მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''
 რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''

"ჯეო-ბა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დათო გე­ლა­ძე, იგი­ვე ჩელე, "ჯი­დი­ე­სის" დი­ლის ეთერ­ში მუ­შა­ობს, წლე­ბის წინ "რუს­თა­ვი 2"-ში დი­ლის გა­და­ცე­მა­ში მუ­შა­ობ­და. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი თე­ატრს ჯერ­ჯე­რო­ბით ჩა­მო­შორ­და, მაგ­რამ იმედს არ კარ­გავს, რომ თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს.

- ბოლო დროს, სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბო­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.

- მახ­სოვს, "ჯეო-ბა­რის" დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თა­ვი­დან­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ჩა­ერ­თე აქ­ტი­უ­რად.

- სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. არც ვა­პი­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, სწავ­ლის­თვის თავი არ და­მი­ნე­ბე­ბია. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არას­დროს დავ­მდგარ­ვარ. ახლა, რად­გან "ჯი­დი­ეს­ში" ვარ, თე­ატრს ცოტა ჩა­მოვ­შორ­დი, მაგ­რამ ამით არ მინ­და, ვთქვა, რომ თე­ატრს თავი და­ვა­ნე­ბე. დად­გე­ბა დრო და თე­ატ­რშიც ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ჩავ­ჯდე­ბი.

- "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთერ­ში ნატო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად გქონ­და ჩარ­თვე­ბი. მახ­სოვს, ამ­ბობ­დნენ, რომ ნატო ჩარ­თვებ­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და.

- ნატო ძა­ლი­ან ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და და მე ძი­რი­თა­დად ჩუ­მად ვი­ყა­ვი. ნატო ნი­ჟა­რა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. თქვენ არ იცით, მას რამ­დე­ნი ისე­თი რამ გა­უ­კე­თე­ბია, რაც მგო­ნე­ბია, რომ არ გა­მო­ვი­დო­და. ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და და არ მინ­დო­და, ეთერ­ში ჭი­და­ო­ბა გა­მო­სუ­ლი­ყო და ვჩუმ­დე­ბო­დი. ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გჩაგ­რავ­სო. ვმე­გობ­რობ­დით და ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. ახ­ლაც ვმე­გობ­რობთ.

- "ჯი­დი­ეს­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- დი­ლის ეთე­რის წამ­ყვა­ნებ­ზე კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და. და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ვი­ცით, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­დი და კას­ტინგს ხომ არ გა­ივ­ლიო. მა­შინ ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი თე­ატ­რში ჩარ­თუ­ლი. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ვუ­საქ­მუ­რობ­დი. ჩემი დას­ვე­ნე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. კას­ტინ­გო­ბა­ნა­ში დიდი დრო გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ, სხვა­თა შო­რის, ამან კარ­გი შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო, ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი. "ჯი­დი­ე­სი" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტე­ლე­ვი­ზი­აა, რად­გან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მუ­შა­ობს და აქ დიდი მუხ­ტია.

- ღია ეთერ­ში გქო­ნია გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი?

- ღია ეთერ­ში "ჩე­პე­ე­ბის" მეტი რა არის. სულ გგო­ნია, რომ ბომბზე ზი­ხარ, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. ჩვე­ნი ეთე­რი კი­დევ იმი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ბევ­რი გა­თა­მა­შე­ბაა და მინ­და ხოლ­მე, რომ სულ მო­ვა­გე­ბი­ნო. ახლა ამიკ­რძა­ლეს ასე მოქ­ცე­ვა, რად­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე მიხ­ვდა, რომ მათ მხა­რეს ვარ და რომ რე­კა­ვენ, პირ­და­პირ ჩემ­თან იწყე­ბენ ლა­პა­რაკს.

- ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­გიბ­რაზ­და?

- არა, ბერა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლია. ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ერე­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''

 რატომ დაშორდა ჩელე მეუღლეს - ''დიეტაზე ვარ...''

''ჯეო-ბარის'' გამარჯვებული დათო გელაძე, იგივე ჩელე, ''ჯიდიესის'' დილის ეთერში მუშაობს, წლების წინ ''რუსთავი 2''-ში დილის გადაცემაში მუშაობდა. პროფესიით მსახიობი თეატრს ჯერჯერობით ჩამოშორდა, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ თავის საყვარელ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

- ბოლო დროს, სამწუხაროდ, მსახიობობას ვეღარ ვახერხებ.

- მახსოვს, ''ჯეო-ბარის'' დამთავრების შემდეგ თავიდანვე ჟურნალისტიკაში ჩაერთე აქტიურად.

- სრულიად შემთხვევით მოვხვდი ჟურნალისტიკაში. არც ვაპირებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, სწავლისთვის თავი არ დამინებებია. ჟურნალისტობასა და მსახიობობას შორის არჩევანის წინაშე არასდროს დავმდგარვარ. ახლა, რადგან ''ჯიდიესში'' ვარ, თეატრს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ამით არ მინდა, ვთქვა, რომ თეატრს თავი დავანებე. დადგება დრო და თეატრშიც ჩვეულებრივ რეჟიმში ჩავჯდები.

- ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში ნატო ნიჟარაძესთან ერთად გქონდა ჩართვები. მახსოვს, ამბობდნენ, რომ ნატო ჩართვებზე ბევრს ლაპარაკობდა.

- ნატო ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ნატო ნიჟარაძე ძალიან კარგი ადამიანია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თქვენ არ იცით, მას რამდენი ისეთი რამ გაუკეთებია, რაც მგონებია, რომ არ გამოვიდოდა. ბევრს ლაპარაკობდა და არ მინდოდა, ეთერში ჭიდაობა გამოსულიყო და ვჩუმდებოდი. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, გჩაგრავსო. ვმეგობრობდით და ოჯახებით ძალიან ახლოს ვიყავით. ახლაც ვმეგობრობთ.

- ''ჯიდიესში'' როგორ აღმოჩნდი?

- დილის ეთერის წამყვანებზე კასტინგი ჩატარდა. დამირეკეს და მითხრეს, ვიცით, რომ ტელევიზიაში მუშაობდი და კასტინგს ხომ არ გაივლიო. მაშინ ნაკლებად ვიყავი თეატრში ჩართული. თავიდან მეგონა, რომ ვისვენებდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ვუსაქმურობდი. ჩემი დასვენება დიდხანს გაგრძელდა. კასტინგობანაში დიდი დრო გავატარეთ, მაგრამ, სხვათა შორის, ამან კარგი შედეგიც გამოიღო, ჩატარდა ტრენინგები. ''ჯიდიესი'' ძალიან საინტერესო ტელევიზიაა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს და აქ დიდი მუხტია.

- ღია ეთერში გქონია გაუთვალისწინებელი შემთხვევები?

- ღია ეთერში ''ჩეპეების'' მეტი რა არის. სულ გგონია, რომ ბომბზე ზიხარ, მაგრამ სერიოზული არაფერი მახსენდება. ჩვენი ეთერი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ ბევრი გათამაშებაა და მინდა ხოლმე, რომ სულ მოვაგებინო. ახლა ამიკრძალეს ასე მოქცევა, რადგან მაყურებელი უკვე მიხვდა, რომ მათ მხარეს ვარ და რომ რეკავენ, პირდაპირ ჩემთან იწყებენ ლაპარაკს.

- ბერა ივანიშვილი გაგიბრაზდა?

- არა, ბერა მხოლოდ ტელევიზიის მფლობელია. ჩვენს საქმიანობაში არ ერევა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება