კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სპეციალისტის საგანგაშო დასკვნა - საფრთხე უკაბელო ინტერნეტისგან
ქართველი სპეციალისტის საგანგაშო დასკვნა - საფრთხე უკაბელო ინტერნეტისგან

და­სავ­ლეთ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი კა­მა­თო­ბენ - სა­ში­შია თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტო­რის გა­მოს­ხი­ვე­ბა. კა­ნა­და­ში ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ა­ტა­რეს. კერ­ძოდ, ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნებ­მა ბა­ლი­შის ქვეშ ამო­დე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბით და­ი­ძი­ნეს, რომ­ლებ­შიც "ვაი-ფაი" იყო ჩარ­თუ­ლი. მე­ო­რე დღეს მათ ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და თავი სტკი­ო­დათ. ასე­ვე, კა­ნა­და­ში­ვე იმ ოთახ­ში, სა­დაც უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტო­რი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, 6 ყვა­ვი­ლი მო­ა­თავ­სეს, 6 კი - ჩვე­უ­ლებ­რივ ოთახ­ში. 12 დღის შემ­დეგ ადაპ­ტო­რი­ან ოთახ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი გა­ყა­ვის­ფრდნენ და და­ჭკნენ, ჩვე­უ­ლებ­რივ ოთახ­ში მო­თავ­სე­ბულ­მა მცე­ნა­რე­ებ­მა კი გა­ი­ხა­რეს. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებთ - არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, იწ­ვევს თუ არა უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტო­რი რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბებს. ამ სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

გი­ორ­გი კო­ბა­უ­რი (რე­ზო­ნან­სუ­ლი ენერ­გი­ე­ბის კვლე­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი):

- უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტორს მა­ღა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა აქვს, რომ­ლის სახ­ლშიც და­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ელექტრო­ნუ­ლი ველი, რო­მელ­საც ადაპ­ტო­რი გა­მო­ას­ხი­ვებს, ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე გა­ნი­მუხ­ტე­ბა, შლის სის­ხლის პლაზ­მას, თა­ვის და ზურ­გის ტვი­ნის უჯრედს. ამი­ტო­მაც მომ­რავ­ლდა ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში.

- თუმ­ცა ფი­ზი­კო­სე­ბი არ და­გე­თან­ხმე­ბი­ან…

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კო­სე­ბი არ არი­ან მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე უფრო სა­ში­შია უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტო­რი. ტე­ლე­ფო­ნი მხო­ლოდ "მიმ­ღე­ბია", ადაპ­ტო­რი კი "გა­დამ­ცე­მი". ინ­ტერ­ნე­ტის ადაპ­ტორს არ აქვს ავ­ტო­მა­ტუ­რი გამ­თი­შა­ვი, გვძი­ნავს, თუ გვღ­ვი­ძავს ის მუდ­მი­ვად ას­ხი­ვებს. გა­სა­გე­ბია, რომ უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი ვერ აიკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ ის კორ­პუ­სის გა­რეთ მა­ინც უნდა და­ა­მონ­ტა­ჟონ და არა კორ­პუს­ში.

თუმ­ცა გი­ორ­გი კო­ბა­ურს არ ეთან­ხმე­ბა ფი­კი­ზო­სი მე­რაბ ჯიბ­ლა­ძე:

"გა­მოს­ხი­ვე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სიხ­ში­რე­ზე, თუ სიხ­ში­რე გე­გა­ჰერ­ცე­ბი არ არის, რო­გორც ეს მო­ბი­ლუ­რის შემ­თხვე­ვა­შია, მა­შინ უსაფრ­თხოა. როცა გა­მოს­ხი­ვე­ბა იზო­მე­ბა გე­გა­ჰერ­ცე­ბით, ის რე­ზო­ნან­სუ­ლად აღ­წევს უჯრედ­ში და უჯრე­დე­ბი კვდე­ბა. ამას­თან, ეს არ­ღვევს გე­ნე­ბის მო­ლე­კუ­ლებს და გარ­და­იქ­მნე­ბა კი­ბოს უჯრე­დე­ბად. შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ მო­ბი­ლუ­რე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბის გამო მომ­რავ­ლდა ტვი­ნის კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბი, ამის გარ­და, გე­გა­ჰერ­ცე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი იწ­ვევს სმე­ნის და მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ვიცი, რომ ადაპ­ტო­რის გა­მოს­ხი­ვე­ბა გე­გა­ჰერ­ცე­ბით კი არა, მე­გა­ჰერ­ცე­ბით იზო­მე­ბა და ნამ­დვი­ლად არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი სპეციალისტის საგანგაშო დასკვნა - საფრთხე უკაბელო ინტერნეტისგან

ქართველი სპეციალისტის საგანგაშო დასკვნა - საფრთხე უკაბელო ინტერნეტისგან

დასავლეთში მეცნიერები კამათობენ - საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის უკაბელო ინტერნეტის ადაპტორის გამოსხივება. კანადაში ექსპერიმენტიც ჩაატარეს. კერძოდ, ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებმა ბალიშის ქვეშ ამოდებული ტელეფონებით დაიძინეს, რომლებშიც "ვაი-ფაი" იყო ჩართული. მეორე დღეს მათ ყურადღების კონცენტრაცია დაქვეითებული ჰქონდათ და თავი სტკიოდათ. ასევე, კანადაშივე იმ ოთახში, სადაც უკაბელო ინტერნეტის ადაპტორი იყო მოთავსებული, 6 ყვავილი მოათავსეს, 6 კი - ჩვეულებრივ ოთახში. 12 დღის შემდეგ ადაპტორიან ოთახში მოთავსებული ყვავილები გაყავისფრდნენ და დაჭკნენ, ჩვეულებრივ ოთახში მოთავსებულმა მცენარეებმა კი გაიხარეს. თუმცა ვიმეორებთ - არ არის ოფიციალურად დადასტურებული, იწვევს თუ არა უკაბელო ინტერნეტის ადაპტორი რაიმე დაავადებებს. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა საქართველოშიც.

გიორგი კობაური (რეზონანსული ენერგიების კვლევის სპეციალისტი):

- უკაბელო ინტერნეტის ადაპტორს მაღალი გამოსხივება აქვს, რომლის სახლშიც დაყენება დაუშვებელია. ელექტრონული ველი, რომელსაც ადაპტორი გამოასხივებს, ადამიანის სხეულზე განიმუხტება, შლის სისხლის პლაზმას, თავის და ზურგის ტვინის უჯრედს. ამიტომაც მომრავლდა ლეიკემიით დაავადება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ბავშვებში.

- თუმცა ფიზიკოსები არ დაგეთანხმებიან…

- სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ფიზიკოსები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. მობილურ ტელეფონზე უფრო საშიშია უკაბელო ინტერნეტის ადაპტორი. ტელეფონი მხოლოდ "მიმღებია", ადაპტორი კი "გადამცემი". ინტერნეტის ადაპტორს არ აქვს ავტომატური გამთიშავი, გვძინავს, თუ გვღვიძავს ის მუდმივად ასხივებს. გასაგებია, რომ უკაბელო ინტერნეტი ვერ აიკრძალება, მაგრამ ის კორპუსის გარეთ მაინც უნდა დაამონტაჟონ და არა კორპუსში.

თუმცა გიორგი კობაურს არ ეთანხმება ფიკიზოსი მერაბ ჯიბლაძე:

"გამოსხივება დამოკიდებულია სიხშირეზე, თუ სიხშირე გეგაჰერცები არ არის, როგორც ეს მობილურის შემთხვევაშია, მაშინ უსაფრთხოა. როცა გამოსხივება იზომება გეგაჰერცებით, ის რეზონანსულად აღწევს უჯრედში და უჯრედები კვდება. ამასთან, ეს არღვევს გენების მოლეკულებს და გარდაიქმნება კიბოს უჯრედებად. შეიძლება, სწორედ მობილურების გამოსხივების გამო მომრავლდა ტვინის კიბოს შემთხვევები, ამის გარდა, გეგაჰერცების გამოსხივების მქონე მოწყობილობები იწვევს სმენის და მხედველობის დაქვეითებას. ვიცი, რომ ადაპტორის გამოსხივება გეგაჰერცებით კი არა, მეგაჰერცებით იზომება და ნამდვილად არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია