პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?
კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?

რო­გორ ხა­სი­ათ­ზე დად­გე­ბით, როცა სტუმ­რებს მო­იწ­ვევთ, ხინ­კალს ერ­ბო­ში აა­შიშ­ხი­ნებთ და ერთ-ერთი სტუ­მა­რი ჩაკ­ბე­ჩი­ლი ხინ­კლი­დან ამო­ი­ღებს... რას ამო­ი­ღებს, ამას რუს­თა­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე, მა­მუ­კა მა­ი­სუ­რა­ძე მო­გიყ­ვე­ბათ:

- ხუთ­შა­ბათს, 7 თე­ბერ­ვალს სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ ჩემ­თან სახ­ლში. ხინ­კა­ლი სახ­ლში მო­ვა­ტა­ნი­ნე, ერთ-ერთ ფირ­მას აქვს ასე­თი სერ­ვი­სი. ეს ცნო­ბი­ლი ფირ­მაა ჩვენ­თან, აქვს რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი. დი­ლით შე­ვუკ­ვე­თე 30 ხინ­კა­ლი და ხა­ჭა­პუ­რი და სა­ღა­მოს, სტუმ­რე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ, ეს ხინ­კა­ლი კარ­გად გა­ვა­ცხე­ლეთ, გა­მო­ვი­ტა­ნეთ და ერთ-ერ­თმა გო­გომ, 21 წლის ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა ჩაკბი­ჩა ხინ­კა­ლი და ამო­ა­ყო­ლა აი, რა.

- კბი­ლი?

- შტიფ­ტი­ა­ნი, ხრახ­ნი­ა­ნი კბი­ლი, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ წა­მა­ხუ­ლი წვე­რი აქვს. ის ხინ­კა­ლიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ამის შემ­დეგ დავ­რე­კე ამ ფირ­მის ნო­მერ­ზე, მო­ვი­და მე­ნე­ჯე­რი, თუ არ ვიცი, ვინ იყო, და­ხე­და ამას, გა­და­უ­რე­კა უფ­როსს და უთხრა, მარ­თლა კბი­ლი­აო. იქი­დან რა უთხრეს, არ ვიცი და ამან ლა­პა­რა­კი რომ და­ამ­თავ­რა, შე­მომ­თა­ვა­ზა, რაც გა­დახ­დი­ლი გაქვს, იმას აგი­ნა­ზა­ღა­უ­რებ­თო. ამა­ზე ვთქვი კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი. მო­ვი­თხო­ვე, შემ­ხვდეს თქვე­ნი უფ­რო­სი-მეთ­ქი. ვინ­მე ხელ­მძღვა­ნე­ლი მინ­დო­და, მე­ნა­ხა. ხვალ შეგ­ხვდე­ბაო და ვე­ლო­დე­ბი (ეცი­ნე­ბა).

- ამ თქვე­ნი სტუმ­რის კბი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო?

- არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, 21 წლის ბავ­შვია, იმას ყვე­ლა კბი­ლი ად­გილ­ზე აქვს. ხუთ­შა­ბა­თი­დან რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და? კაცი არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. მა­ნამ­დე კი­დევ და­ვუ­რე­კე, შემ­ხვდით-მეთ­ქი, კაცო, რა მოხ­და? და სი­ჩუ­მეა. ერ­თა­დერ­თი იმ ვი­ღაც უფ­როს­მა, აუ­ნა­ზღა­უ­რე­თო და ესაა მათი ბოლო პა­სუ­ხი.

- და სა­ი­დან მოხ­ვდა ადა­მი­ა­ნის კბი­ლი ხინ­კალ­ში, ამით არ და­ინ­ტე­რეს­და?

- არა... ჩემი აზ­რით კი, რეს­ტო­რან­ში ვი­ღა­ცამ ჭამა ხინ­კა­ლი, ეს კბი­ლი შიგ­ნით დარ­ჩა, მაგ­რამ ამ ნა­ჭა­მი ხინ­კლი­დან რაც დარ­ჩა, ის ფარ­ში ისევ უკან ჩა­ატ­რი­ა­ლეს და ისევ მო­ახ­ვი­ეს ხინ­კა­ლი.

- მო­ხარ­შუ­ლი ფარ­შის ჩატ­რი­ა­ლე­ბა ვის გა­უ­გია?

- რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა? აბა, სხვა რა ვი­ფიქ­რო? რა, კა­ცის თავს ხომ არ გა­ა­ტა­რებ­დნენ ხორ­ცის მან­ქა­ნა­ში?

- რას ბრძა­ნებთ! მე უფრო მგო­ნია, რომ ვი­საც ჰქონ­და საქ­მე ამ ხინ­კალ­თან, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, იგი­ვე ამ ხორ­ცის გამ­ტა­რე­ბელს, ან ხინ­კლის მომ­ხვევს ჩა­მო­უ­ვარ­და ეს პრო­თე­ზი.

- მე ჩემი ახ­სნა მაქვს და თქვენ - თქვე­ნი. ფაქ­ტია, რომ ის ჩემი სტუ­მა­რი გა­გიჟ­და კი­ნა­ღამ, რო­გო­რია პირ­ში რომ სხვის კბილს ნა­ხავ? ხალ­ხი რას ჭამს, არ უნდა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს? ვი­ღა­ცის ნა­ჭამს მაჭ­მე­ვენ? სა­ი­დან ხვდე­ბა ასე­თი რამ საკ­ვებ­ში? ეგე­ბა იმ ვი­ღა­ცას ან ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აქვს, ან რამე და­ა­ვა­დე­ბა, ვიცი? მინ­და, ამას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დეს, ამი­ტომ მოგ­მარ­თეთ პირ­და­პირ თქვენ, რომ გა­ვახ­მა­უ­როთ, რა ხდე­ბა. რამ­დე­ნი ხანი იყო ეს მასა ხორ­ცის ფარშში? მინ­დო­და ექ­სპერ­ტი­ზის გა­კე­თე­ბა და არა­ვინ შემ­ხვდა მა­გათ­გან. მე კი­დევ სამ­ხა­რა­ულ­ში წა­სას­ვლე­ლი ფული არ მაქვს. ისე, ყვე­ლა­ფე­რი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს და გა­მო­ვი­ძი­ოთ.

სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბას და­ვი­წყებ­დეთ, მა­ნამ­დე რე­დაქ­ცი­ა­ში ვიწ­ვევ "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" ხელ­მძღვა­ნელს, გია ბურ­ჯა­ნა­ძეს:

- მო­ქა­ლა­ქის თქმით, ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­დას­ტუ­რა და აღი­ა­რა, რომ ნამ­დვი­ლად მათ ნა­წარმ­ში იყო ეს უცხო სხე­უ­ლი. ამ დროს, ეს ისე­თი სა­ში­ში რა­მაა, ეს მინი პრო­თე­ზი, რომ თა­ვი­სი წა­მა­ხუ­ლი წვე­რით, შე­საძ­ლოა, ნაწ­ლა­ვი გა­ხი­ოს, თუ გა­და­ეყ­ლა­პა ადა­მი­ანს. ამის­თვის კი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და 30-თეთ­რი­ა­ნი ხინ­კა­ლი და­გიჯ­დე­ბათ მი­ნი­მუმ 5000-ლა­რი­ა­ნი ოპე­რა­ცია, ისიც და­ზღვე­ვა თუ ჩა­ერ­თო საქ­მე­ში. ეს კბი­ლი, კუჭ-ნაწ­ლავ­ში მოხ­ვედ­რამ­დეც უკვე სა­ხი­ფა­თო იყო ადა­მი­ა­ნის­თვის. ამი­ტომ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­გან სა­ჭი­როა მეტი პრე­ვენ­ცია ამ საქ­მე­ში. შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ანს შარი იქით მოს­დონ, რომ ეს კაცი ან ინ­ტრი­გა­ნია, ან კონ­კუ­რენ­ტმა ფირ­მამ მი­აგ­ზავ­ნა და რა კბი­ლი, რის კბი­ლიო, იტყვი­ან.

- თქვენ თუ ხვდე­ბით მსგავს შემ­თხვე­ვებს, ასე­თი უც­ნა­უ­რი ნივ­თე­ბი რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო საკ­ვებ­ში?

- რამ­დე­ნიც გინ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვნა­ხუ­ლობთ შა­ურ­მა­ში, მა­გა­ლი­თად, "შუ­რუ­პებს". არა მგო­ნია, ეს ნაკ­ბე­ჩი­დან მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ფარშში, უფრო მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი­დან მგო­ნია. ორ დღის წინ სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში ვნა­ხეთ შემ­თხვე­ვა, ლო­ბი­ან­ში ქალ­მა მი­ნის ნა­ტე­ხი იპო­ვა. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის დროს გაღ­მა შე­მო­და­ვე­ბა ხში­რია და ეს კაცი ამას გა­დარ­ჩე­ნი­ლა. ამ კბილს კი ჩვენ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ვუ­ტა­რებთ და ამ სა­კითხს მივ­ხე­დავთ.

ამის შემ­დეგ მო­ვი­პო­ვეთ ნახ­სე­ნე­ბი ფირ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და კო­მენ­ტა­რის­თვის მას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჩვენ ვთხო­ვეთ მე­ო­რე დღეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ღე­ბა, მე ვიხ­დი­დი ყვე­ლა­ნა­ირ ხარჯს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბიც გვყავს. მი­ვე­დით, ჩა­ვუ­ტა­რეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და არა­ვინ არ მო­ინ­დო­მა ჩემ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­მოს­ვლა. ნას­ვა­მი იყო, აქაო, მე "ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ვარო და დაგ­ხუ­რავ­თო.

- რო­გორ მოხ­ვდა ეს კბი­ლი ხინ­კალ­ში?

- ჩემი მძღო­ლი ელა­პა­რა­კა და ეგ ითხოვ­და, კი­დევ მო­მი­ტა­ნეთ ხინ­კა­ლიო და მა­გა­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვით? პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, და­უ­რე­კი­ათ და ყო­ფი­ლა, რომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზეც წაგ­ვი­ღია და ჩვე­ნი ბრა­ლი არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა.

- თქვე­ნი ვერ­სია მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მოხ­ვდა კბი­ლის მი­ნიპ­რო­თე­ზი საკ­ვებ­ში?

- მეც არ ვიცი, ჩემ­მა მძღოლ­მა ჩემი სი­ტყვე­ბი პი­რა­დად გა­დას­ცა და თუ სა­ინ­ტრიგ­ნოდ რე­კავთ, აზრი არ აქვს ლა­პა­რაკს.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

მე ერთი ფირმის ხინკალი ვიყიდე და შიგ ძვლის ნატეხი დამხვდა, ვიფიქრე, შემთხვევითობაა-თქო... აი, შემდეგში თმა რომ ვნახე, იმის მერე მაგის ფირმის ნაწარმისაკენ როგორ გავიხედავ...რატომ არ მოგვიტანეთო- მაღაზიამ, და როგორ უნდა დაამტკიცო, რომ იმ ხინკლიდან ამოიღე...

თეო
0

ხოდა, მოეშვით ამ გამოძახებულ შაურმებს და ხინკლებს, სანამ გველეშაპს არ იპოვით ან კიდევ უარესს

კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?

კლიენტმა საფირმო ხინკალში კბილი აღმოაჩინა - ხინკლის ჭამაც საშიში გახდა?

როგორ ხასიათზე დადგებით, როცა სტუმრებს მოიწვევთ, ხინკალს ერბოში ააშიშხინებთ და ერთ-ერთი სტუმარი ჩაკბეჩილი ხინკლიდან ამოიღებს... რას ამოიღებს, ამას რუსთაველი მოქალაქე, მამუკა მაისურაძე მოგიყვებათ:

- ხუთშაბათს, 7 თებერვალს სტუმრები იყვნენ ჩემთან სახლში. ხინკალი სახლში მოვატანინე, ერთ-ერთ ფირმას აქვს ასეთი სერვისი. ეს ცნობილი ფირმაა ჩვენთან, აქვს რესტორნების ქსელი. დილით შევუკვეთე 30 ხინკალი და ხაჭაპური და საღამოს, სტუმრები რომ მოვიდნენ, ეს ხინკალი კარგად გავაცხელეთ, გამოვიტანეთ და ერთ-ერთმა გოგომ, 21 წლის ჩემმა ნათესავმა ჩაკბიჩა ხინკალი და ამოაყოლა აი, რა.

- კბილი?

- შტიფტიანი, ხრახნიანი კბილი, რომელსაც საკმაოდ წამახული წვერი აქვს. ის ხინკალიც შენახული მაქვს. ამის შემდეგ დავრეკე ამ ფირმის ნომერზე, მოვიდა მენეჯერი, თუ არ ვიცი, ვინ იყო, დახედა ამას, გადაურეკა უფროსს და უთხრა, მართლა კბილიაო. იქიდან რა უთხრეს, არ ვიცი და ამან ლაპარაკი რომ დაამთავრა, შემომთავაზა, რაც გადახდილი გაქვს, იმას აგინაზაღაურებთო. ამაზე ვთქვი კატეგორიული უარი. მოვითხოვე, შემხვდეს თქვენი უფროსი-მეთქი. ვინმე ხელმძღვანელი მინდოდა, მენახა. ხვალ შეგხვდებაო და ველოდები (ეცინება).

- ამ თქვენი სტუმრის კბილი ნამდვილად არ იყო?

- არა, როგორ გეკადრებათ, 21 წლის ბავშვია, იმას ყველა კბილი ადგილზე აქვს. ხუთშაბათიდან რამდენი დრო გავიდა? კაცი არ შემხმიანებია. მანამდე კიდევ დავურეკე, შემხვდით-მეთქი, კაცო, რა მოხდა? და სიჩუმეა. ერთადერთი იმ ვიღაც უფროსმა, აუნაზღაურეთო და ესაა მათი ბოლო პასუხი.

- და საიდან მოხვდა ადამიანის კბილი ხინკალში, ამით არ დაინტერესდა?

- არა... ჩემი აზრით კი, რესტორანში ვიღაცამ ჭამა ხინკალი, ეს კბილი შიგნით დარჩა, მაგრამ ამ ნაჭამი ხინკლიდან რაც დარჩა, ის ფარში ისევ უკან ჩაატრიალეს და ისევ მოახვიეს ხინკალი.

- მოხარშული ფარშის ჩატრიალება ვის გაუგია?

- როგორ არ შეიძლება? აბა, სხვა რა ვიფიქრო? რა, კაცის თავს ხომ არ გაატარებდნენ ხორცის მანქანაში?

- რას ბრძანებთ! მე უფრო მგონია, რომ ვისაც ჰქონდა საქმე ამ ხინკალთან, მომსახურე პერსონალს, იგივე ამ ხორცის გამტარებელს, ან ხინკლის მომხვევს ჩამოუვარდა ეს პროთეზი.

- მე ჩემი ახსნა მაქვს და თქვენ - თქვენი. ფაქტია, რომ ის ჩემი სტუმარი გაგიჟდა კინაღამ, როგორია პირში რომ სხვის კბილს ნახავ? ხალხი რას ჭამს, არ უნდა კონტროლდებოდეს? ვიღაცის ნაჭამს მაჭმევენ? საიდან ხვდება ასეთი რამ საკვებში? ეგება იმ ვიღაცას ან ტუბერკულოზი აქვს, ან რამე დაავადება, ვიცი? მინდა, ამას ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ამიტომ მოგმართეთ პირდაპირ თქვენ, რომ გავახმაუროთ, რა ხდება. რამდენი ხანი იყო ეს მასა ხორცის ფარშში? მინდოდა ექსპერტიზის გაკეთება და არავინ შემხვდა მაგათგან. მე კიდევ სამხარაულში წასასვლელი ფული არ მაქვს. ისე, ყველაფერი შენახული მაქვს და გამოვიძიოთ.

სანამ გამოძიებას დავიწყებდეთ, მანამდე რედაქციაში ვიწვევ "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელს, გია ბურჯანაძეს:

- მოქალაქის თქმით, ფირმის წარმომადგენელმა დაადასტურა და აღიარა, რომ ნამდვილად მათ ნაწარმში იყო ეს უცხო სხეული. ამ დროს, ეს ისეთი საშიში რამაა, ეს მინი პროთეზი, რომ თავისი წამახული წვერით, შესაძლოა, ნაწლავი გახიოს, თუ გადაეყლაპა ადამიანს. ამისთვის კი საჭირო გახდება საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება და 30-თეთრიანი ხინკალი დაგიჯდებათ მინიმუმ 5000-ლარიანი ოპერაცია, ისიც დაზღვევა თუ ჩაერთო საქმეში. ეს კბილი, კუჭ-ნაწლავში მოხვედრამდეც უკვე სახიფათო იყო ადამიანისთვის. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსგან საჭიროა მეტი პრევენცია ამ საქმეში. შეიძლება, ამ ადამიანს შარი იქით მოსდონ, რომ ეს კაცი ან ინტრიგანია, ან კონკურენტმა ფირმამ მიაგზავნა და რა კბილი, რის კბილიო, იტყვიან.

- თქვენ თუ ხვდებით მსგავს შემთხვევებს, ასეთი უცნაური ნივთები რომ აღმოჩენილიყო საკვებში?

- რამდენიც გინდათ. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახულობთ შაურმაში, მაგალითად, "შურუპებს". არა მგონია, ეს ნაკბეჩიდან მოხვედრილიყო ფარშში, უფრო მომსახურე პერსონალიდან მგონია. ორ დღის წინ საბურთალოს რაიონში ვნახეთ შემთხვევა, ლობიანში ქალმა მინის ნატეხი იპოვა. მაგრამ, ვიმეორებ, მსგავსი შემთხვევების დროს გაღმა შემოდავება ხშირია და ეს კაცი ამას გადარჩენილა. ამ კბილს კი ჩვენ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და ამ საკითხს მივხედავთ.

ამის შემდეგ მოვიპოვეთ ნახსენები ფირმის გაერთიანების დირექტორის კოორდინატები და კომენტარისთვის მას დავუკავშირდით:

- ჩვენ ვთხოვეთ მეორე დღეს ექსპერტიზაზე წაღება, მე ვიხდიდი ყველანაირ ხარჯს, სადაც შესაბამისი სამსახურებიც გვყავს. მივედით, ჩავუტარეთ ვიზუალური დათვალიერება და არავინ არ მოინდომა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა. ნასვამი იყო, აქაო, მე "ოცნების" ლიდერი ვარო და დაგხურავთო.

- როგორ მოხვდა ეს კბილი ხინკალში?

- ჩემი მძღოლი ელაპარაკა და ეგ ითხოვდა, კიდევ მომიტანეთ ხინკალიო და მაგაზე მივსულიყავით? პირველი შემთხვევა არ არის, დაურეკიათ და ყოფილა, რომ ექსპერტიზაზეც წაგვიღია და ჩვენი ბრალი არასოდეს არ ყოფილა.

- თქვენი ვერსია მაინტერესებს, როგორ მოხვდა კბილის მინიპროთეზი საკვებში?

- მეც არ ვიცი, ჩემმა მძღოლმა ჩემი სიტყვები პირადად გადასცა და თუ საინტრიგნოდ რეკავთ, აზრი არ აქვს ლაპარაკს.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"