პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ის სხდო­მა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ილია ათა­ნა­სოვ­მა 65 მლნ ლა­რით გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი შე­ი­ტა­ნა, რა­საც საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო.

წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 580 მლნ ლარი იქ­ნე­ბა. ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდა არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა, რა­მაც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის და­სა­წყის­ში 15 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა წლის ბო­ლოს­თვის 20 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და. 2012 წელს კი, ში­ხი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით, და­გეგ­მი­ლი იყო 22 მლნ და წელი დე­და­ქა­ლაქ­მა 32 მი­ლი­ო­ნით და­ას­რუ­ლა.

2013 წელს კი, რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, არა­ფი­ნან­სურ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა წლის და­სა­წყის­ში და­გეგ­მი­ლი 10 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად, 35 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა. 2014 წელს მე­რი­ის მიერ საკ­რე­ბუ­ლო­ში პირ­ვე­ლად შე­ტა­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით და­გეგ­მი­ლი იყო 15 მლნ ლარი, 10 დე­კემ­ბერს წარ­დგე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტით - 35 მლნ ლარი, დღეს კი ეს ციფ­რი 100 მლნ ლარს შე­ად­გენს.

ში­ხი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ნიშ­ნავს, რომ მე­რი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა გარ­კვე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­ყიდ­ვით უნდა მი­ი­ღოს.

"თუ ეს ვერ მოხ­და, არ­ჩევ­ნე­ბის წელს ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვარ­დე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­კენ" გა­იშ­ვერს ხელს, რომ იგი უუ­ნა­როა", - გა­ნა­ცხა­და ში­ხი­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ილია ათანასოვმა 65 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი შეიტანა, რასაც საკრებულოს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.

წარდგენილი პროექტის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტი 580 მლნ ლარი იქნება. ბიუჯეტის გაზრდა არაფინანსური აქტივობების ხარჯზე ხდება, რამაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გააღიზიანა.

მისი ინფორმაციით, 2011 წლის დასაწყისში 15 მლნ ლარის ოდენობის არაფინანსური აქტივობები იყო დაგეგმილი, თუმცა წლის ბოლოსთვის 20 მილიონით გაიზარდა. 2012 წელს კი, შიხიაშვილის ცნობით, დაგეგმილი იყო 22 მლნ და წელი დედაქალაქმა 32 მილიონით დაასრულა.

2013 წელს კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, არაფინანსურმა აქტივობებმა წლის დასაწყისში დაგეგმილი 10 მილიონის ნაცვლად, 35 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს მერიის მიერ საკრებულოში პირველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი იყო 15 მლნ ლარი, 10 დეკემბერს წარდგენილი ბიუჯეტით - 35 მლნ ლარი, დღეს კი ეს ციფრი 100 მლნ ლარს შეადგენს.

შიხიაშვილის განმარტებით, არაფინანსური აქტივობები ნიშნავს, რომ მერიამ აღნიშნული თანხა გარკვეული შენობების გაყიდვით უნდა მიიღოს.

"თუ ეს ვერ მოხდა, არჩევნების წელს ბიუჯეტი ჩავარდება და "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისკენ" გაიშვერს ხელს, რომ იგი უუნაროა", - განაცხადა შიხიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა