მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"
"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ყო­ფილ ექ­სპერტსა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ან­დრო ბარ­ნოვს ესა­უბ­რა:

- სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში წახ­ვი­დო­დით, ექ­სპერ­ტი იყა­ვით და ხში­რად კარგ ანა­ლიზ­საც აკე­თებ­დით. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პრე­ზი­დენ­ტთან მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კას დიდ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და მქონ­და მკა­ფიო გან­ცდა, რომ გუნ­დის შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა სწო­რი გზით ვი­თარ­დე­ბო­და (ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ მი­ვი­ღეთ რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი არ შე­იც­ვა­ლა, არა­მედ საფრ­თხე შე­ექ­მნა იმ გეზს, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა მტკი­ცედ და­ად­გა). ამი­ტომ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა შე­მომ­თა­ვა­ზა, შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რად მე­მუ­შა­ვა, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ვფიქ­რობ, შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ო­ბი­სას ნამ­დვი­ლად შე­ვუ­წყვე ხელი იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრო­რუ­სულ კურსს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პროგ­რეს­ზე.

- კომ­პრო­მა­ტე­ბის გამო ბევ­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­ახ­ლო­ე­ბო­და. თქვე­ნიც უკ­ვირ­დათ, რა გახ­და ამ კა­ცის უე­ცა­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- არა­სო­დეს გა­მი­გია, ვინ­მეს ჩემ­ზე ეთ­ქვას, რომ კომ­პრო­მა­ტე­ბის გამო მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე არ­სე­ბობს ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი ფი­რე­ბი და ა.შ.

- ამ მხრივ ნამ­დვი­ლად მშვი­დად ვარ. ჩემ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ვე­რა­ფე­რი ექ­ნე­ბათ, ალ­ბათ, არც აქვთ... ეს დი­დად არ მა­ინ­ტე­რე­სებს...

- თქვენ ამ­ბობ­დით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­საა და ქვე­ყა­ნას რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რე­ბენ. დღე­საც იმა­ვეს ფიქ­რობთ?

- ცხა­დია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან აშ­კა­რად ან შე­ფა­რუ­ლად პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პი­რე­ბი. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გულ­ში არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ ამ კურსს, თუმ­ცა ლაჩ­რო­ბი­სა და უპ­რინ­ცი­პო­ბის გამო ხმას ვერ იღე­ბენ. არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაც, რაც იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა კარ­გავს პო­ზი­ცი­ებს, მე­გობ­რებს და გვაკ­ლდე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძალა, რი­თაც მო­მა­ვალ­ში რუ­სე­თის ზე­წო­ლას უნდა გა­ვუძ­ლოთ.

- რით ჩანს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლია?

- შე­მიძ­ლია გა­გახ­სე­ნოთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნის ბე­დის გა­და­წყვე­ტა­ში რუ­სე­თი უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დე­სო. ამის მთქმე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­საც რუ­სეთს გა­და­ა­წყვე­ტი­ნებს. გა­გახ­სე­ნებთ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც, სა­დაც ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლას შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვას, გა­იხ­სე­ნეთ ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი. მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ლი­დერ­მა გა­მო­უ­ცხა­და ბო­ი­კო­ტი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ხმას აღა­რა­ვინ ძრავს. ეს პირ­და­პი­რი შე­დე­გია არა მარ­ტო ჩვე­ნი სა­გა­რეო უწყე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბის უნი­ა­თო­ბი­სა და უვი­ცო­ბის, უპ­რინ­ცი­პო­ბი­სა და ლაჩ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე ცდი­ლობს რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას და მათი ლაჩ­რე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა ხომ არ არის?

- და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას კი არ ცდი­ლობს, წყვეტს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რუ­სეთ­თან და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს აგ­რე­სორს, აკე­თოს ის, რაც სურს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ მშვი­დო­ბა მხო­ლოდ ის არის, როცა არ ის­ვრი­ან, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ვე­თან­ხმე­ბი. შეგ­ვიძ­ლია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ვა­უქ­მოთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა და შე­ვუ­ერ­თდეთ რუ­სეთს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ომი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ჩვენ გვინ­და დავ­რჩეთ სა­ხელ­მწი­ფოდ და ამი­ტო­მაც გვაქვს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ლებ­საც დაც­ვა სჭირ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბი­ან, თავ­დაც­ვა და­ნა­შა­უ­ლი­აო, პირ­და­პირ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან რუ­სეთს. ეს კი ღა­ლა­ტია. ასე­თე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად და­ამ­თავ­რე­ბენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"

"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"

"კვირის პალიტრა" ყოფილ ექსპერტსა და ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრო ბარნოვს ესაუბრა:

- სანამ პოლიტიკაში წახვიდოდით, ექსპერტი იყავით და ხშირად კარგ ანალიზსაც აკეთებდით. რატომ გადაწყვიტეთ პრეზიდენტთან მუშაობის დაწყება?

- სააკაშვილის პოლიტიკას დიდხანს ვაკვირდებოდი და მქონდა მკაფიო განცდა, რომ გუნდის შეცდომების მიუხედავად, ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდა (ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც მხოლოდ ხელისუფლება კი არ შეიცვალა, არამედ საფრთხე შეექმნა იმ გეზს, რომელსაც ქვეყანა მტკიცედ დაადგა). ამიტომ, როდესაც პრეზიდენტმა შემომთავაზა, შიდა ქართლის გუბერნატორად მემუშავა, მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, შიდა ქართლის გუბერნატორად და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობისას ნამდვილად შევუწყვე ხელი იმას, რომ საზოგადოების ის ნაწილი გამოცოცხლებულიყო, რომელიც ეწინააღმდეგება პრორუსულ კურსს და ორიენტირებულია პროგრესზე.

- კომპრომატების გამო ბევრი იძულებული გახდა, "ნაციონალებს" დაახლოებოდა. თქვენიც უკვირდათ, რა გახდა ამ კაცის უეცარი ფერისცვალების მიზეზი?

- არასოდეს გამიგია, ვინმეს ჩემზე ეთქვას, რომ კომპრომატების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- პოლიტიკოსების უმრავლესობაზე არსებობს ფარულად ჩაწერილი ფირები და ა.შ.

- ამ მხრივ ნამდვილად მშვიდად ვარ. ჩემზე საინტერესო ვერაფერი ექნებათ, ალბათ, არც აქვთ... ეს დიდად არ მაინტერესებს...

- თქვენ ამბობდით, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ორიენტაციისაა და ქვეყანას რუსეთს ჩააბარებენ. დღესაც იმავეს ფიქრობთ?

- ცხადია. ხელისუფლებაში არიან აშკარად ან შეფარულად პრორუსული ორიენტაციის პირები. არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება გულში არ ეთანხმებოდნენ ამ კურსს, თუმცა ლაჩრობისა და უპრინციპობის გამო ხმას ვერ იღებენ. არის არაკომპეტენტურობის ძალიან დიდი პრობლემაც, რაც იმას ემსახურება, რომ ქვეყანა კარგავს პოზიციებს, მეგობრებს და გვაკლდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა, რითაც მომავალში რუსეთის ზეწოლას უნდა გავუძლოთ.

- რით ჩანს, რომ ხელისუფლება პრორუსულია?

- შემიძლია გაგახსენოთ ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, უკრაინის ბედის გადაწყვეტაში რუსეთი უნდა მონაწილეობდესო. ამის მთქმელი საქართველოს ბედსაც რუსეთს გადააწყვეტინებს. გაგახსენებთ ივანიშვილის განცხადებასაც, სადაც ევრაზიულ კავშირში შესვლას შესაძლო ვარიანტად განიხილავდა. რაც შეეხება მეგობრების დაკარგვას, გაიხსენეთ ბოლო მოვლენები. მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას და საქართველოზე ხმას აღარავინ ძრავს. ეს პირდაპირი შედეგია არა მარტო ჩვენი საგარეო უწყების, არამედ მთლიანად მთავრობის უნიათობისა და უვიცობის, უპრინციპობისა და ლაჩრული პოლიტიკისა.

- ხელისუფლება დაძაბულობის გარეშე ცდილობს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენას და მათი ლაჩრებად გამოცხადება გადაჭარბებული შეფასება ხომ არ არის?

- დაძაბულობის გარეშე სიტუაციის მოგვარებას კი არ ცდილობს, წყვეტს წინააღმდეგობას რუსეთთან და საშუალებას აძლევს აგრესორს, აკეთოს ის, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მშვიდობა მხოლოდ ის არის, როცა არ ისვრიან, კატეგორიულად არ დავეთანხმები. შეგვიძლია ნებაყოფლობით გავაუქმოთ სახელმწიფოებრიობა და შევუერთდეთ რუსეთს, ამ შემთხვევაში ომი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ ჩვენ გვინდა დავრჩეთ სახელმწიფოდ და ამიტომაც გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებსაც დაცვა სჭირდება. პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, თავდაცვა დანაშაულიაო, პირდაპირ ემსახურებიან რუსეთს. ეს კი ღალატია. ასეთები ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა