პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა
"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლო 180 ქვე­ყა­ნას შო­რის 84-ე ად­გილ­ზეა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი აქ­ვეყ­ნებს.

ამას­თან," 2014 წლის "პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დექსში" სა­ქარ­თვე­ლომ, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა 17 პო­ზი­ცი­ით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა.

"2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ნაკ­ლე­ბი და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ვიდ­რე 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლის დრო­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმებ­სა და სი­ძულ­ვი­ლის კამ­პა­ნი­ას", - ნათ­ქვა­მია "რე­პორ­ტი­ო­რი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კვლა­ვაც პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა მე­დი­ის პო­ლა­რი­ზა­ცია.

2014 წლის "პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დექსში" პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა მოლ­დო­ვა­სა (56-ე ად­გი­ლი) და სომ­ხეთ­შია (78-ე ად­გი­ლი), ყვე­ლა­ზე ცუდი კი უზ­ბე­კეთ­ში (166), ყა­ზა­ხეთ­ში (161), აზერ­ბა­ი­ჯან­სა (160) და ბე­ლო­რუს­შია (157).

"რე­პორ­ტი­ო­რი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ინ­დექ­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ პირ­ვე­ლე­ბი ფი­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი და ნორ­ვე­გია არი­ან.

ამას­თან, ფი­ნე­თი უკვე ზე­დი­ზედ მე­ო­თხე წე­ლია ინ­დექსში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა თურ­ქმე­ნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და ერით­რე­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა

"პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველო 84-ე ადგილზეა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშში საქართველო 180 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

ამასთან," 2014 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსში" საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა.

"2013 წელს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლები დაძაბულობით გამოირჩეოდა, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და სიძულვილის კამპანიას", - ნათქვამია "რეპორტიორი საზღვრებს გარეშე" ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოსთვის კვლავაც პრობლემური იქნება მედიის პოლარიზაცია.

2014 წლის "პრესის თავისუფლების ინდექსში" პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მდგომარეობა მოლდოვასა (56-ე ადგილი) და სომხეთშია (78-ე ადგილი), ყველაზე ცუდი კი უზბეკეთში (166), ყაზახეთში (161), აზერბაიჯანსა (160) და ბელორუსშია (157).

"რეპორტიორი საზღვრებს გარეშე" ინდექსის მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ პირველები ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია არიან.

ამასთან, ფინეთი უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ინდექსში პირველ ადგილს იკავებს. პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე სავალალო მდგომარეობაა თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ერითრეაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები