პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება
"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება

სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის "უკ­ვდავ­თა თაღს", სა­დაც ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი­სა და კახი კავ­სა­ძის ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბი ინა­ხე­ბა, მალე მსოფ­ლიო დო­ნის ქარ­თვე­ლი ოპე­რის მომ­ღერ­ლის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ანა­ბეჭ­დიც შე­ე­მა­ტე­ბა.

"უკ­ვდავ­თა თა­ღის" გა­კე­თე­ბის იდეა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ერთი წლის წინ გა­უჩ­ნდა. პირ­ველ­მა ანა­ბეჭდ­მა კი 2013 წლის 26 იან­ვარს, ბა­ტონ ელ­დარ შენ­გე­ლა­ის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე "და­ი­დო ბინა".

გი­ორ­გი კა­ლან­დია:

- ნა­ნა­ხი მაქვს ჰო­ლი­ვუდ­ში ბულ­ვა­რი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ანა­ბეჭ­დე­ბი და ვარ­სკვლა­ვე­ბია და­ტო­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე, დუბ­ლინ­ში, რი­ვერ­დან­სის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის წინ, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბია. ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვის შემ­დეგ ძა­ლი­ან მო­მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო ასე­თი ად­გი­ლი ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. რო­გორც ვიცი, ეს რო­მა­ელ­თა ძვე­ლი წე­სია. ასე­თი ლე­გენ­და არ­სე­ბობს: რო­მა­ე­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ სა­ხი­სა და ხე­ლის ანა­ბეჭ­დებს და ეს იყო ერ­თგვა­რი კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მა­ვალ­თან. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ანა­ბეჭდს ხელს თუ მი­ა­დებ­დი, მისი ენერ­გია, ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გად­მო­გე­ცე­მო­და... ჩვენ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის და კახი კავ­სა­ძის, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ა­სა და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის ანა­ბეჭ­დებს ეხე­ბა, სუ­რა­თებს იღე­ბენ. ქარ­თუ­ლი კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა ხომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ანა­ბეჭ­დი რო­დის გა­იხ­სნე­ბა?

- 12 თე­ბერ­ვალს. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვია და ჩვენ ვცდი­ლობთ, ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოღ­ვა­წე­ებ­თან ერ­თად, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ანა­ბეჭ­დე­ბიც გა­ვა­კე­თოთ. მუ­ზე­უმ­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მო­დის და რო­დე­საც ამ თაღს გა­ივ­ლი­ან, გვინ­და, ანა­ბეჭ­დებ­ზე მი­წე­რი­ლი სა­ხე­ლე­ბი იცოდ­ნენ. გა­ი­სად ბა­ტონ პა­ა­ტას 60 წელი შე­უს­რულ­დე­ბა და ალ­ბათ, ეს თა­რი­ღი პომ­პე­ზუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა. ჩვენ ერთი წლით და­ვას­წა­რით ამ ამ­ბავს და მისი ანა­ბეჭ­დი "უკ­ვდავ­თა თაღ­ში" მა­ნამ­დე და­ი­დებს ბი­ნას, ვიდ­რე ის 60-ის გახ­დე­ბა. იმ დღეს, რო­დე­საც ბა­ტონ­მა პა­ა­ტამ ჩვენს მუ­ზე­უმ­ში ანა­ბეჭ­დე­ბი და­ტო­ვა, გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ის სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მის მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მის­თვი­საც ბევ­რი რამ სა­ინ­ტე­რე­სო და აღ­მო­ჩე­ნა იყო: ჩვენს კო­ლექ­ცი­ა­ში ნახა ისე­თი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც არ იცო­და. დაგვპირ­და, რომ მო­მა­ვალ­შიც ითა­ნამ­შრომ­ლებს ჩვენ­თან და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას მოგ­ვაწ­ვდის.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ რო­მე­ლი ხე­ლო­ვა­ნის ანა­ბეჭ­დე­ბის გახ­სნა იგეგ­მე­ბა?

- 17 იან­ვარს ოთარ კო­ბე­რი­ძის ანა­ბეჭ­დის გახ­სნა გვინ­დო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვას­წა­რით და ალ­ბათ ამას გა­ზა­ფხულ­ზე მო­ვა­ხერ­ხებთ. 9 მა­ისს ფილ­მის - "ჯა­რის­კა­ცის მამა" გა­და­ღე­ბი­დან 50 წლის იუ­ბი­ლეა. გვინ­და, რეზო ჩხე­ი­ძის ანა­ბეჭ­დიც გავ­ხსნათ. ასე­ვე, და­გეგ­მი­ლი გვაქვს ელი­სო ვირ­სა­ლა­ძი­სა და თენ­გიზ არჩვა­ძის ანა­ბეჭ­დე­ბის გა­კე­თე­ბა.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, 12 თე­ბერ­ვალს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის "უკ­ვდავ­თა თაღ­ში" თქვე­ნი ანა­ბეჭ­დი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა...

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე:

- ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მუ­ზე­უ­მის მეს­ვე­უ­რებს. ცოტა ხნის წინ და­ვათ­ვა­ლი­ე­რე მათი არ­ქი­ვე­ბი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი ვი­ხი­ლე. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ასე უყ­ვართ თა­ვი­ან­თი საქ­მე და უფრთხილ­დე­ბი­ან ჩვენს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას.

- ზუს­ტად იმ დღეს, რო­დე­საც მუ­ზე­უმ­ში თქვე­ნი ანა­ბეჭ­დი გა­იხ­სნე­ბა, ავ­სტრი­ის სა­პა­ტიო ჯილ­დო გად­მო­გე­ცე­მათ და ამ სა­პა­ტიო მი­სი­ის აღ­სას­რუ­ლებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­სტრი­ის თე­ატ­რე­ბის ჰოლ­დინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი - გე­ორგ შპ­რინ­გე­რი ეწ­ვე­ვა...

- ეს ჯილ­დო ავ­სტრი­ის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­წეს­და. ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის, ცნო­ბილ მუ­სი­კოს­თა შო­რის მი­ღე­ბუ­ლი აქვთ: ფრენკ სი­ნატ­რა­სა და ჰერ­ბერტ ფონ კა­რა­ი­ანს. 12 თე­ბერ­ვალს, 12 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

- და­ბო­ლოს, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ფონ­დი "იავ­ნა­ნა" 3 მარტს 10 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. ამ­ჯე­რად რო­მე­ლი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­მოვ­ლენ თბი­ლის­ში?

- 3 მარტს "იავ­ნა­ნას" 10 წელი უს­რულ­დე­ბა. ამ დღეს გა­ი­მარ­თე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი ტე­ლე­მა­რა­თო­ნი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე კი და­ი­წყე­ბა გალა-კონ­ცერ­ტი. ვე­ლო­დე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბულ სტუმ­რებს: ლე­გენ­და­რულ ბა­რი­ტონს რე­ნა­ტო ბრუ­ზო­ნის და აღი­ა­რე­ბულ ტე­ნორს მარ­ჩე­ლო ჯორ­და­ნის. ვფიქ­რობ, ამ დღეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ექ­ნე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც 10 წლის მან­ძილ­ზე ჩვენ­თან ერ­თად ეხ­მა­რე­ბო­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებ­სა და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს. "იავ­ნა­ნა" ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ფონ­დია, ვი­საც ერთხელ მა­ინც და­უ­რე­კავს ნო­მერ­ზე 0901303030 და თუნ­დაც 10 თეთ­რი ჩა­უგ­დია ჩვენს ყუ­ლა­ბა­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, ყვე­ლა­ნი ერ­თად, 7000-ზე მეტ ბავ­შვსა და მო­ზარდს და­ვეხ­მა­რეთ. 2014 წლის 3 მარტს "იავ­ნა­ნა" სი­კე­თის სა­კე­თებ­ლად კი­დევ ერთხელ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს.

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება

"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის "უკვდავთა თაღს", სადაც ელდარ შენგელაიას, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის ხელის ანაბეჭდები ინახება, მალე მსოფლიო დონის ქართველი ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდიც შეემატება.

"უკვდავთა თაღის" გაკეთების იდეა მუზეუმის დირექტორს, გიორგი კალანდიას ერთი წლის წინ გაუჩნდა. პირველმა ანაბეჭდმა კი 2013 წლის 26 იანვარს, ბატონ ელდარ შენგელაის 80 წლის იუბილეზე "დაიდო ბინა".

გიორგი კალანდია:

- ნანახი მაქვს ჰოლივუდში ბულვარი, სადაც ცნობილი ადამიანების ანაბეჭდები და ვარსკვლავებია დატოვებული. ასევე, დუბლინში, რივერდანსის საგამოფენო დარბაზის წინ, მოცეკვავეების ხელის ანაბეჭდებია. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ძალიან მომინდა, საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ადგილი ჩვენი დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის. როგორც ვიცი, ეს რომაელთა ძველი წესია. ასეთი ლეგენდა არსებობს: რომაელები ტოვებდნენ სახისა და ხელის ანაბეჭდებს და ეს იყო ერთგვარი კავშირის საშუალება მომავალთან. გადმოცემის მიხედვით, ამ ადამიანების ანაბეჭდს ხელს თუ მიადებდი, მისი ენერგია, ნიჭი და შესაძლებლობა გადმოგეცემოდა... ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და კახი კავსაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ელდარ შენგელაიასა და გივი ბერიკაშვილის ანაბეჭდებს ეხება, სურათებს იღებენ. ქართული კინოხელოვნება ხომ ამ ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია.

- პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი როდის გაიხსნება?

- 12 თებერვალს. პაატა ბურჭულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ჩვენ ვცდილობთ, ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწეებთან ერთად, ქვეყნის საზღვრებს მიღმა ცნობილი პიროვნებების ანაბეჭდებიც გავაკეთოთ. მუზეუმში ბევრი უცხოელი დამთვალიერებელი მოდის და როდესაც ამ თაღს გაივლიან, გვინდა, ანაბეჭდებზე მიწერილი სახელები იცოდნენ. გაისად ბატონ პაატას 60 წელი შეუსრულდება და ალბათ, ეს თარიღი პომპეზურად აღინიშნება. ჩვენ ერთი წლით დავასწარით ამ ამბავს და მისი ანაბეჭდი "უკვდავთა თაღში" მანამდე დაიდებს ბინას, ვიდრე ის 60-ის გახდება. იმ დღეს, როდესაც ბატონმა პაატამ ჩვენს მუზეუმში ანაბეჭდები დატოვა, გვქონდა საშუალება, დაგვეთვალიერებინა ის საგანძური, რომელიც უშუალოდ მის მოღვაწეობას უკავშირდება. მისთვისაც ბევრი რამ საინტერესო და აღმოჩენა იყო: ჩვენს კოლექციაში ნახა ისეთი ფოტოები, რომლის არსებობაც არ იცოდა. დაგვპირდა, რომ მომავალშიც ითანამშრომლებს ჩვენთან და ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდის.

- უახლოეს მომავალში კიდევ რომელი ხელოვანის ანაბეჭდების გახსნა იგეგმება?

- 17 იანვარს ოთარ კობერიძის ანაბეჭდის გახსნა გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით და ალბათ ამას გაზაფხულზე მოვახერხებთ. 9 მაისს ფილმის - "ჯარისკაცის მამა" გადაღებიდან 50 წლის იუბილეა. გვინდა, რეზო ჩხეიძის ანაბეჭდიც გავხსნათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ელისო ვირსალაძისა და თენგიზ არჩვაძის ანაბეჭდების გაკეთება.

- ბატონო პაატა, 12 თებერვალს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელოვნების სასახლის "უკვდავთა თაღში" თქვენი ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნება...

პაატა ბურჭულაძე:

- ამ ინიციატივისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის მესვეურებს. ცოტა ხნის წინ დავათვალიერე მათი არქივები და ძალიან საინტერესო ისტორიული მასალები ვიხილე. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებს ასე უყვართ თავიანთი საქმე და უფრთხილდებიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.

- ზუსტად იმ დღეს, როდესაც მუზეუმში თქვენი ანაბეჭდი გაიხსნება, ავსტრიის საპატიო ჯილდო გადმოგეცემათ და ამ საპატიო მისიის აღსასრულებლად, საქართველოს ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის ხელმძღვანელი - გეორგ შპრინგერი ეწვევა...

- ეს ჯილდო ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო ხელოვნებასა და მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის, ცნობილ მუსიკოსთა შორის მიღებული აქვთ: ფრენკ სინატრასა და ჰერბერტ ფონ კარაიანს. 12 თებერვალს, 12 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

- დაბოლოს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდი "იავნანა" 3 მარტს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჯერად რომელი მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ თბილისში?

- 3 მარტს "იავნანას" 10 წელი უსრულდება. ამ დღეს გაიმართება 24-საათიანი ტელემარათონი "რუსთავი 2"-ის ეთერში, საღამოს 10 საათზე კი დაიწყება გალა-კონცერტი. ველოდებით განსაკუთრებულ სტუმრებს: ლეგენდარულ ბარიტონს რენატო ბრუზონის და აღიარებულ ტენორს მარჩელო ჯორდანის. ვფიქრობ, ამ დღეს სადღესასწაულო განწყობა ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც 10 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. "იავნანა" ყველა იმ ადამიანის ფონდია, ვისაც ერთხელ მაინც დაურეკავს ნომერზე 0901303030 და თუნდაც 10 თეთრი ჩაუგდია ჩვენს ყულაბაში. საერთო ჯამში, ყველანი ერთად, 7000-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს დავეხმარეთ. 2014 წლის 3 მარტს "იავნანა" სიკეთის საკეთებლად კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია