პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა
საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბამ დე­და­ქა­ლა­ქის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წუ­ნა. თბი­ლი­სის სა­ფი­ნან­სო სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ილია ათა­ნა­სო­ვის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რით არის გაზ­რდი­ლი და იგი 850 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. ათა­ნა­სოვ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯე­ტი, ძი­რი­თა­დად, არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კლე­ბის ხარ­ჯზე, ანუ პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­დან შე­სუ­ლი თან­ხე­ბით გა­იზ­რდე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბას სხდო­მა­ზე დავა და სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა მოჰ­ყვა.

მე­რი­ის მიერ წარ­დგე­ნილ ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს საკ­რე­ბუ­ლოს სა­ფი­ნან­სო სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა – გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლი იცავ­და, რის გა­მოც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძემ მას უოლ სტრი­ტის ფი­ნან­სუ­რი მგე­ლი, ჰარი გუ­დი­ნი და ილუ­ზი­ო­ნის­ტი უწო­და.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა კი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ბი­უ­ჯე­ტი თუ დამ­ტკიც­და, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გარ­ღვე­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სხდო­მის ბო­ლოს, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ილია ათა­ნა­სოვს ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნის­თვის და დას­ძი­ნა, რომ ამ ბი­უ­ჯეტ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ბო­ლომ­დე ამ­ხი­ლა. ში­ხი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლი­სის მერს სურს ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბობ­დეს და პროგ­რა­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ და­პი­რე­ბე­ბად დარ­ჩეს.

მან ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს და­გეგ­მი­ლი სა­ბო­ტა­ჟი უწო­და იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე იქ­ნე­ბა. ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის თქმით, ამ ბი­უ­ჯე­ტის ავ­ტო­რე­ბი გიგი უგუ­ლა­ვა, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე და ირაკ­ლი აბე­სა­ძე არი­ან და მათ მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ყვე­ლა სა­ბი­უ­ჯე­ტო გან­ხილ­ვა­ზე ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი სხდო­მის წინ მი­ნი­მუმ 50-60 მი­ლი­ო­ნი ლა­რით იზ­რდე­ბა, რაც მა­რაზ­მია.

"ამ მა­რაზმს წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას. ან გა­დად­გე­ბი­ან, ან იმის ხარ­ჯზე, რომ ეგე­ნი წა­ვიდ­ნენ, ჩვენც გა­დავ­დგე­ბით, მაგ­რამ ამ ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს მხარს არ და­ვუ­ჭერთ", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა. თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ილია ათანასოვის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 65 მილიონი ლარით არის გაზრდილი და იგი 850 მილიონ ლარს შეადგენს. ათანასოვმა სხდომაზე აღნიშნა, რომ 65 მილიონი ლარის ბიუჯეტი, ძირითადად, არაფინანსური აქტივობის კლების ხარჯზე, ანუ პრივატიზაციიდან შესული თანხებით გაიზრდება. ამ განცხადებას სხდომაზე დავა და სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობა – განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი იცავდა, რის გამოც უმრავლესობის წევრმა მიხეილ ქავთარაძემ მას უოლ სტრიტის ფინანსური მგელი, ჰარი გუდინი და ილუზიონისტი უწოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა კი ბიუჯეტის პროექტს გაუპატიურებული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი თუ დამტკიცდა, დაახლოებით 50 მილიონი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი.

სხდომის ბოლოს, ირაკლი შიხიაშვილმა განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ილია ათანასოვს ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის და დასძინა, რომ ამ ბიუჯეტმა "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ამხილა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს სურს ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება მხოლოდ დაპირებებად დარჩეს.

მან ბიუჯეტის პროექტს დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თბილისის მერიის ამჟამინდელი ხელისუფლების მემკვიდრე იქნება. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ამ ბიუჯეტის ავტორები გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე არიან და მათ მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველა საბიუჯეტო განხილვაზე ბიუჯეტის პროექტი სხდომის წინ მინიმუმ 50-60 მილიონი ლარით იზრდება, რაც მარაზმია.

"ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. ან გადადგებიან, ან იმის ხარჯზე, რომ ეგენი წავიდნენ, ჩვენც გადავდგებით, მაგრამ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა