინიათ, პაემანზე უმაკიაჟოდ წახვიდეთ
16. არ ხვდებით ადამიანებს, რომელიც მას არ მოსწონს
17. "ფეისბუქში" ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავთ
18. ყოველთვის უგზავნით დილით და ღამით მესიჯებს, სადაც ტკბილ სიზმრებს, ან ბედნიერ სამუშაო დღეს უსურებთ
19. უმხელთ, მასთან შეხვედრამდე რამდენი პარტნიორი გყავდათ
20. "ფეისბუქში" მისი მეგობრები მეგობრებში გამატებენ
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.