სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"
"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"

რო­გორც წესი, ყო­ვე­ლი წლის იან­ვარ­ში აჩი ფურ­ცე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­დის. მი­ზე­ზი დე­დის და­ბა­დე­ბის დღეა, 27 იან­ვარს, დე­დას კი სი­ურპრი­ზის გა­რე­შე ვერ და­ტო­ვებს. შარ­შან აჩი თბი­ლისს შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ცოლი გახ­და. წელს კი მარ­ტო ჩა­მო­ვი­და და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იყო, რომ ყო­ფილ ცოლ­თან, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძესთან, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბამ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭო­რე­ბი გა­მო­იწ­ვია. თბი­ლის­ში ძი­რი­თად დროს მას­თან ერ­თად ატა­რებს. თა­მუ­ნაც ცდი­ლობს, ყო­ფილ ქმარს სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­ა­რი არ მო­აკ­ლოს და ერთ-ერთ კლუბ­ში სა­ღა­მოც გა­უ­მარ­თა. აჩის სა­ღა­მო­ზე "უკბი­ლოდ" სიმ­ღე­რამ მო­უ­წია. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ამ­ჯე­რად კბი­ლე­ბიც ყო­ფი­ლა, ახა­ლი კბი­ლე­ბი ჩა­ის­ვა და მოს­კოვ­ში "ჰო­ლი­ვუ­დის ღი­მი­ლით" დაბ­რუნ­და. იქ უკვე დიდი გეგ­მე­ბი აქვს. მარ­თა­ლია, ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი ჯგუფ "ნი პარა"-ს სო­ლის­ტო­ბა არ გა­მო­უ­ვი­და, სა­მა­გი­ე­როდ, ახლა სო­ლო­ალ­ბომ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას.

- უკბი­ლო ბე­ბე­რი­ვით გა­მო­მი­ვი­და ყოფ­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან არ მემ­ჩნე­ო­და. რა­ღაც მინ­დო­და შე­მეც­ვა­ლა. სცე­ნა მო­ი­თხოვს, რომ ფორ­მა­ში იყო. არ მიყ­ვარს, როცა რა­ღა­ცას იკე­თე­ბენ და ამას მა­ლა­ვენ. ყვე­ლას გახ­სოვთ ალ­ბათ, რო­გო­რი ცხვი­რი მქონ­და, მჭირ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, გა­ვი­კე­თე და მგო­ნი, ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს და­ვემ­სგავ­სე. პრობ­ლე­მუ­რი კბი­ლე­ბი არ მქონ­და, მაგ­რამ მინ­დო­და, უფრო თეთ­რი და სხვა ფორ­მის მქო­ნო­და. არის რა­ღაც პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ას­წო­რო და ვას­წო­რებ. ცოტა დის­კომ­ფორ­ტია, მაგ­რამ არა უშავს. რო­გორც იტყვი­ან, სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს.

ჩემი აქ ყოფ­ნის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზე­ზი კი, კბი­ლე­ბის გარ­და, რა თქმა უნდა, დე­და­ჩე­მია. შარ­შან გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ვუ­ხა­დე, წელს კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ისურ­ვა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. სახ­ლში, მის სა­მე­გობ­რო წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ფულს ვჩუქ­ნი ხოლ­მე, რომ თა­ვი­სი სურ­ვი­ლით რამე იყი­დოს. ბევ­რი რამ შე­ი­ძი­ნა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, მეც უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა მას რა­ღაც უხა­რია.

- აჩი, შარ­შან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი, წელს რა­ტომ ხარ მარ­ტო?

- შარ­შან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახლა მე­უღ­ლე გახ­და და მოს­კოვ­ში დარ­ჩა. პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამი­ტომ. დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო და თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჰქონ­და. მო­მა­ვალ­ში ჯვრის­წე­რა გვაქვს და­გეგ­მი­ლი. ხელი იქ უკვე მო­ვა­წე­რეთ, მაგ­რამ ქორ­წი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლის­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- ამ­ჯე­რად შენ­მა თბი­ლის­ში ყოფ­ნამ შენ­სა და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე­ზე ბევ­რი ჭორი გა­ავ­რცე­ლა, ამ­ბო­ბენ, სულ ერ­თად არი­ა­ნო...…

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ­დე­ნა­დაც მივ­ხვდი, გა­უკ­ვირ­და ჩემი და თა­მუ­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა. თან ჩემი თა­მუ­ნა­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი არა, თა­მუ­ნა­სი უკ­ვირთ, მაგ­რამ რა­ტომ, ვერ გა­ვარ­კვიე. მას 10 წე­ლია ვიც­ნობ, აქე­დან ერთი წელი ერ­თად ვი­ყა­ვით. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ჩემი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ჩემი მე­გო­ბა­რია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"

"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"

როგორც წესი, ყოველი წლის იანვარში აჩი ფურცელაძე თბილისში რამდენიმე დღით ჩამოდის. მიზეზი დედის დაბადების დღეა, 27 იანვარს, დედას კი სიურპრიზის გარეშე ვერ დატოვებს. შარშან აჩი თბილისს შეყვარებულთან ერთად ესტუმრა, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა. წელს კი მარტო ჩამოვიდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ყოფილ ცოლთან, თამუნა მუსერიძესთან, ახლო ურთიერთობამ დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოებაში ჭორები გამოიწვია. თბილისში ძირითად დროს მასთან ერთად ატარებს. თამუნაც ცდილობს, ყოფილ ქმარს საქართველოში პიარი არ მოაკლოს და ერთ-ერთ კლუბში საღამოც გაუმართა. აჩის საღამოზე "უკბილოდ" სიმღერამ მოუწია. თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ამჯერად კბილებიც ყოფილა, ახალი კბილები ჩაისვა და მოსკოვში "ჰოლივუდის ღიმილით" დაბრუნდა. იქ უკვე დიდი გეგმები აქვს. მართალია, ცნობილი რუსული ჯგუფ "ნი პარა"-ს სოლისტობა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, ახლა სოლოალბომზე იწყებს მუშაობას.

- უკბილო ბებერივით გამომივიდა ყოფნა, მაგრამ ძალიან არ მემჩნეოდა. რაღაც მინდოდა შემეცვალა. სცენა მოითხოვს, რომ ფორმაში იყო. არ მიყვარს, როცა რაღაცას იკეთებენ და ამას მალავენ. ყველას გახსოვთ ალბათ, როგორი ცხვირი მქონდა, მჭირდებოდა ოპერაცია, გავიკეთე და მგონი, ნორმალურ ადამიანს დავემსგავსე. პრობლემური კბილები არ მქონდა, მაგრამ მინდოდა, უფრო თეთრი და სხვა ფორმის მქონოდა. არის რაღაც პათოლოგიები, რაც შეიძლება გამოასწორო და ვასწორებ. ცოტა დისკომფორტია, მაგრამ არა უშავს. როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ჩემი აქ ყოფნის უპირველესი მიზეზი კი, კბილების გარდა, რა თქმა უნდა, დედაჩემია. შარშან გრანდიოზული დაბადების დღე გადავუხადე, წელს კი კატეგორიულად არ ისურვა ასეთი რაღაცები. სახლში, მის სამეგობრო წრეში აღვნიშნეთ. ფულს ვჩუქნი ხოლმე, რომ თავისი სურვილით რამე იყიდოს. ბევრი რამ შეიძინა და ძალიან ბედნიერია, მეც უფრო ბედნიერი ვარ, როცა მას რაღაც უხარია.

- აჩი, შარშან შეყვარებულთან ერთად იყავი ჩამოსული, წელს რატომ ხარ მარტო?

- შარშან შეყვარებულთან ერთად ვიყავი ჩამოსული, შეყვარებული ახლა მეუღლე გახდა და მოსკოვში დარჩა. პრობლემები ჰქონდა, იქ უნდა ყოფილიყო და ამიტომ. დროის ფაქტორი იყო და თავისი საქმეები გასაკეთებელი ჰქონდა. მომავალში ჯვრისწერა გვაქვს დაგეგმილი. ხელი იქ უკვე მოვაწერეთ, მაგრამ ქორწილი აუცილებლად თბილისთან უნდა იყოს დაკავშირებული.

- ამჯერად შენმა თბილისში ყოფნამ შენსა და თამუნა მუსერიძეზე ბევრი ჭორი გაავრცელა, ამბობენ, სულ ერთად არიანო...…

- საზოგადოებას, რამდენადაც მივხვდი, გაუკვირდა ჩემი და თამუნას ურთიერთობა. თან ჩემი თამუნასადმი დამოკიდებულება კი არა, თამუნასი უკვირთ, მაგრამ რატომ, ვერ გავარკვიე. მას 10 წელია ვიცნობ, აქედან ერთი წელი ერთად ვიყავით. ყველა ვარიანტში ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილია, ძალიან მიყვარს და ჩემი მეგობარია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება