11 თებერვლიდან "ალტაში" სპეციალური შემოთავაზებების და სასაჩუქრე აქციების ერთთვიანი კამპანია - "სიყვარულის სეზონი" დაიწყო. აქციის ფარგლებში "ალტა" მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს 10 მარტამდე შესთავაზებს.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, პირველ ეტაპზე, სასაჩუქრე აქცია HTC-ის სმარტფონებზე იმოქმედებს. მომხმარებელი, რომელიც "ალტას" მაღაზიათა ქსელში HTC-ის მოდელის სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად 100, 60, 40 და 20-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ვაუჩერის თანხა მომხმარებლის მიერ შეძენილი HTC-ის სმარტფონის მოდელის მიხედვით განისაზღვრება.
"ალტა" ერთგულ მომხმარებელს წამახალისებელ აქციებს ხშირად სთავაზობს. "სიყვარულის სეზონი" ვალენტინობის დღესასწაულს დავამთხვიეთ. HTC-ის სმარტფონები მრავალი საინტერესო ფუნქციით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რომ საჩუქრების დაწესებისას არჩევანი სწორედ ამ ბრენდზე შევაჩერეთ", - აცხადებენ ალტაში.
"სიყვარულის სეზონი" 10 მარტამდე გაგრძელდება, თუმცა მომხმარებელს სასაჩუქრე ვაუჩერების გამოყენება "ალტას" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერ პროდუქციაზე 1 აპრილამდე შეეძლება.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქცია საინტერესო იქნება შეყვარებული წყვილებისთვის. ისინი თავისი მეორე ნახევრებისთვის კარგი საჩუქრის შერჩევას შეძლებენ - HTC მომხმარებელს სპეციალურად ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის შექმნილ მოდელებს სთავაზობს.
მენეჯმენტში განმარტავენ, რომ სასაჩუქრე ვაუჩერების სისტემა ძალზედ მოქნილი და მოხერხებულია, აქვს რამოდენიმე დატვირთვა და ამიტომ მომხმარებელში მოწონებას იმსახურებს. "როგორც წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, მომხმარებლისთვის გაცილებით მისაღებია ვაუჩერის გადაცემა, რადგან მას ეძლევა არჩევანის სრული თავისუფლება, შეიძინოს სასურველი ნივთი. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სმარტფონი, ხოლო ვაუჩერი საყვარელ ადამიანს აჩუქოს. ასევე მას შესაძლებლობა აქვს ვაუჩერი იმავე სმარტფონზე გამოიყენოს რომელსაც შეიძენს. "- აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება "სიყვარულის სეზონის" დანარჩენ სასაჩუქრე აქტივობებს და სიურპრიზებს, კომპანია დაგეგმილ სიახლეებს მომხმარებლებს თვის განმავლობაში ეტაპობრივად გააცნობს.
"ალტა" კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ალტას მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. ალტას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.
R