შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

შსს-მ ყვარლის გამგებლის მოადგილე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ