სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის­თვის მზად არის, - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღარ­ბაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის დრო­ში" გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუნდშიც ანა­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბაა. "მე გი­დას­ტუ­რებთ, რომ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, მზა­ო­ბა მაქვს, შედ­გეს პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი. გვაქვს ასე­თი გან­წყო­ბა გუნდში, რომ შედ­გეს პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. რა ტი­პის იქ­ნე­ბა და რო­დის ან სად შედ­გე­ბა ეს დი­ა­ლო­გი, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ჩვენ გვაქვს გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ასეთ შეხ­ვედ­რას სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­გეგ­მვა და მომ­ზა­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ასე­თი პა­უ­ზის შემ­დეგ. ეს შეხ­ვედ­რა უნდა იყოს გა­სა­გე­ბი ყვე­ლას­თვის, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. თუ და­ი­წყე­ბა ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ამას დას­ჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგს რუ­სეთ­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს. პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნე გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა, ასე­ვე ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მე­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ევ­რო­პა­ში შეხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­ი­წო­ნეს.

"მათ კი­დევ ერთხელ მოგ­ვი­წო­დეს, რომ კი­დევ უფრო გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ ჩვე­ნი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი. რა თქმა უნდა, ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის, - ამის შესახებ ირაკლი ღარბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გუნდშიც ანალოგიური განწყობაა. "მე გიდასტურებთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მზაობა მაქვს, შედგეს პირდაპირი დიალოგი. გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან. რა ტიპის იქნება და როდის ან სად შედგება ეს დიალოგი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები. ასეთ შეხვედრას სჭირდება ძალიან სერიოზული დაგეგმვა და მომზადება, განსაკუთრებით ასეთი პაუზის შემდეგ. ეს შეხვედრა უნდა იყოს გასაგები ყველასთვის, პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის. თუ დაიწყება ამ საკითხზე მოლაპარაკება, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთან საერთაშორისო არენაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. პრემიერის ინფორმაციით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული ტურნე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებსაც ევროპაში შეხვდა, საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან მიმართებაში მოიწონეს.

"მათ კიდევ ერთხელ მოგვიწოდეს, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება პირდაპირი დიალოგი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა