პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები
ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები

დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის ტრო­ტუ­ა­რებ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რაც ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მას უქ­მნის. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბა კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გეგ­მა­ვენ.

თა­ვად "სითი პარკში" პარ­კი­რე­ბის ორ მე­თოდ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­დე­საც ტრო­ტუ­არ­ზე მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და რო­დე­საც არ შე­იძ­ლე­ბა. კომ­პა­ნი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ტა­ბი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ რე­ა­გი­რე­ბას დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც ვერ მო­ახ­დე­ნენ, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი ჯერ მე­რი­ამ უნდა შე­ის­წავ­ლოს და რე­ა­გი­რე­ბა კომ­პა­ნი­ას სთხო­ვოს.

"რე­ზო­ნან­სმა" პრობ­ლე­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე შე­ის­წავ­ლა. მან­ქა­ნე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია რუს­თა­ვე­ლის გა­დამ­კვე­თი ქუ­ჩე­ბი, თუმ­ცა ქუ­ჩის ტრო­ტუ­ა­რებ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა ფოს­ტის ტე­რი­ტო­რია, აქ ტრო­ტუ­არ­ზე უამ­რა­ვი მან­ქა­ნა გვხვდე­ბა. ასე­თი ვი­თა­რე­ბაა კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზეც, მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-8კორ­პუ­სის შე­სას­ვლელ­თან.

რო­გორც "სითი პარ­კის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ გაგ­ვირ­კვია, ფოს­ტის წინ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, იქ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვი­თაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

"ფოს­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­თან" შე­იძ­ლე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა კოს­ტა­ვას ქუ­ჩას, იქ ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

"დარ­ღვე­ვებ­ზე ჩვენ ყო­ველ­თვის ვრე­ა­გი­რებთ. თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ რუს­თა­ვე­ლის ამ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას პარ­კი­რე­ბა მო­ე­წყოს, ეს ჯერ მე­რი­ამ უნდა შე­ის­წავ­ლოს და მან უნდა გად­მოს­ცეს ეს ად­გი­ლი კომ­პა­ნი­ას. ჩვენ არ გან­ვსა­ზღვრავთ, სად უნდა იყოს პარ­კი­რე­ბა და სად არა, ეს მე­რი­ის კომ­პე­ტენ­ცი­აა", - გვი­თხრა ტა­ბი­ძემ.

იგი "რე­ზო­ნანსთან" სა­ბუ­რი­სას ამ­ბობს, რომ პარ­კი­რე­ბის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს: პარ­კი­რე­ბა ტრო­ტუ­არ­ზე და მან­ქა­ნე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე.

"თბი­ლი­სის მე­რია სწავ­ლობს ად­გი­ლებს, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კომ­პა­ნი­ას გად­მო­ე­ცე­მა. ჩვენ ვახ­დენთ ოპე­რი­რე­ბას, მონ­ტაჟ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი, თუ სად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მან­ქა­ნე­ბის გა­ჩე­რე­ბა და სად - არა;

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ტრო­ტუ­არ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლიც გა­ჩერ­დეს და ამა­ვე დროს ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­საც არ შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბა და­საშ­ვე­ბია. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს ის შემ­თხვე­ვაა, თუ ტრო­ტუ­ა­რი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნაც გა­ჩერ­დეს და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­საც არ შე­ექ­მნას გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა. ზოგ­ჯერ მძღო­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ მან­ქა­ნა ისე უნდა გა­ა­ჩე­რონ, რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს, რაც არას­წო­რია. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ეტ­ლით ბავ­შვს ასე­ირ­ნებს, გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა მა­საც არ უნდა შე­ექ­მნას.

"თუ ტრო­ტუ­ა­რის სი­გა­ნე მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ იძ­ლე­ვა, მა­შინ ტრო­ტუ­არ­ზე კეთ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნი­შა­ნი, რომ მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლებს ეწე­რე­ბათ 10-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, თუ იგი ისეა გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რომ ასე ვთქვათ, წე­სებს ძა­ლი­ან უხე­შად არ­ღვევს, მა­შინ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ცულ ად­გი­ლას გა­დაგ­ვყავს", - გვი­თხრა ლე­ვან ტა­ბი­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ზაზა გა­ბუ­ნია "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა პარ­კი­რე­ბის სამ­სა­ხურს ეხე­ბა.

"სითი-პარ­კი არის სამ­სა­ხუ­რი რო­მელ­საც ევა­ლე­ბა ასე­თი სა­კი­თხე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ეს კომ­პა­ნია ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა და თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა კარ­გად უნდა შე­ას­რუ­ლოს. საკ­რე­ბუ­ლო ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ვი­თარ რე­ა­გი­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენთ.

"გე­თან­ხმე­ბით, რომ ამ სა­კითხს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ეთ­მოს. დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ებს ის სა­კი­თხიც, რომ მან­ქა­ნე­ბის გა­ჩე­რე­ბა ყვე­ლა ად­გილ­ზე არ იყოს ნე­ბა­დარ­თუ­ლი, რათა ქა­ლა­ქი თავ­ნე­ბა მძღო­ლე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლად არ იქ­ცეს. თუკი მძღოლს კა­ნო­ნი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას გა­ა­ჩე­როს, მა­შინ ის ამას, რა თქმა უნდა, გა­ა­კე­თებს. ანუ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­სახ­ვე­წია, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს არა მძღო­ლებს, არა­მედ ვი­საც ამის მო­წეს­რი­გე­ბა ევა­ლე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში "სითი პარკს", - ამ­ბობს გა­ბუ­ნია.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, დიდი ხა­ნია ითხო­ვენ, რომ "სითი პარკთან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს.

"ამ ეტაპ­ზე საკ­რე­ბუ­ლოს "სითი პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით ბერ­კე­ტე­ბი არ გა­აჩ­ნია. არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ ვინ­მე გა­ვუშ­ვათ სახ­ლში, ან მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გავ­წყვი­ტოთ. იმ კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლებ­საც მუ­შა­ო­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი აქვთ, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, უნდა შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი უფრო მა­ღა­ლი იყოს.

"ახლა საკ­რე­ბუ­ლოს მხო­ლოდ გაფრ­თხი­ლე­ბის ბერ­კე­ტი აქვს. ჩვენ კომ­პა­ნი­ას და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, არა მგო­ნია, რომ მათ საკ­რე­ბუ­ლოს­თან კონ­ფლიქ­ტი უნ­დო­დეთ. და თუ გვინ­და, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის ქვე­ყა­ნა ვი­ყოთ, მა­შინ ასე­თი სა­კი­თხე­ბი უნდა მო­ვა­წეს­რი­გოთ", - უთხრა გა­ბუ­ნი­ამ "რე­ზო­ნანსს".

იაგო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები

ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე ავტომანქანები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა გაჩერებული, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება კომპანია "სითი პარკის" ვალდებულებაა, რომელთან დალაპარაკებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.

თავად "სითი პარკში" პარკირების ორ მეთოდზე საუბრობენ, როდესაც ტროტუარზე მანქანის გაჩერება შესაძლებელია და როდესაც არ შეიძლება. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რეაგირებას დარღვევის შემთხვევაშიც ვერ მოახდენენ, რადგან კონკრეტული ადგილი ჯერ მერიამ უნდა შეისწავლოს და რეაგირება კომპანიას სთხოვოს.

"რეზონანსმა" პრობლემა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, რუსთაველის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე შეისწავლა. მანქანებით გადატვირთულია რუსთაველის გადამკვეთი ქუჩები, თუმცა ქუჩის ტროტუარებზე ავტომანქანები ნაკლებად, მაგრამ მაინც შეინიშნება. განსაკუთრებული პრობლემაა ფოსტის ტერიტორია, აქ ტროტუარზე უამრავი მანქანა გვხვდება. ასეთი ვითარებაა კოსტავას ქუჩაზეც, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8კორპუსის შესასვლელთან.

როგორც "სითი პარკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ გაგვირკვია, ფოსტის წინ ავტომანქანები წესების დარღვევით არის გაჩერებული, რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ ავტომობილები წესების სრული დაცვითაა გაჩერებული.

"ფოსტის ტერიტორიაზე ავტომობილების გაჩერება მხოლოდ სასტუმრო "რედისონთან" შეიძლება, რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, იქ ნებადართულია.

"დარღვევებზე ჩვენ ყოველთვის ვრეაგირებთ. თუ არის შესაძლებელი, რომ რუსთაველის ამ კონკრეტულ ადგილას პარკირება მოეწყოს, ეს ჯერ მერიამ უნდა შეისწავლოს და მან უნდა გადმოსცეს ეს ადგილი კომპანიას. ჩვენ არ განვსაზღვრავთ, სად უნდა იყოს პარკირება და სად არა, ეს მერიის კომპეტენციაა", - გვითხრა ტაბიძემ.

იგი "რეზონანსთან" საბურისას ამბობს, რომ პარკირების ორი მეთოდი არსებობს: პარკირება ტროტუარზე და მანქანების სავალ ნაწილზე.

"თბილისის მერია სწავლობს ადგილებს, რის შემდეგაც ადგილების გაკონტროლების საშუალება კომპანიას გადმოეცემა. ჩვენ ვახდენთ ოპერირებას, მონტაჟდება სპეციალური ნიშნები, თუ სად არის შესაძლებელი მანქანების გაჩერება და სად - არა;

"იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საშუალება, რომ ტროტუარზე ავტომობილიც გაჩერდეს და ამავე დროს ფეხით მოსიარულეებსაც არ შეექმნათ პრობლემა, ამ შემთხვევაში ტროტუარზე პარკირება დასაშვებია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ის შემთხვევაა, თუ ტროტუარი ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე შესაძლებელია, რომ ავტომანქანაც გაჩერდეს და ფეხით მოსიარულესაც არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. ზოგჯერ მძღოლებს ჰგონიათ, რომ მანქანა ისე უნდა გააჩერონ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის გავლის შესაძლებლობა იყოს, რაც არასწორია. გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა გარემოება, მაგალითად, როდესაც ადამიანი ეტლით ბავშვს ასეირნებს, გადაადგილების პრობლემა მასაც არ უნდა შეექმნას.

"თუ ტროტუარის სიგანე მანქანის გაჩერების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ ტროტუარზე კეთდება სპეციალური ნიშანი, რომ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევებში ავტომობილების მძღოლებს ეწერებათ 10-ლარიანი ჯარიმა, თუ იგი ისეა გაჩერებული, რომ ასე ვთქვათ, წესებს ძალიან უხეშად არღვევს, მაშინ სპეციალურად დაცულ ადგილას გადაგვყავს", - გვითხრა ლევან ტაბიძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება პარკირების სამსახურს ეხება.

"სითი-პარკი არის სამსახური რომელსაც ევალება ასეთი საკითხების მოწესრიგება. ეს კომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება და თავისი მოვალეობა კარგად უნდა შეასრულოს. საკრებულო ტროტუარზე გაჩერებულ მანქანებთან დაკავშირებით ვერავითარ რეაგირებას ვერ მოვახდენთ.

"გეთანხმებით, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დახვეწას საჭიროებს ის საკითხიც, რომ მანქანების გაჩერება ყველა ადგილზე არ იყოს ნებადართული, რათა ქალაქი თავნება მძღოლების თავშეყრის ადგილად არ იქცეს. თუკი მძღოლს კანონი აძლევს საშუალებას, რომ ავტომანქანა ნებისმიერ ადგილას გააჩეროს, მაშინ ის ამას, რა თქმა უნდა, გააკეთებს. ანუ რეგულაციები დასახვეწია, დღეის მდგომარეობით კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მძღოლებს, არამედ ვისაც ამის მოწესრიგება ევალება, ამ შემთხვევაში "სითი პარკს", - ამბობს გაბუნია.

დეპუტატის თქმით, დიდი ხანია ითხოვენ, რომ "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გადაიხედოს.

"ამ ეტაპზე საკრებულოს "სითი პარკთან" დაკავშირებით ბერკეტები არ გააჩნია. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმე გავუშვათ სახლში, ან მასთან ხელშეკრულება გავწყვიტოთ. იმ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობაში ხარვეზები აქვთ, ჩვენი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ, უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობები და მათი მომსახურების ხარისხი უფრო მაღალი იყოს.

"ახლა საკრებულოს მხოლოდ გაფრთხილების ბერკეტი აქვს. ჩვენ კომპანიას დაველაპარაკებით, არა მგონია, რომ მათ საკრებულოსთან კონფლიქტი უნდოდეთ. და თუ გვინდა, რომ 21-ე საუკუნის ქვეყანა ვიყოთ, მაშინ ასეთი საკითხები უნდა მოვაწესრიგოთ", - უთხრა გაბუნიამ "რეზონანსს".

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია