პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ
განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ

დამ­წვა­რი 500 კვა­და­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი, 25 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მა­ღა­ზია და ათე­უ­ლო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე, - ეს იმ ხან­ძრის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე "ბავ­შვთა სამ­ყა­როს­თან" მდე­ბა­რე სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რებს გა­უჩ­ნდა.

რა გახ­და ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი ხან­ძრის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხან­ძა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად იმ ჯი­ხურს გა­უჩ­ნდა, რომ­ლის მე­პატ­რო­ნე­საც მა­ღა­ზი­ა­ში სან­თე­ლი ჰქონ­და ან­თე­ბუ­ლი. ცე­ცხლი წა­მებ­ში გავ­რცელ­და და სხვა ჯი­ხუ­რებ­საც გა­და­ე­დო.

მო­ვაჭ­რე­თა ნა­წი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნეს - მი­ზე­ზად სა­გა­და­სა­ხა­დოს­თან პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლე­ბენ.

"პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რაც გვა­წუ­ხებ­და, სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი იყო. სა­ქო­ნე­ლი ვერ მოგვქონ­და ნორ­მა­ლუ­რად. ბაზ­რო­ბე­ბი არ იყო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. გზა­ზე გვხდე­ბო­და სა­გა­და­სა­ხო, გვა­ჩე­რებ­და და გვი­წერ­და 500-ლა­რი­ან ჯა­რი­მებს", - გან­ცხა­და ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა.

მო­ვაჭ­რე­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რე­ბი შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო იყო. მათი დიდი ნა­წი­ლი ჯი­ხუ­რებს ბან­კის კრე­დი­ტით ამუ­შა­ვებ­და.

"ლტოლ­ვი­ლი ვარ, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი. 20 წე­ლია ამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ. რაც ვი­მუ­შა­ვე, ცე­ცხლმა წა­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი. მე­ო­რედ უნდა და­ვი­წყო ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ამ ასაკ­ში", - აცხა­დებს სხვა მო­ვაჭ­რე.

დი­დუ­ბის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის, და­ვით ნა­ფეტ­ვა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დი­დუ­ბის გამ­გე­ო­ბა და თბი­ლი­სის მე­რია და­ზა­რე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ.

"ზა­რალს ახლა ვსწავ­ლობთ. რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა, ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, და­ნარ­ჩენს შე­ვის­წავ­ლით. ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც გვექ­ნე­ბა, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა და თბი­ლი­სის მე­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნა­ფეტ­ვა­რი­ძემ.

მი­უ­ხე­და­ვად დი­დუ­ბის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის და­პი­რე­ბი­სა, მო­ვაჭ­რე­თა უმე­ტე­სო­ბა უი­მე­დოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი და "ამ­ბე­ბი.გე"-სთან პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის არ სჯე­რათ.

ხან­ძარს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და აქ­რობ­და, თუმ­ცა მა­ღა­ზი­ა­თა უმე­ტე­სო­ბა სრუ­ლი­ად და­იწ­ვა.

გი­ორ­გი და­დი­ა­ნი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: ხან­ძა­რი ბავ­შვთა სამ­ყა­როს­თან

რუბრიკის სხვა სიახლეები

განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ

განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ

დამწვარი 500 კვადატული მეტრი ფართობი, 25 განადგურებული მაღაზია და ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე, - ეს იმ ხანძრის შედეგია, რომელიც ვაგზლის მოედანზე "ბავშვთა სამყაროსთან" მდებარე სავაჭრო ჯიხურებს გაუჩნდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია, თუმცა დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი თავდაპირველად იმ ჯიხურს გაუჩნდა, რომლის მეპატრონესაც მაღაზიაში სანთელი ჰქონდა ანთებული. ცეცხლი წამებში გავრცელდა და სხვა ჯიხურებსაც გადაედო.

მოვაჭრეთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს - მიზეზად საგადასახადოსთან პრობლემებს ასახელებენ.

"პირველ ყოვლისა, რაც გვაწუხებდა, საგადასახადო სამსახური იყო. საქონელი ვერ მოგვქონდა ნორმალურად. ბაზრობები არ იყო მოწესრიგებული. გზაზე გვხდებოდა საგადასახო, გვაჩერებდა და გვიწერდა 500-ლარიან ჯარიმებს", - განცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

მოვაჭრეთა უმეტესობისთვის სავაჭრო ჯიხურები შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მათი დიდი ნაწილი ჯიხურებს ბანკის კრედიტით ამუშავებდა.

"ლტოლვილი ვარ, აფხაზეთიდან დევნილი. 20 წელია ამ ადგილას ვმუშაობ. რაც ვიმუშავე, ცეცხლმა წაიღო ყველაფერი. მეორედ უნდა დავიწყო ცხოვრება თავიდან ამ ასაკში", - აცხადებს სხვა მოვაჭრე.

დიდუბის გამგებლის მოადგილის, დავით ნაფეტვარიძის განცხადებით, დიდუბის გამგეობა და თბილისის მერია დაზარებულებს დახმარებას გაუწევენ.

"ზარალს ახლა ვსწავლობთ. რაც სასიხარულოა, ფიზიკურად არავინ დაშავებულა, დანარჩენს შევისწავლით. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რისი საშუალებაც გვექნება, დიდუბის რაიონის გამგეობა და თბილისის მერია დაზარალებულებს დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა დავით ნაფეტვარიძემ.

მიუხედავად დიდუბის გამგებლის მოადგილის დაპირებისა, მოვაჭრეთა უმეტესობა უიმედოდ არის დარჩენილი და "ამბები.გე"-სთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დანაპირების შესრულების არ სჯერათ.

ხანძარს ნახევარი საათის განმავლობაში 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა, თუმცა მაღაზიათა უმეტესობა სრულიად დაიწვა.

გიორგი დადიანი

იხილეთ ფოტოგალერეა: ხანძარი ბავშვთა სამყაროსთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია