Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველებმა, შეიკის შემდეგ, ლიონელ მესის "ფეისბუქი" "დაბომბეს"
ქართველებმა, შეიკის შემდეგ, ლიონელ მესის "ფეისბუქი" "დაბომბეს"

ჯე­რაც არ ჩა­უვ­ლია ვნე­ბა­თა­ღელ­ვას, რაც ირი­ნა შე­ი­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა­სა და კო­მენ­ტა­რებს მოჰ­ყვა. რუსი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დოს გელფ­რენ­დია, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, კო­მენ­ტა­რიც გა­ე­კე­თე­ბი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხრეა ქარ­თვე­ლი დევ­ნი­ლე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შე­ი­კის გვერ­დზე და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათას­მა ქარ­თველ­მა და­წე­რა: "აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი სა­ქარ­თვე­ლოა" (სამ ენა­ზე).

ახლა კი ახა­ლი ჭორი აგორ­და, რო­მე­ლიც უკვე ლი­ო­ნელ მე­სის უკავ­შირ­დე­ბა. ერთ-ერთ ქარ­თულ ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ცრუ-ინ­ტერ­ვიუ მე­სის­თან, რო­მე­ლიც არ­გენ­ტი­ნელ­მა ვარ­სკვლავ­მა თით­ქოს­და "იზ­ვეს­ტი­ას" მის­ცა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მესი "ამ­ბობს", რომ ყო­ველ პა­ტა­რა ერს აქვს უფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს და კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებ­მა აფხა­ზე­ბის მა­გა­ლი­თით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლო­ნო". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფაბ­რი­კა­ცია აშ­კა­რა იყო, "ფე­ის­ბუ­ქის" ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ის სი­მარ­თლედ მი­ი­ღო.

ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, ჩვენ გა­და­ვა­მოწ­მეთ და, რო­გორც ვე­ლო­დით, არა­ნა­ი­რი მსგავ­სი სა­ხის ინ­ტერ­ვიუ მე­სის "იზ­ვეს­ტი­ას­თვის" არ მი­უ­ცია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ წუ­თებ­შიც ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ლეო მე­სის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე "პრო­ტესტს" გა­მოთ­ქვა­მენ და რო­გორც ირი­ნა შე­ი­კის გვერ­დზე, აქაც ტო­ვე­ბენ კო­მენ­ტარს: "აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა!!! Abkhazia and Samachablo (South Ossetia) are

GEORGIA!!! Абхазия и Южная Осетия это Грузия!"

sportall.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველებმა, შეიკის შემდეგ, ლიონელ მესის "ფეისბუქი" "დაბომბეს"

ქართველებმა, შეიკის შემდეგ, ლიონელ მესის "ფეისბუქი" "დაბომბეს"

ჯერაც არ ჩაუვლია ვნებათაღელვას, რაც ირინა შეიკის "ფეისბუქის" გვერდზე ქართველი მომხმარებლების აღშფოთებასა და კომენტარებს მოჰყვა. რუსი მოდელი, რომელიც კრიშტიანო რონალდოს გელფრენდია, იძულებული გახდა, კომენტარიც გაეკეთებინა და განაცხადა, რომ მომხრეა ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების.

შეგახსენებთ, რომ შეიკის გვერდზე დაახლოებით 10 ათასმა ქართველმა დაწერა: "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა" (სამ ენაზე).

ახლა კი ახალი ჭორი აგორდა, რომელიც უკვე ლიონელ მესის უკავშირდება. ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე გამოქვეყნდა ცრუ-ინტერვიუ მესისთან, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა თითქოსდა "იზვესტიას" მისცა.

ინტერვიუში მესი "ამბობს", რომ ყოველ პატარა ერს აქვს უფლება, დამოუკიდებელი იყოს და კატალონიელებმა აფხაზების მაგალითით უნდა იხელმძღვანელონო". მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკაცია აშკარა იყო, "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ის სიმართლედ მიიღო.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გადავამოწმეთ და, როგორც ველოდით, არანაირი მსგავსი სახის ინტერვიუ მესის "იზვესტიასთვის" არ მიუცია.

მიუხედავად ამისა, ამ წუთებშიც ქართველი მომხმარებლები ლეო მესის "ფეისბუქის" გვერდზე "პროტესტს" გამოთქვამენ და როგორც ირინა შეიკის გვერდზე, აქაც ტოვებენ კომენტარს: "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!! Abkhazia and Samachablo (South Ossetia) are

GEORGIA!!! Абхазия и Южная Осетия это Грузия!"

sportall.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს