Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს
ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს

ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ იხე­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა არა­ერ­თხელ მოს­თხო­ვეს, ტა­რაკ­ნე­ბი მო­ეს­პოთ, პა­ტიმ­რებ­მა მწე­რე­ბის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს.

ლი­ვერ­პულ­ში მდე­ბა­რე ცი­ხის ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა, 43 წლის ნეილ ჰა­რი­სონ-სკოტ­მა ბრი­ტა­ნეთ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­ზე­თის Inside Time-ის სა­შუ­ა­ლე­ბით მკი­თხველს ტა­რაკ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

კუ­ლი­ნა­რი­ულ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი პა­ტი­მარს რე­ა­ლი­თი-შოუ "I'm A Celebrity... Get Me Out Of Here!"-მა შთა­ა­გო­ნა.

ჰა­რი­სონ-სკო­ტის თქმით, ცი­ხის ღა­რიბ რა­ცი­ონ­ში მისი საყ­ვა­რე­ლი "სა­დი­ლი" სწო­რედ ტა­რა­კა­ნია. მწე­რე­ბის ხა­ფან­გად იგი ჩიფ­სე­ბის პა­კეტს იყე­ნებს. მა­მა­კა­ცი მას ია­ტაკ­ზე დებს, სი­ნათ­ლეს აქ­რობს და გარ­კვე­უ­ლი დრო ელო­დე­ბა, შემ­დეგ ხუ­რავს პა­კეტს, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ტა­რაკ­ნე­ბი­თაა სავ­სე.

"თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ისი­ნი ჩა­ი­დან­ში ან კონ­სერ­ვის ქი­ლა­ში მო­ხარ­შოთ",- წერს პა­ტი­მა­რი და იქვე დას­ძენს, რომ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ტა­რა­კა­ნე­ბის "ქა­ბა­ბია". მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, ამის­თვის, უნდა ავი­ღოთ თხე­ლი გრძე­ლი ნა­ფო­ტი, მას­ზე ორი-სამი ტა­რა­კა­ნი დავ­სვათ და შო­კო­ლა­დის გამ­დნარ ფი­ლა­ში ამო­ვავ­ლოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ტა­რაკ­ნე­ბი თხი­ლის გე­მოს მი­ი­ღე­ბენ, - ყვე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ჰა­რი­სონ-სკო­ტი.

ლი­ვერ­პუ­ლის ცი­ხე­ში 1 500 პა­ტი­მა­რია. 2003 წელს, ცი­ხის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, ინ­სპექ­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ად­გი­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ამას­თან, პა­ტიმ­რებს ბა­ნა­ო­ბის უფ­ლე­ბა კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთხელ აქვთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს

ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს

ბრიტანეთის ერთ-ერთ იხეში, რომლის ხელმძღვანელობას ინსპექტირების ორგანოებმა არაერთხელ მოსთხოვეს, ტარაკნები მოესპოთ, პატიმრებმა მწერების საკვებად გამოყენება დაიწყეს.

ლივერპულში მდებარე ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა, 43 წლის ნეილ ჰარისონ-სკოტმა ბრიტანეთში მსჯავრდებულების ერთადერთი გაზეთის Inside Time-ის საშუალებით მკითხველს ტარაკნების მომზადების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კულინარიულ ექსპერიმენტები პატიმარს რეალითი-შოუ "I'm A Celebrity... Get Me Out Of Here!"-მა შთააგონა.

ჰარისონ-სკოტის თქმით, ციხის ღარიბ რაციონში მისი საყვარელი "სადილი" სწორედ ტარაკანია. მწერების ხაფანგად იგი ჩიფსების პაკეტს იყენებს. მამაკაცი მას იატაკზე დებს, სინათლეს აქრობს და გარკვეული დრო ელოდება, შემდეგ ხურავს პაკეტს, რომელიც ამ დროისთვის ტარაკნებითაა სავსე.

"თქვენ შეგიძლიათ ისინი ჩაიდანში ან კონსერვის ქილაში მოხარშოთ",- წერს პატიმარი და იქვე დასძენს, რომ ყველაზე გემრიელი ტარაკანების "ქაბაბია". მსჯავრდებულის თქმით, ამისთვის, უნდა ავიღოთ თხელი გრძელი ნაფოტი, მასზე ორი-სამი ტარაკანი დავსვათ და შოკოლადის გამდნარ ფილაში ამოვავლოთ. ამ შემთხვევაში ტარაკნები თხილის გემოს მიიღებენ, - ყვება შთაბეჭდილებებს ჰარისონ-სკოტი.

ლივერპულის ციხეში 1 500 პატიმარია. 2003 წელს, ციხის შემოწმების შემდეგ, ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებულების პირადი ჰიგიენის ადგილები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამასთან, პატიმრებს ბანაობის უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს