მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში
რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კა ის­მის, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის და მათ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უმ­ნიშ­ვე­ლოა. არა­და, აშ­კა­რაა, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ნისტრს მარ­თვა უჭირს და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ზარ სუ­ბარს ეხე­ბა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მუდ­მი­ვად გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის დროს ეს სის­ტე­მა ბო­ლომ­დე და­ხუ­რულ-ჩა­რა­ზუ­ლი იყო, სუ­ბარ­მა გახ­სნა. რე­ა­ლუ­რად, ამან სი­კე­თე არ მო­ი­ტა­ნა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ნუ­სი გა­მოჩ­ნდა. შე­დე­გად, კვლავ და­ი­წყო საქ­მე­ე­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ში გარ­ჩე­ვა და სა­მი­ნის­ტრო­დან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა უფრო და უფრო გა­ჭირ­და.

რე­ა­ლუ­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ვარ­და - თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის დროს პა­ტიმ­რებს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­დათ და ყვე­ლა­ფერს ცემა-ტყე­პით წყვეტ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ პა­ტიმ­რებ­მა ზედ­მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღეს. შე­დე­გად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში ჯერ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გაჩ­ნდა, მერე კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი, ბო­ლოს კი, ისიც ით­ქვა, პა­ტიმ­რე­ბი არც სას­მე­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კის უქონ­ლო­ბას უჩი­ვი­ა­ნო. დღე­საც კი, სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ტიმ­რე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ და არა­ერ­თი მო­თხოვ­ნა აქვთ. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ აქ­ცი­ე­ბი გა­რე­და­ნაა მარ­თუ­ლი, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მათ ერ­თი­ა­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, ეს ცოტა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია.

და მა­ინც, რა ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში და რას ითხო­ვენ, რე­ა­ლუ­რად, პა­ტიმ­რე­ბი? "ვერ­სი­ამ" პრე­სის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ გა­ა­კე­თა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ოთხი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მარს ესა­უბ­რა. რო­გორც გა­ირ­კვა, ხმა­მა­ღალ გა­მოთ­ქმულ პრო­ტესტს იქით, კი­დევ ერთი პრო­ტეს­ტი იმა­ლე­ბა - ჩუმი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი. მაშ ასე, ჩვენ მე­ექ­ვსე (ე.წ. კრი­ტი) და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ქალი მსჯავ­რდე­ბუ­ლი, გე­გუ­თის, რუს­თა­ვი­სა და ქსნის პა­ტიმ­რე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ირმა, მე­ექ­ვსე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბუ­ლი: - ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვი­თხოვთ. გვინ­და, საქ­მე­ებს გა­და­ხე­დონ და ვი­საც ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეხე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, იმათ საქ­მე­ებს გა­და­ხე­დონ. ჩვენ ხომ არ ვამ­ბობთ, კარი გა­ა­ღეთ და ყვე­ლა გაგ­ვიშ­ვი­თო? ექ­ვსი ქალი ვშიმ­ში­ლობთ და კი­დევ ორი დაგ­ვე­მა­ტე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი, მა­გა­ლი­თად, 7-8 წელი იჯ­დეს და მერე ვა­დამ­დე ადრე არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო. გა­ი­ძა­ხი­ან, რაღა გინ­დათ, ხომ აღარ გცე­მე­ნო? მად­ლო­ბა, რომ აღარ გვცე­მენ, მაგ­რამ ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, სხვა არა­ფე­რი გვე­კუთ­ვნის? გა­რე­დან მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი­აო, ამას წი­ნათ თქვეს. ვაი, თქვენს პატ­რონს, მე ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სე­ბის გუ­ლის­თვის არც ვი­შიმ­ში­ლებ და არც თავს და­ვი­ჩე­ხავ... არა­და, ამას ვა­პი­რებთ.

გეგი, გე­გუ­თი: - მხო­ლოდ ის არაა საქ­მე, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ძა­ლი­ან გა­ამ­კაც­რა რე­ჟი­მი და ნელ-ნელა ძველ დროს აბ­რუ­ნებს - დაგვპირ­დნენ, საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­ხე­დე­ბაო და მოგ­ვა­ტყუ­ეს. პი­რა­დად, ეკა ბე­სე­ლია დაგვპირ­და და მოგ­ვა­ტყუა. მე­დალს მე­ო­რე მხა­რეც აქვს. აქა­უ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია ე.წ. მა­ყუ­რებ­ლებს შე­ეკ­რა და იმა­თი ხე­ლით სურს, გვმარ­თოს. ახლა მასა შიმ­ში­ლობს და მა­ყუ­რებ­ლე­ბი ვე­რა­ფერს ბე­და­ვენ, თო­რემ იყო დრო, როცა ერთი-ორი კაცი შიმ­ში­ლობ­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­თი­თე­ბით, მა­ყუ­რებ­ლე­ბი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ცი­ხე­ებ­ში თა­მა­შე­ბიც და­ი­წყო, ჩვე­ნი ზო­ნი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად ათი კაცი მა­ინც რე­კავს ახ­ლობ­ლებ­თან, ფული წა­ვა­გე და მიშ­ვე­ლე­თო. "სტავ­კა", ერთი შე­ხედ­ვით, დიდი არ არის, 2-3 ათა­სი ლა­რია, მაგ­რამ აბა იშო­ვეთ ეს თან­ხა, რო­გო­რია? სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს მარ­ტო თუ ვხვდე­ბით, ამ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით, მაგ­რამ საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან ჩანს. ბევრ პა­ტი­მარს აქვს შე­ხე­ბუ­ლი ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ე.წ. უდო, მაგ­რამ უარს ეუბ­ნე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, იმ პა­ტი­მარ­თა­გან, რომ­ლებ­მაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნეს, უმ­რავ­ლე­სო­ბამ მა­ყუ­რებ­ლე­ბის ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო. ვინ­მემ, იქ­ნებ, მო­ა­ხერ­ხოს და თა­მა­შე­ბი აკ­რძა­ლოს, თო­რემ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ცი­ხე­ში შიდა ბუნ­ტი მოხ­დე­ბა და მერე პა­ტიმ­რე­ბი თავს კი არ და­ი­ჩე­ხა­ვენ, მა­ყუ­რებ­ლებს და­ე­რე­ვი­ან...

რეზო, ქსა­ნი: - ჩვენ­თან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მია. თა­ვი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­უშ­ვეს და ახლა როცა რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბა სურთ, პა­ტიმ­რებს არ გვინ­და დავ­თმოთ. არა­და, გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვი­თხოვთ. ზამ­თარ­ში თბი­ლი ტან­საც­მე­ლი რომ შე­მო­ვი­დეს, რა­ტომ უნდა შე­უ­თან­ხმო ან ცი­ხის უფ­როსს, ან მა­ყუ­რე­ბელს? თუ ეჭვი აქვთ, რომ ტან­საც­მელ­ში ნარ­კო­ტი­კი იქ­ნე­ბა და­მა­ლუ­ლი, გა­ჩხრი­კონ და თუ იპო­ვი­ან, დაგ­ვსა­ჯონ. აქ სხვა "თა­ვია და­მარ­ხუ­ლი". როცა ზო­ნის უფ­რო­სი გვე­უბ­ნე­ბა, ტან­საც­მელს შე­მო­გა­ტა­ნი­ნე­ბო, სა­ნაც­ვლოდ, სხვა რა­მეს გთხოვს და ეს ხში­რად ჩაშ­ვე­ბაა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად და­დი­ან, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არა­ფერს აკე­თე­ბენ. ჯერ ჩვენ გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, მერე კი­ზო­ნის უფ­როს­თან მი­დი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, ესა და ეს პა­ტი­მა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო­აო და მათი წას­ვლის შემ­დეგ ჩვენ­ზე ზე­წო­ლა იწყე­ბა. ასე აქვთ სის­ტე­მა აწყო­ბი­ლი და არც იმის მჯე­რა, რომ უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი სო­ზარ სუ­ბარს სე­რი­ო­ზუ­ლად აკ­რი­ტი­კებს ხოლ­მე. ისი­ნი ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ...

გელა, რუს­თა­ვი: - ნე­ბის­მი­ერ დროს, ვი­მე­ო­რებ, ნე­ბის­მი­ერ დროს მო­დით და ნა­ხავთ, რომ მი­ნი­მუმ ორი კაცი შიმ­ში­ლობს. ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვაა, მაგ­რამ ზოგი შიმ­ში­ლო­ბას იმი­ტომ იწყებს, რომ თა­მა­შებს აე­რი­დოს და ფული არ წა­ა­გოს. მა­ყუ­რებ­ლე­ბი გვა­ვიწ­რო­ვე­ბენ და ამა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცია თვალს ხუ­ჭავს. ვინ­მე ერთხელ მა­ინც და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ წა­ვი­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ირაკ­ლი კორ­ძა­ია? მა­ნაც ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო. პა­ტიმ­რე­ბი მას სთხოვ­დნენ, გვიშ­ვე­ლეო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ვე­ღა­რა­ფერს აკე­თებ­და, ზო­ნის უფ­რო­სი ეუბ­ნე­ბო­და, სხვა­ნა­ი­რად ვერ ვი­ჭერ სი­ტუ­ა­ცი­ა­სო და... რო­გორც ვიცი, ქურ­დე­ბიც ურე­კავ­დნენ კორ­ძა­ი­ას და ათას რა­მეს სთხოვ­დნენ. შე­დე­გად, გაც­ლა არ­ჩია და ვი­თომც არა­ფე­რი, ისე გა­დად­გა. აქ ერთი ფსი­ქო­ლო­გი იყო, ქე­თე­ვან მა­ჩხაშ­ვი­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დრო­საც კი პა­ტიმ­რებ­მა მად­ლო­ბის წე­რი­ლი და­უ­წე­რეს. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მოსხნეს და ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი დაგ­ვი­ნიშ­ნეს, დამ­შვი­დე­ბის ნაც­ვლად, გვა­გი­ჟებს და ეს აწყობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ნერ­ვე­ბაშ­ლი­ლი პა­ტი­მა­რი უფრო ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია.

P.S. სხვა­თა შო­რის, არა­ვინ მა­ლავს, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის გარ­და, ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და თა­მა­შე­ბია. თა­ვა­ნის ჩა­ბა­რე­ბა კი­დევ ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის­თვის ღირ­სე­ბის საქ­მეა და თავ­ნის ფულ­ზე ცი­ხი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ბი­ლუ­რე­ბით ირე­კე­ბა. ყვე­ლა, ვი­მე­ო­რებთ ყვე­ლა, ზო­ნი­სა თუ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დგას მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რის სიგ­ნალს იჭერს, ანუ თუ მავ­თულხლართს იქი­დან ირე­კე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ იცის. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პა­ტი­მარ­თან ჩვე­ნი სა­უბ­რის შე­სა­ხებ იცის და... არა­ფერს აკე­თებს.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში

რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში

იმის მიუხედავად, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმის, მინისტრთა კაბინეტის წევრები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მათ სამინისტროებში არსებული პრობლემები უმნიშველოა. არადა, აშკარაა, რომ რამდენიმე მინისტრს მართვა უჭირს და ეს ყველაზე მეტად სოზარ სუბარს ეხება. სასჯელაღსრულების სამინისტროს მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ და თუ ნაციონალური მოძრაობის დროს ეს სისტემა ბოლომდე დახურულ-ჩარაზული იყო, სუბარმა გახსნა. რეალურად, ამან სიკეთე არ მოიტანა, რადგან ძალიან ბევრი მინუსი გამოჩნდა. შედეგად, კვლავ დაიწყო საქმეების კულუარებში გარჩევა და სამინისტროდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება უფრო და უფრო გაჭირდა.

რეალურად, ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა - თუ ნაციონალური მოძრაობის დროს პატიმრებს არანაირი უფლებები არ ჰქონდათ და ყველაფერს ცემა-ტყეპით წყვეტდნენ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატიმრებმა ზედმეტი თავისუფლება მიიღეს. შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემებში ჯერ მობილური ტელეფონები გაჩნდა, მერე კომპიუტერები და უკაბელო ინტერნეტი, ბოლოს კი, ისიც ითქვა, პატიმრები არც სასმელისა და ნარკოტიკის უქონლობას უჩივიანო. დღესაც კი, საქართველოს ციხეებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პატიმრები შიმშილობენ და არაერთი მოთხოვნა აქვთ. არსებობს ვარაუდი, რომ აქციები გარედანაა მართული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ ერთიანი მოთხოვნები არ გააჩნიათ, ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია.

და მაინც, რა ხდება ციხეებში და რას ითხოვენ, რეალურად, პატიმრები? "ვერსიამ" პრესისთვის უპრეცედენტო რამ გააკეთა და სასჯელაღსრულების ოთხი დაწესებულების პატიმარს ესაუბრა. როგორც გაირკვა, ხმამაღალ გამოთქმულ პროტესტს იქით, კიდევ ერთი პროტესტი იმალება - ჩუმი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული. მაშ ასე, ჩვენ მეექვსე (ე.წ. კრიტი) დაწესებულების ქალი მსჯავრდებული, გეგუთის, რუსთავისა და ქსნის პატიმრები გვესაუბრებიან.

ირმა, მეექვსე დაწესებულების მსჯავრდებული: - ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. გვინდა, საქმეებს გადახედონ და ვისაც ვადამდე ადრე გათავისუფლება ეხება, გაათავისუფლონ. ვისაც მიაჩნიათ, რომ უკანონო პატიმარია, იმათ საქმეებს გადახედონ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, კარი გააღეთ და ყველა გაგვიშვითო? ექვსი ქალი ვშიმშილობთ და კიდევ ორი დაგვემატება. არ შეიძლება, ადამიანი, მაგალითად, 7-8 წელი იჯდეს და მერე ვადამდე ადრე არ გაათავისუფლო. გაიძახიან, რაღა გინდათ, ხომ აღარ გცემენო? მადლობა, რომ აღარ გვცემენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, სხვა არაფერი გვეკუთვნის? გარედან მართული პროცესიაო, ამას წინათ თქვეს. ვაი, თქვენს პატრონს, მე ვიღაცის ინტერესების გულისთვის არც ვიშიმშილებ და არც თავს დავიჩეხავ... არადა, ამას ვაპირებთ.

გეგი, გეგუთი: - მხოლოდ ის არაა საქმე, რომ ადმინისტრაციამ ძალიან გაამკაცრა რეჟიმი და ნელ-ნელა ძველ დროს აბრუნებს - დაგვპირდნენ, საქმეები გადაიხედებაო და მოგვატყუეს. პირადად, ეკა ბესელია დაგვპირდა და მოგვატყუა. მედალს მეორე მხარეც აქვს. აქაური ადმინისტრაცია ე.წ. მაყურებლებს შეეკრა და იმათი ხელით სურს, გვმართოს. ახლა მასა შიმშილობს და მაყურებლები ვერაფერს ბედავენ, თორემ იყო დრო, როცა ერთი-ორი კაცი შიმშილობდა და ადმინისტრაციის მითითებით, მაყურებლები სასტიკად უსწორდებოდნენ. ციხეებში თამაშებიც დაიწყო, ჩვენი ზონიდან ყოველდღიურად ათი კაცი მაინც რეკავს ახლობლებთან, ფული წავაგე და მიშველეთო. "სტავკა", ერთი შეხედვით, დიდი არ არის, 2-3 ათასი ლარია, მაგრამ აბა იშოვეთ ეს თანხა, როგორია? სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მარტო თუ ვხვდებით, ამ თემაზე ვესაუბრებით, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანს. ბევრ პატიმარს აქვს შეხებული ვადაზე ადრე გათავისუფლება, ე.წ. უდო, მაგრამ უარს ეუბნებიან. სხვათა შორის, იმ პატიმართაგან, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს, უმრავლესობამ მაყურებლების ზეწოლას ვერ გაუძლო. ვინმემ, იქნებ, მოახერხოს და თამაშები აკრძალოს, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, ციხეში შიდა ბუნტი მოხდება და მერე პატიმრები თავს კი არ დაიჩეხავენ, მაყურებლებს დაერევიან...

რეზო, ქსანი: - ჩვენთან მთავარი პრობლემა ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული რეჟიმია. თავიდან მაქსიმალურად მოუშვეს და ახლა როცა რეჟიმის დაბრუნება სურთ, პატიმრებს არ გვინდა დავთმოთ. არადა, განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. ზამთარში თბილი ტანსაცმელი რომ შემოვიდეს, რატომ უნდა შეუთანხმო ან ციხის უფროსს, ან მაყურებელს? თუ ეჭვი აქვთ, რომ ტანსაცმელში ნარკოტიკი იქნება დამალული, გაჩხრიკონ და თუ იპოვიან, დაგვსაჯონ. აქ სხვა "თავია დამარხული". როცა ზონის უფროსი გვეუბნება, ტანსაცმელს შემოგატანინებო, სანაცვლოდ, სხვა რამეს გთხოვს და ეს ხშირად ჩაშვებაა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხშირად დადიან, მაგრამ საერთოდ არაფერს აკეთებენ. ჯერ ჩვენ გვესაუბრებიან, მერე კიზონის უფროსთან მიდიან და ეუბნებიან, ესა და ეს პატიმარი უკმაყოფილოაო და მათი წასვლის შემდეგ ჩვენზე ზეწოლა იწყება. ასე აქვთ სისტემა აწყობილი და არც იმის მჯერა, რომ უჩა ნანუაშვილი სოზარ სუბარს სერიოზულად აკრიტიკებს ხოლმე. ისინი ერთად მოქმედებენ...

გელა, რუსთავი: - ნებისმიერ დროს, ვიმეორებ, ნებისმიერ დროს მოდით და ნახავთ, რომ მინიმუმ ორი კაცი შიმშილობს. ძირითადი მოთხოვნა საქმეების გადახედვაა, მაგრამ ზოგი შიმშილობას იმიტომ იწყებს, რომ თამაშებს აერიდოს და ფული არ წააგოს. მაყურებლები გვავიწროვებენ და ამაზე ადმინისტრაცია თვალს ხუჭავს. ვინმე ერთხელ მაინც დაინტერესდა, რატომ წავიდა თანამდებობიდან ირაკლი კორძაია? მანაც ზეწოლას ვერ გაუძლო. პატიმრები მას სთხოვდნენ, გვიშველეო, მაგრამ რეალურად, ვეღარაფერს აკეთებდა, ზონის უფროსი ეუბნებოდა, სხვანაირად ვერ ვიჭერ სიტუაციასო და... როგორც ვიცი, ქურდებიც ურეკავდნენ კორძაიას და ათას რამეს სთხოვდნენ. შედეგად, გაცლა არჩია და ვითომც არაფერი, ისე გადადგა. აქ ერთი ფსიქოლოგი იყო, ქეთევან მაჩხაშვილი, ნაციონალების დროსაც კი პატიმრებმა მადლობის წერილი დაუწერეს. ეს ქალბატონი მოსხნეს და ისეთი ფსიქოლოგი დაგვინიშნეს, დამშვიდების ნაცვლად, გვაგიჟებს და ეს აწყობს ადმინისტრაციას. ნერვებაშლილი პატიმარი უფრო ადვილი სამართავია.

P.S. სხვათა შორის, არავინ მალავს, რომ ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული რეჟიმის გარდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი და თამაშებია. თავანის ჩაბარება კიდევ ნებისმიერი პატიმრისთვის ღირსების საქმეა და თავნის ფულზე ციხიდან ჩვეულებრივი მობილურებით ირეკება. ყველა, ვიმეორებთ ყველა, ზონისა თუ ციხის ადმინისტრაციაში დგას მოწყობილობა, რომელიც მობილურის სიგნალს იჭერს, ანუ თუ მავთულხლართს იქიდან ირეკება, ადმინისტრაციამ იცის. შესაბამისად, ყველა პატიმართან ჩვენი საუბრის შესახებ იცის და... არაფერს აკეთებს.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ