პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზეწოლა და მუქარა იარაღის გამოყენებით - რა მეთოდებით აკოტრებდნენ "ნაციონალები" სამშენებლო კომპანიებს
ზეწოლა და მუქარა იარაღის გამოყენებით - რა მეთოდებით აკოტრებდნენ "ნაციონალები" სამშენებლო კომპანიებს

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­კოტ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში , სს "ინჟმ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკო შა­რა­ბი­ძემ და სს "თბილმრეწვმშე­ნის" დი­რექ­ტორ­მა გენო ნი­ჟა­რა­ძემ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს და იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს, რის შე­დე­გა­დაც მათი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­კოტ­რდა.

ნიკო შა­რა­ბი­ძის თქმით, მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია უკვე 50 წე­ლია არ­სე­ბობს, თუმ­ცა დღეს აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ობი­ექ­ტებ­ზე, ამ კომ­პა­ნი­ის აშე­ნე­ბუ­ლია სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ო­ტი", სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხი", ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია და სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მშე­ნებ­ლო­ბა წყალ­ტუ­ბო­ში და­ი­წყო, სა­დაც ჭა­ო­ბი იყო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბა­ნი უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა. კომ­პა­ნი­ამ ობი­ექ­ტი დათ­ქმულ ვა­და­ში ვერ ჩა­ა­ბა­რა, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბა გვი­ან და­ი­წყო, რაც გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სხვა კომ­პა­ნი­ას გა­და­ა­ბა­რეს, მაგ­რამ "ინჟმ­შენს" გა­რან­ტია არ მო­უხ­სნეს და სხვა კომ­პა­ნი­ა­ზე არ გა­და­ი­ტა­ნეს, დე­ფექ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, ახლა პა­სუხს "ინჟმ­შენს" სთხო­ვენ. ამ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი, მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ამ ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი მი­ი­ღო.

ნიკო შა­რა­ბი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ა­ზე ზე­წო­ლა რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. მისი სა­ხე­ლით კი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვით სი­რა­ძე ესა­უბ­რე­ბო­და.

"2010 წელს თნ­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთავ­რო­ბამ – "ნა­ცის­ტებ­მა" და­მა­პა­ტიმ­რეს, 4 თვის შემ­დეგ 1 მი­ლი­ო­ნის თავ­დე­ბო­ბით გა­მო­მიშ­ვეს და 2 მი­ლი­ო­ნი გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. და­პა­ტიმ­რე­ბის მი­ზე­ზი იყო შემ­დე­გი: მო­მიგ­ზავ­ნეს კაცი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ მთავ­რო­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას თხო­უ­ლობ­სო. ეს იყო კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ტო­რი კახა შენ­გე­ლია. კახა შენ­გე­ლი­ას კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს ვუ­შე­ნებ­დით მა­ხ­ა­თას მთა­ზე. 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი თა­ვად გად­მო­მი­რი­ცხა, შე­მე­შინ­და, დავ­წე­რეთ, რომ ვი­თომ მისი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ვას­რუ­ლეთ და მი­ვე­ცით ეს ფული. შემ­დეგ კი და­მა­პა­ტიმ­რეს", - აღ­ნიშ­ნა შა­რა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას და­ა­ვა­ლეს, დი­ღომ­ში თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და 1 მი­ლი­ო­ნის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც თავ­დე­ბო­ბის­თვის და­კის­რე­ბულ მი­ლი­ონ ლარს ჩა­მო­აჭ­რიდ­ნენ.

"ვუ­თხა­რით, რომ ფული არ გვქონ­და. სეს­ხი აგ­ვა­ღე­ბი­ნეს ბან­კში და შე­ნო­ბა რაც შევ­ძე­ლით ავა­შე­ნეთ. მაგ­რამ არ ჩაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მო­ვი­და, რომ უფა­სოდ ავა­შე­ნეთ. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთ ტენ­დერ­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მო­ვი­გეთ, მაგ­რამ ტენ­დე­რი გა­ა­უქ­მეს და ასე­თი ფაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია. სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი გვაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. მათ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დო­დათ. ნე­ბის­მი­ერ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ არ ვა­წყობ­დით ამ ფა­შის­ტებს. ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი მი­ვი­ღეთ. ბან­კის ვა­ლე­ბი გვაქვს, ჩვე­ნი ქო­ნე­ბა სულ წა­ი­ღეს, ოფი­სე­ბი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სახ­ლებ­საც ალ­ბათ წა­ი­ღე­ბენ", - დას­ძი­ნა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

ამას­თან, სს "თბილმრეწვმშე­ნის" დი­რექ­ტო­რის გენო ნი­ჟა­რა­ძის თქმით, მას ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა დროს, მათ შო­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს დახ­მა­რე­ბას და კონ­კრე­ტულ ან­გა­რიშ­ზე თან­ხის გა­და­რი­ცხვას ხში­რად სთხოვ­დნენ.

"ერთხე­ლაც, რო­დე­საც თან­ხის გა­და­რი­ცხვა­ზე უარი ვუ­თხა­რი, კომ­პა­ნი­ა­ში 16 კაცი შე­მო­ვი­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ი­დან. ორ­ჯერ და­მა­ჯა­რი­მეს 230 ათა­სით. ვა­ლებს რომ ვის­ტუმ­რებ­დით, ბან­კე­ბი­დან ვი­ღებ­დით პრო­ცენ­ტი­ან სესხს, ბან­კმა კი ყვე­ლა ქო­ნე­ბა წა­ი­ღო, რაც გაგ­ვაჩ­ნდა. ახლა კომ­პა­ნია ვერც ერთ ტენ­დერ­ში ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ნი­ჟა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კომ­პა­ნი­ებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის ზე­წო­ლა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­კოტ­რე­ბა მა­სობ­რი­ვად ხდე­ბო­და.

მისი თქმით, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ფი­ნან­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში.

რო­გორც შერ­გე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს, რო­დე­საც ერ­თის მხრივ, არის მშე­ნებ­ლო­ბა, თუმ­ცა მის უკან არის და­ძა­ლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კის­რე­ბა, კომ­პა­ნი­ე­ბის გა­კოტ­რე­ბა.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, "ინჟმ­შე­ნი" ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია იყო, თუმ­ცა მრა­ვალ­მხრი­ვი ზე­წო­ლა ამ კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბით დას­რულ­და.

მე­ო­რე კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი, მისი თქმით, მუ­ქა­რე­ბი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც იყო, მათ შო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ, რაც ასე­ვე ამ კომ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­კოტ­რე­ბით დას­რულ­და.

"ეს არის მხო­ლოდ ორი მა­გა­ლი­თი. ასე­თი ათე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა გვაქვს. მათი გა­კოტ­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სხვა საქ­მე­ებ­ზეც ვი­სა­უბ­რებთ", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მი­სი­ვე აზ­რით, ამ საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ ტემ­პებ­ში მოხ­დე­ბა. მარ­ტო ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ხა­ზით ასე­უ­ლო­ბით საქ­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზეწოლა და მუქარა იარაღის გამოყენებით - რა მეთოდებით აკოტრებდნენ "ნაციონალები" სამშენებლო კომპანიებს

ზეწოლა და მუქარა იარაღის გამოყენებით - რა მეთოდებით აკოტრებდნენ "ნაციონალები" სამშენებლო კომპანიებს

სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები წინა ხელისუფლებას გაკოტრებაში ადანაშაულებენ. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში , სს "ინჟმშენის" გენერალურმა დირექტორმა ნიკო შარაბიძემ და სს "თბილმრეწვმშენის" დირექტორმა გენო ნიჟარაძემ მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართეს და იმ ფაქტების შესახებ ისაუბრეს, რის შედეგადაც მათი კომპანიები გაკოტრდა.

ნიკო შარაბიძის თქმით, მისი ორგანიზაცია უკვე 50 წელია არსებობს, თუმცა დღეს აღარ ფუნქციონირებს. კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ობიექტებზე მუშაობდა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, ამ კომპანიის აშენებულია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი", სასტუმრო "მეტეხი", ასევე პრეზიდენტის რეზიდენცია და სხვა ობიექტები.

როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, კომპანიამ რამდენიმე წლის წინ მშენებლობა წყალტუბოში დაიწყო, სადაც ჭაობი იყო და საცხოვრებელი უბანი უნდა აეშენებინა. კომპანიამ ობიექტი დათქმულ ვადაში ვერ ჩააბარა, რადგან მშენებლობა გვიან დაიწყო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიას გადააბარეს, მაგრამ "ინჟმშენს" გარანტია არ მოუხსნეს და სხვა კომპანიაზე არ გადაიტანეს, დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ახლა პასუხს "ინჟმშენს" სთხოვენ. ამ პროექტიდან გამოსვლის შემდეგ კი, მისივე თქმით, კომპანიამ ძალიან დიდი ზარალი მიიღო.

ნიკო შარაბიძის ინფორმაციით, კომპანიაზე ზეწოლა რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრობის შემდეგ დაიწყო. მისი სახელით კი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დავით სირაძე ესაუბრებოდა.

"2010 წელს თნხების გამოძალვის მიზნით "ნაციონალების" მთავრობამ – "ნაცისტებმა" დამაპატიმრეს, 4 თვის შემდეგ 1 მილიონის თავდებობით გამომიშვეს და 2 მილიონი გადამახდევინეს. დაპატიმრების მიზეზი იყო შემდეგი: მომიგზავნეს კაცი, რომელმაც მითხრა, რომ მთავრობა ფულის გათეთრებას თხოულობსო. ეს იყო კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორი კახა შენგელია. კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტს ვუშენებდით მახათას მთაზე. 2 მილიონამდე ლარი თავად გადმომირიცხა, შემეშინდა, დავწერეთ, რომ ვითომ მისი სამუშაოები შევასრულეთ და მივეცით ეს ფული. შემდეგ კი დამაპატიმრეს", - აღნიშნა შარაბიძემ.

მისივე თქმით, მას დაავალეს, დიღომში თბილისის პროკურატურის შენობის მშენებლობა და 1 მილიონის სამუშაოს შესრულება, რის შემდეგაც თავდებობისთვის დაკისრებულ მილიონ ლარს ჩამოაჭრიდნენ.

"ვუთხარით, რომ ფული არ გვქონდა. სესხი აგვაღებინეს ბანკში და შენობა რაც შევძელით ავაშენეთ. მაგრამ არ ჩაგვითვალეს და გამოვიდა, რომ უფასოდ ავაშენეთ. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, მოვიგეთ, მაგრამ ტენდერი გააუქმეს და ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. საჩივარი შეტანილი გვაქვს პროკურატურაში. მათ ჩვენი კომპანიის განადგურება უნდოდათ. ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეგვეძლო, მაგრამ არ ვაწყობდით ამ ფაშისტებს. ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. ბანკის ვალები გვაქვს, ჩვენი ქონება სულ წაიღეს, ოფისები, ტერიტორიები, სახლებსაც ალბათ წაიღებენ", - დასძინა კომპანიის დირექტორმა.

ამასთან, სს "თბილმრეწვმშენის" დირექტორის გენო ნიჟარაძის თქმით, მას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს, მათ შორის არჩევნების დროს დახმარებას და კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ხშირად სთხოვდნენ.

"ერთხელაც, როდესაც თანხის გადარიცხვაზე უარი ვუთხარი, კომპანიაში 16 კაცი შემოვიდა ფინანსური პოლიციიდან. ორჯერ დამაჯარიმეს 230 ათასით. ვალებს რომ ვისტუმრებდით, ბანკებიდან ვიღებდით პროცენტიან სესხს, ბანკმა კი ყველა ქონება წაიღო, რაც გაგვაჩნდა. ახლა კომპანია ვერც ერთ ტენდერში ვერ მონაწილეობს", - განაცხადა ნიჟარაძემ.

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს კომპანიებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა და მიზანმიმართული გაკოტრება მასობრივად ხდებოდა.

მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმეა გადაგზავნილი პროკურატურასა და საფინანსო საგამოძიებო ორგანოში.

როგორც შერგელაშვილი აცხადებს, ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც ერთის მხრივ, არის მშენებლობა, თუმცა მის უკან არის დაძალება, ვალდებულებების დაკისრება, კომპანიების გაკოტრება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, "ინჟმშენი" ერთ-ერთი წარმატებული კომპანია იყო, თუმცა მრავალმხრივი ზეწოლა ამ კომპანიის გაკოტრებით დასრულდა.

მეორე კომპანიის შემთხვევაში კი, მისი თქმით, მუქარები იარაღის გამოყენებითაც იყო, მათ შორის თანამდებობის პირების მიერ, რაც ასევე ამ კომპანიის ფაქტობრივი გაკოტრებით დასრულდა.

"ეს არის მხოლოდ ორი მაგალითი. ასეთი ათეულობით შემთხვევა გვაქვს. მათი გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. უახლოეს დღეებში სხვა საქმეებზეც ვისაუბრებთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე აზრით, ამ საქმეების გამოძიება გაცილებით მაღალ ტემპებში მოხდება. მარტო ჩვენი სამინისტროს ხაზით ასეულობით საქმეზე შეიძლება იყოს საუბარი", - დასძინა მან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა