217 მომხრე და 3 წინააღმდეგი. ასე დასრულდა გუშინ, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველის ასარჩევად გამართული მორიგი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა რეაბილიტაციის მმართველად მხოლოდ ერთი კანდიდატურის PKF ჯგუფის დანიშვნა. სასამართლომ არ დაუშვა სს "თიბისი ბანკის" მიერ ახალი კანდიდატურის ირაკლი გიორგობიანის რეაბილიტაციის მმართველად განხილვა, ვინაიდან მისი განხილვა არ შედიოდა პირველი კრების დღის წესრიგში. კრებაზე კენჭისყრის შედეგებს სასამართლო 14 თებერვალს გამოაცხადებს.
"თიბისი ბანკი", "კოკა-კოლა" და კომპანია "ჯი თი ვი" - არმენ ამბარცუმოვის წარმომადგენლობით-ეს იმ 3 მოწინააღმდეგის ჩამონათვალია, რომლებმაც გუშინ გამართულ სხდომაზე გუდვილის მმართველად საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PKF-ს მხარი არ დაუჭირა.
"თიბისი ბანკის" მიერ "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად PKF ჯგუფის მხარდაჭერა არ მოხდა. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით: "თიბისი ბანკი" უკმაყოფილოა "გუდვილის" დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების ისეთი გადანაწილებით, როგორც ეს PKF ჯგუფმა თავის პრეზენტაციაში წარადგინა".
თემურ ჭყონიას წარმომადგენლის განცხადებით: "მათ ჭირდებათ დიქტატორი "გუდვილში" და არა რეაბილიტაციის მმართველი", - ამიტომ მხარს არ უჭერენ PKF-ს.
არმენ ამბარცუმოვმა კი "თიბისი ბანკის" პოზიციას დაუჭირა მხარი.
"გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველად აუდიტორული კომპანია PKF ჯგუფის დანიშვნას დამსწრე 220 კრედიტორიდან 217-მა დაუჭირა მხარი.
R