პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს
გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს

გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მელ ლაშა ქი­რი­ას კის­რის არე­ში დანა ჩა­არ­ტყეს. შემ­თხვე­ვა 8 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, რეს­ტო­რან "მზი­ურ­ში" მოხ­და. პო­ლი­ცი­ე­ლი ნას­ვა­მი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­საშ­ვე­ლებ­ლად მი­ვი­და და ის ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ გაშ­ვე­ლე­ბის დროს დაჭ­რა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენტზე გო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას და მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 18 წლის ნი­კო­ლოზ გ. მე­ო­რე დღეს, 9 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს და აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. მას 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

პრო­კუ­რორ ია მე­ფა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დანა ყურ­თან ახ­ლო­საა ჩარ­ტყმუ­ლი, რა­მაც შე­საძ­ლოა, სმე­ნის და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვი­ოს და ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულს შე­საძ­ლოა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლის ახალ­გაზ­რდა ინ­ცი­დენ­ტის მო­მენ­ტში, გი­რა­ოს, 3000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, პრო­კუ­რო­რის თქმით, გი­რა­ოს თან­ხა ჯერ გა­დახ­დი­ლი არ ჰქონ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს

გორის რესტორანში პოლიციელს დანა კისერში ჩაარტყეს

გორის შს სამმართველოს თანამშრომელ ლაშა ქირიას კისრის არეში დანა ჩაარტყეს. შემთხვევა 8 თებერვალს, ღამით, რესტორან "მზიურში" მოხდა. პოლიციელი ნასვამი ახალგაზრდების გასაშველებლად მივიდა და ის ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გაშველების დროს დაჭრა.

აღნიშნულ ინციდენტზე გორის პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ ძალადობას და მუქარას გულისხმობს. ეჭვმიტანილი 18 წლის ნიკოლოზ გ. მეორე დღეს, 9 თებერვალს დააკავეს და აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, დანა ყურთან ახლოსაა ჩარტყმული, რამაც შესაძლოა, სმენის დაკარგვა გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. პროკურორის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ინციდენტის მომენტში, გირაოს, 3000 ლარის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. თუმცა, პროკურორის თქმით, გირაოს თანხა ჯერ გადახდილი არ ჰქონდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ