პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"
ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"

რე­ჟი­სორ­მა ნიკა ხო­მა­სუ­რი­ძემ, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლე­სის კი­ნოს­კო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, თა­ვი­სი სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ გაგ­ვიმ­ხი­ლა: 2014 წელს ბევ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს, თუმ­ცა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" და "ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლია", რის­თვი­საც აქ­ტი­უ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს.

ახლა კი სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა:

- რო­დე­საც 7 წლის წინ, პირ­ვე­ლად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩა­ვე­დი, სა­ნამ კი­ნოს­კო­ლა­ში სწავ­ლას შე­ვუდ­გე­ბო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, რამ­დე­ნი­მე კი­ნოს­კო­ლა მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა და და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­საც და­ვეს­წა­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის ბან­კეტ­ზეც მოვ­ხვდი, რო­მე­ლიც "ჰო­ლი­ვუ­დის" ცენ­ტრში, იმ დარ­ბა­ზის სი­ახ­ლო­ვეს არის, სა­დაც "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე. მერე გა­რეთ გა­მო­ვე­დი, ვარ­სკვლა­ვე­ბის "დი­დე­ბის ხე­ივ­ნის" სი­ახ­ლო­ვეს აღ­მოვ­ჩნდი. ძა­ლი­ან მომ­წონს მსა­ხი­ო­ბი შარ­ლიზ ტე­რო­ნი და მისი ვარ­სკვლა­ვის ნახ­ვა მინ­დო­და. ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან ვი­დე­ქი და ჩემ წინ, მი­წა­ზე გა­ფან­ტულ ათა­სო­ბით ვარ­სკვლავს გავ­ცქე­რო­დი (ძა­ლი­ან ბევ­რია და თუ ზუს­ტად არ იცი, რო­მე­ლი სად არის, შე­იძ­ლე­ბა, ვერც იპო­ვო). ის იყო გულ­გა­ტე­ხი­ლი უკან შებ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი და უეც­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შარ­ლიზ ტე­რო­ნის ვარ­სკვლავ­თან ვი­დე­ქი. მა­გა­რი მო­მენ­ტი იყო და მა­შინ­ვე ფოტო გა­და­ვი­ღე...

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცოტა ხნის წი­ნაც (2013 წელი) ვი­ყა­ვი. იქ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში ვი­თა­ნამ­შრომ­ლო და მათ­თან შეხ­ვედ­რა მქონ­და. ამას­თან, პრე­მი­ე­რებ­საც ვეს­წრე­ბო­დი. ერთ-ერთ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ფარ­თი­ზეც მოვ­ხვდი, სა­დაც 1000 კაცი მა­ინც იყო თავ­მოყ­რი­ლი. "რუზ­ველ­ტის სას­ტუმ­რო­ში" რომ შე­ვე­დი, ყა­ზა­ხი მე­გო­ბა­რი შემ­ხვდა, ისიც იქ იყო ჩა­მო­სუ­ლი და მას­თან სა­უ­ბა­რი გა­ვა­ბი. მერე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ხომ იცი, შარ­ლიზ ტე­რო­ნიც აქ არი­სო. აი, სულ ახ­ლოს, დარ­ბაზ­ში დგა­სო. რომ გავ­ხე­დე, ზურ­გით იდგა და ვერ ვი­ცა­ნი. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - მოდი, წინ წა­ვი­წი­ო­თო. ბევ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მოგ­ვიხ­და, წინ რა­ღაც სკა­მე­ბი იდგა... რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, დავ­რწმუნ­დი, რომ მარ­თლაც შარ­ლი­ზი იყო. იმ დროს რო­ბინ ჯო­ნამ, ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა და­მი­ნა­ხა, რო­მე­ლიც ჩემს სა­ოც­ნე­ბო მსა­ხი­ობს ელა­პა­რა­კე­ბო­და: ნი­კო­ლოზ მოდი, ნახე, ვინ უნდა გაგცნო? - ეს შარ­ლიზ ტე­რო­ნია, ეს კი ნი­კო­ლო­ზი, ჩემი მე­გო­ბა­რიო, - თქვა პრო­დი­უ­სერ­მა. - გა­მარ­ჯო­ბა ნი­კო­ლოზ, მე შარ­ლი­ზი მქვია, სა­სი­ა­მოვ­ნოა შენი გაც­ნო­ბა, - მი­თხრა მან. მეც თბი­ლად მი­ვე­სალ­მე. იქ მისი პარტნი­ო­რი პრო­დი­უ­სე­რი ქა­ლიც იყო... იმ წუ­თებ­ში სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოც­ნე­ბა 7 წლის შემ­დეგ ამიხ­და და მივ­ხვდი, რომ ოც­ნე­ბა, რომ­ლის ახ­დე­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მე­გო­ნა,მი­უღ­წე­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა. რო­დე­საც რა­ღა­ცას ჩა­ი­ფიქ­რებ და მის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებ, სიძ­ნე­ლე­ებს არ და­ნებ­დე­ბი და შე­უ­შინ­დე­ბი, ყო­ველ­თვის მი­აღ­წევ და ახ­დე­ბა...

მოკ­ლედ, ახლა არის რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის იმის­თვის, რომ შარ­ლი­ზი მათ­ში ჩა­ერ­თოს. მოკ­ლედ, ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ კარგ სა­ფე­ხურ­ზე ვართ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც მი­დი­ხარ გზა­ზე და ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, რომ ამ გზის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ში და­გარ­წმუ­ნებს და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც გა­გიძ­ლი­ე­რებს, რა თქმა უნდა, კარ­გია! ისე, ერ­თიც არის, თუ სწო­რი გზით მი­დი­ხარ, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მეტ­წი­ლად მა­შინ ხდე­ბა... ნე­ბის­მი­ე­რი ცნო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბის რჩე­ვას ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი: რო­დე­საც "დიდ­გორს", ჩემს სტუ­დენ­ტურ ფილ­მს ვი­ღებ­დით, იქ ერთ-ერთ ქარ­თველს, ნიკა საყ­ვა­რე­ლი­ძეს შევ­ხვდი. ფილ­მი რომ გა­და­ვი­ღეთ, მან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, რეს­ტო­რან­ში დაგვპა­ტი­ჟა, რო­მე­ლიც "ჰო­ლი­ვუ­დის" თავ­ზეა (იქი­დან ლოს-ან­ჯე­ლე­სის საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი ხედი იშ­ლე­ბა). იმ ადა­მი­ანს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს გავ­ლი­ლი და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია. მან ასე­თი რამ მი­თხრა: გი­ყუ­რებ და ვხე­დავ, რომ სწო­რი გზით მი­დი­ხარ. და­ჟი­ნე­ბუ­ლად ის­წრა­ფი წინ, რაც იშ­ვი­ა­თია. ამი­ტომ, ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, "არა­სო­დეს და­ნებ­დე" და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ. და­ი­მახ­სოვ­რე, შენ­ზე რაც არ უნდა თქვან, ცხოვ­რე­ბა­ში ეს ფრა­ზა სულ გახ­სოვ­დეს! ოც­ნე­ბა, რო­გო­რიც უნდა იყოს, თუ მის­კენ არ და­ი­ძა­რი, არა­ფე­რი გა­მო­ვა. მას­თან მხო­ლოდ მოძ­რა­ო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა და­გა­ახ­ლო­ვებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"

ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"

რეჟისორმა ნიკა ხომასურიძემ, რომელიც ლოს-ანჯელესის კინოსკოლის კურსდამთავრებულია, თავისი საინტერესო გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ გაგვიმხილა: 2014 წელს ბევრი პროექტის განხორციელებას აპირებს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი მაინც "ჯინსების თაობა" და "ექვთიმე თაყაიშვილია", რისთვისაც აქტიურად და მიზანმიმართულად მუშაობს.

ახლა კი სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის თავისი ცხოვრებიდან ამბებს გვიყვება:

- როდესაც 7 წლის წინ, პირველად ლოს-ანჯელესში ჩავედი, სანამ კინოსკოლაში სწავლას შევუდგებოდი, გადავწყვიტე, რამდენიმე კინოსკოლა მომენახულებინა და დამეთვალიერებინა. იმ პერიოდში ერთ-ერთ პრესკონფერენციასაც დავესწარი, მოგვიანებით კი იმ ღონისძიების ბანკეტზეც მოვხვდი, რომელიც "ჰოლივუდის" ცენტრში, იმ დარბაზის სიახლოვეს არის, სადაც "ოსკარების" დაჯილდოება მიმდინარეობს ხოლმე. მერე გარეთ გამოვედი, ვარსკვლავების "დიდების ხეივნის" სიახლოვეს აღმოვჩნდი. ძალიან მომწონს მსახიობი შარლიზ ტერონი და მისი ვარსკვლავის ნახვა მინდოდა. ცენტრალურ შესასვლელთან ვიდექი და ჩემ წინ, მიწაზე გაფანტულ ათასობით ვარსკვლავს გავცქეროდი (ძალიან ბევრია და თუ ზუსტად არ იცი, რომელი სად არის, შეიძლება, ვერც იპოვო). ის იყო გულგატეხილი უკან შებრუნებას ვაპირებდი და უეცრად აღმოვაჩინე, რომ შარლიზ ტერონის ვარსკვლავთან ვიდექი. მაგარი მომენტი იყო და მაშინვე ფოტო გადავიღე...

ლოს-ანჯელესში ცოტა ხნის წინაც (2013 წელი) ვიყავი. იქ რამდენიმე ადამიანია, ვისთანაც შეიძლება, მომავალში ვითანამშრომლო და მათთან შეხვედრა მქონდა. ამასთან, პრემიერებსაც ვესწრებოდი. ერთ-ერთ პრემიერის შემდეგ ფართიზეც მოვხვდი, სადაც 1000 კაცი მაინც იყო თავმოყრილი. "რუზველტის სასტუმროში" რომ შევედი, ყაზახი მეგობარი შემხვდა, ისიც იქ იყო ჩამოსული და მასთან საუბარი გავაბი. მერე მეგობარმა მითხრა, ხომ იცი, შარლიზ ტერონიც აქ არისო. აი, სულ ახლოს, დარბაზში დგასო. რომ გავხედე, ზურგით იდგა და ვერ ვიცანი. მეგობარმა მითხრა, - მოდი, წინ წავიწიოთო. ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, წინ რაღაც სკამები იდგა... რომ მივუახლოვდით, დავრწმუნდი, რომ მართლაც შარლიზი იყო. იმ დროს რობინ ჯონამ, ჩემმა პროდიუსერმა დამინახა, რომელიც ჩემს საოცნებო მსახიობს ელაპარაკებოდა: ნიკოლოზ მოდი, ნახე, ვინ უნდა გაგცნო? - ეს შარლიზ ტერონია, ეს კი ნიკოლოზი, ჩემი მეგობარიო, - თქვა პროდიუსერმა. - გამარჯობა ნიკოლოზ, მე შარლიზი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა, - მითხრა მან. მეც თბილად მივესალმე. იქ მისი პარტნიორი პროდიუსერი ქალიც იყო... იმ წუთებში საოცარი განცდა დამეუფლა... შეიძლება ითქვას, რომ ოცნება 7 წლის შემდეგ ამიხდა და მივხვდი, რომ ოცნება, რომლის ახდენაც წარმოუდგენელი მეგონა,მიუღწეველი არ ყოფილა. როდესაც რაღაცას ჩაიფიქრებ და მისთვის მიზანმიმართულად იმუშავებ, სიძნელეებს არ დანებდები და შეუშინდები, ყოველთვის მიაღწევ და ახდება...

მოკლედ, ახლა არის რაღაც პროექტები და არანაირი პრობლემა არ არის იმისთვის, რომ შარლიზი მათში ჩაერთოს. მოკლედ, ამჟამად საკმაოდ კარგ საფეხურზე ვართ, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც მიდიხარ გზაზე და ისეთი ამბები ხდება, რომ ამ გზის მართებულობაში დაგარწმუნებს და მოტივაციასაც გაგიძლიერებს, რა თქმა უნდა, კარგია! ისე, ერთიც არის, თუ სწორი გზით მიდიხარ, ასეთი რაღაცები მეტწილად მაშინ ხდება... ნებისმიერი ცნობილი და გამოცდილი მსახიობის რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი ეპიზოდი: როდესაც "დიდგორს", ჩემს სტუდენტურ ფილმს ვიღებდით, იქ ერთ-ერთ ქართველს, ნიკა საყვარელიძეს შევხვდი. ფილმი რომ გადავიღეთ, მან ლოს-ანჯელესში, რესტორანში დაგვპატიჟა, რომელიც "ჰოლივუდის" თავზეა (იქიდან ლოს-ანჯელესის საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება). იმ ადამიანს საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი და თავის საქმიანობაში წარმატებულია. მან ასეთი რამ მითხრა: გიყურებ და ვხედავ, რომ სწორი გზით მიდიხარ. დაჟინებულად ისწრაფი წინ, რაც იშვიათია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, "არასოდეს დანებდე" და ყველაფერს მიაღწევ. დაიმახსოვრე, შენზე რაც არ უნდა თქვან, ცხოვრებაში ეს ფრაზა სულ გახსოვდეს! ოცნება, როგორიც უნდა იყოს, თუ მისკენ არ დაიძარი, არაფერი გამოვა. მასთან მხოლოდ მოძრაობა და აქტიურობა დაგაახლოვებს.

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება