აშშ-ში უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მომღერალ ბიონსეს რომანის გამო სკანდალი აგორდება, - განაცხადა ფრანგმა პაპარაცმა პასკალ როსტენმა. ფოტოგრაფმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ღალატის გამომჟღავნებასთან აქვს კავშირი, ინტერვიუში განაცხადა, რომ მომღერლისა და ამერიკის პრეზიდენტის შესახებ ახალი ამბავი The Washington Post-ში გამოქვეყნდება.
"შეერთებულ შტატებში რაღაც მასშტაბური ხდება, ობამასა და ბიონსეს ურთიერთობის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას ხვალ არა სკანდალური პრესა, არამედ The Washington Post-ი გამოაქვეყნებს", - განაცხადა რადიო Europe 1-სთან ინტერვიუში პასკალ როსტენმა, მაგრამ გამომცემლობაში ეს ინფორმაცია უარყვეს.
"ეს სიცრუეა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ, რომ ასეთი სახის ინფორმაციაზე არ ვმუშაობთ",- განაცხადა The Washington Post-ის ახალი ამბების მთავარმა რედაქტორმა კრისტინ კორატიმ.
"მე ვთქვი, რომ ამერიკელი ჟურნალისტები ამ ინფორმაციაზე მუშაობენ და ეს სტატია დღე-დღეზე შეიძლება გამოაქვეყნონ. მაგრამ არ ვამტკიცებდი, რომ სიახლე სამშაბათს გამოვიდოდა",- თავი იმართლა როსტენმა, The Washington Post-ის განცხადების შემდეგ.
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბარაკსა და მიშელ ობამას შორის ბოლო კვირების განმავლობაში უთანხმოებაა, მაგრამ მე პირადად, მეტი არაფერი ვიცი",- დასძინა სკანდალურმა ფოტოგრაფმა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის უთანხმოების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. 2013 წლის დეკემბრის ბოლოს პოპულარულმა ამერიკულმა ტაბლიოდმა The National Enquirer-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მიშელ ობამა მეუღლესთან განქორწინებას აპირებს.
ტაბლოიდის წყაროს თქმით, წყვილის 21- წლიანი ქორწინება იდეალისგან შორსაა, მაგრამ ბოლო წვეთი სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას დასაფლავებაზე, დანიის პრემიერ- მინისტრთან ობამას მოურიდებელი ფლირტი აღმოჩნდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.