მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის
თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის

მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", რო­მელ­შიც თა­მუ­ნას როლს თა­მა­შობ­და. სე­რი­ა­ლის შემ­დეგ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს შე­ე­ჭი­და და დღე­საც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და პა­რი­ზი­დან, სა­დაც და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა ფრან­გი რე­ჟი­სო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ ფილმზე "თბი­ლი­სი პა­ტა­რა თე­ატ­რი". ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი იმ ჯგუ­ფი­დან, რომ­ლის მიწ­ვე­ვი­თაც ნიუ-იორკში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ამე­რი­კის ნაც­ვლად სას­წავ­ლებ­ლად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და, შეხ­ვდა თი­ნას და შეს­თა­ვა­ზა მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილმში გა­და­ღე­ბა, რო­მელ­შიც მისი პერ­სო­ნა­ჟი ხსნის ფა­ბუ­ლას და მა­ყუ­რე­ბელს გმი­რებს აც­ნობს.

ამ­ჟა­მად თინა მუ­შა­ობს სპექ­ტაკლზე, რო­მელ­საც გი­ორ­გი არა­ბუ­ლი დგამს, დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის­გან კი თავი შე­ი­კა­ვა. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ნუს­ხას 2 წლის წინ ხელ­ნა­კე­თი ტან­საც­მლი­სა და ნივ­თე­ბის სა­ხე­ლოს­ნო და­ე­მა­ტა, სა­დაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ხდე­ბა სა­მო­სის მო­ხატ­ვა. თა­ვი­დან ეს იყო უფრო ფერ­წე­რა ტან­საც­მელ­ზე, მაგ­რამ თან­და­თან გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ ეტაპ­ზე, მუ­შა­ო­ბენ სამ­კა­უ­ლებ­ზე და ქმნი­ან ახალ ხაზს. თი­ნას ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ქარ­თვე­ლე­ბი ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი და სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ხალ­ხი ვართ.…

- სა­შინ­ლად სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი... ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არის უკი­დე­გა­ნო ფა­ნა­ტიზ­მი, ჩვენ ვა­ფე­ტი­შებთ ყვე­ლა­ფერს, რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბი­თა და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, და ამას და­სას­რუ­ლი არ აქვს. დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მუდ­მე­ბით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში, საქ­მე­ებ­ში, პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ში და აქ ჩვენ არ გვაქვს კე­თი­ლი ნე­ბის ცნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­თი­ლი ნე­ბის დე­ფი­ცი­ტია, ყვე­ლა ცდი­ლობს, მო­გახ­ვი­ოს თა­ვი­სი აზრი, ჩა­იჭ­რას შენს ცხოვ­რე­ბა­ში. დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა 17 მა­ი­სის ამ­ბებს, სა­დაც 17-20 პირს ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა აუკ­რძა­ლა სიყ­ვა­რუ­ლი. სიყ­ვა­რუ­ლის უფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა სრუ­ლი­ად სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერმა, რაც, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა.

- თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი იყო...

- რას ნიშ­ნავს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. მე სიყ­ვა­რულს არ ვყოფ დე­ფი­ნი­ცი­ე­ბად – ტრა­დი­ცი­უ­ლად და არატ­რა­დი­ცი­უ­ლად, სიყ­ვა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, უყ­ვარ­დეს ის, ვინც უნდა. 17 მა­ისს ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­ლუ­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ნამ­დვი­ლად არ შეკ­რე­ბი­ლან, იქ ჩემი ბევ­რი გეი და ჰე­ტე­რო მე­გო­ბა­რი იდგა და ზუს­ტად ვიცი, რომ აღ­ლუ­მის იდეა თავ­ში არა­ვის მოს­ვლია. ეს იყო მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია, რომ მათ აქვთ სიყ­ვა­რუ­ლის, ქმე­დე­ბის უფ­ლე­ბა და არი­ან სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ერი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თა­ვი­ან­თი თავ­ნე­ბო­ბი­თა და კე­თი­ლი ნე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით, მათ წინ აღუდ­გნენ. ჩემი აზ­რით, ეს იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი სტე­რე­ო­ტი­პია, რომ ზოგ­ჯერ აქე­დან გაქ­ცე­ვა მინ­დე­ბა. ზღვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბას შო­რის გა­დის იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნი არ­ღვევს სხვის პი­რად სივ­რცეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ერი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა შე­იჭ­რა ოც­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის პი­რად სივ­რცე­ში, რაც და­მან­გრე­ვე­ლია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ერი აფა­ნა­ტებს დოგმებ­ზე, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის გამო ბევ­რს არ აქვს სა­კუ­თა­რი აზრი და ამ დროს ნე­ბის­მი­ერ იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე მდგომ­მა მღვდელ­მა რაც უნდა თქვას, უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან...

- ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი რე­ლი­გია მორ­ჩი­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

- ჩვე­ნი რე­ლი­გია ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­აა. მე არ ვარ რე­ლი­გი­უ­რი, მე ვარ მორ­წმუ­ნე, მწამს ღმერ­თის და არა სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი დოგმე­ბის. როცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი მო­იხ­მარს ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებს და მე მი­ქა­და­გებს სა­პი­რის­პი­როს, ეს ნორ­მა­ლუ­რია?! მე უმე­ტეს­წი­ლად არ დავ­დი­ვარ ეკ­ლე­სი­ა­ში მა­შინ, როცა აღევ­ლი­ნე­ბა წირ­ვა-ლოც­ვა, რად­გან იქ შეკ­რე­ბი­ლი ბევ­რი ფა­რი­სე­ვე­ლი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩემ­თვის, ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ მა­შინ, როცა მინ­და გა­ლო­ბის მოს­მე­ნა, მა­შინ, როცა ეკ­ლე­სია არის თით­ქმის ცა­რი­ე­ლი და მაქვს სურ­ვი­ლი, მარ­ტო დავ­რჩე სა­კუ­თარ თავ­თან. ამ დროს კი, როცა ვი­ღაც აბ­სურ­დულ შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევს, მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ არაა მი­სა­ღე­ბი. არ მინ­და იფიქ­როთ, რომ ვაკ­ნი­ნებ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტა­ტუსს ან რანგს, დიდ პა­ტივს ვცემ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის ღირ­სე­უ­ლი - იქ­ნე­ბა ეს მღვდე­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი თუ მე­ბა­ღე. იმ­დე­ნად მორ­წმუ­ნე ვარ, რამ­დე­ნა­დაც მწამს ღმერ­თის, რე­ლი­გია ჩემ­თვის კი ისე­თი­ვე რა­ღა­ცაა, რო­გო­რიც პო­ლი­ტი­კა, დოგ­მა­ტე­ბის მი­ხედ­ვით ათა­მა­შე­ბენ ადა­მი­ა­ნებს და ამის არ მწამს. ჩემი პირ­ველ­წყა­რო არის სა­ხა­რე­ბა და ვე­რა­ვინ მე­ტყვის, რომ იქ წე­რია, და­არ­ტყი ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რა სა­კი­თხსაც უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის

თინა მახარაძეს სიტყვა ბოზის მნიშვნელობა არ ესმის

მსახიობი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'', რომელშიც თამუნას როლს თამაშობდა. სერიალის შემდეგ ბევრ საინტერესო საქმეს შეეჭიდა და დღესაც ძალიან დაკავებულია. რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა პარიზიდან, სადაც დაასრულა მუშაობა ფრანგი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე ''თბილისი პატარა თეატრი''. ეს გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომლის მიწვევითაც ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკის ნაცვლად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზემოხსენებული რეჟისორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, შეხვდა თინას და შესთავაზა მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაღება, რომელშიც მისი პერსონაჟი ხსნის ფაბულას და მაყურებელს გმირებს აცნობს.

ამჟამად თინა მუშაობს სპექტაკლზე, რომელსაც გიორგი არაბული დგამს, დეტალების გამხელისგან კი თავი შეიკავა. მისი საქმიანობის ნუსხას 2 წლის წინ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და ნივთების სახელოსნო დაემატა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხდება სამოსის მოხატვა. თავიდან ეს იყო უფრო ფერწერა ტანსაცმელზე, მაგრამ თანდათან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მუშაობენ სამკაულებზე და ქმნიან ახალ ხაზს. თინას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ქართველები ტრადიციების მიმდევარი და სტერეოტიპული ხალხი ვართ.…

- საშინლად სტერეოტიპული და ფუნდამენტალისტები ვართ ქართველები... ჩვენი პრობლემა არის უკიდეგანო ფანატიზმი, ჩვენ ვაფეტიშებთ ყველაფერს, რელიგიური საკითხებიდან დაწყებული, პოლიტიკური თემებითა და პირადი ინტერესებით გაგრძელებული, და ამას დასასრული არ აქვს. დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით ცხვირს ყოფს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში, პირად ინტერესებში და აქ ჩვენ არ გვაქვს კეთილი ნების ცნება. საქართველოში კეთილი ნების დეფიციტია, ყველა ცდილობს, მოგახვიოს თავისი აზრი, ჩაიჭრას შენს ცხოვრებაში. დიდი გულისტკივილით მინდა, ხაზი გავუსვა 17 მაისის ამბებს, სადაც 17-20 პირს ათიათასობით ადამიანმა აუკრძალა სიყვარული. სიყვარულის უფლების წინააღმდეგ გაილაშქრა სრულიად სამღვდელოებამ და ერმა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.

- თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დაპირისპირების მიზეზი არატრადიციული ურთიერთობები და სიყვარული იყო...

- რას ნიშნავს არატრადიციული და ტრადიციული სიყვარული. მე სიყვარულს არ ვყოფ დეფინიციებად – ტრადიციულად და არატრადიციულად, სიყვარული სიყვარულია და ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა. 17 მაისს ადამიანები აღლუმის ჩასატარებლად ნამდვილად არ შეკრებილან, იქ ჩემი ბევრი გეი და ჰეტერო მეგობარი იდგა და ზუსტად ვიცი, რომ აღლუმის იდეა თავში არავის მოსვლია. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, რომ მათ აქვთ სიყვარულის, ქმედების უფლება და არიან სრულუფლებიანი ადამიანები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერი და სამღვდელოება თავიანთი თავნებობითა და კეთილი ნების გაუთვალისწინებლობით, მათ წინ აღუდგნენ. ჩემი აზრით, ეს იმდენად ამაზრზენი სტერეოტიპია, რომ ზოგჯერ აქედან გაქცევა მინდება. ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ადამიანი არღვევს სხვის პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში კი ერი და სამღვდელოება შეიჭრა ოცკაციანი ჯგუფის პირად სივრცეში, რაც დამანგრეველია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ერი აფანატებს დოგმებზე, გაუნათლებლობის გამო ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ამ დროს ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომმა მღვდელმა რაც უნდა თქვას, უსიტყვოდ ემორჩილებიან...

- ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია მორჩილებას მოითხოვს.

- ჩვენი რელიგია ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. მე არ ვარ რელიგიური, მე ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთის და არა სასულიერო იერარქიული საფეხურებიდან წამოსული დოგმების. როცა სასულიერო პირი მოიხმარს ფუფუნების საგნებს და მე მიქადაგებს საპირისპიროს, ეს ნორმალურია?! მე უმეტესწილად არ დავდივარ ეკლესიაში მაშინ, როცა აღევლინება წირვა-ლოცვა, რადგან იქ შეკრებილი ბევრი ფარისეველი გამაღიზიანებელია ჩემთვის, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ მაშინ, როცა მინდა გალობის მოსმენა, მაშინ, როცა ეკლესია არის თითქმის ცარიელი და მაქვს სურვილი, მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამ დროს კი, როცა ვიღაც აბსურდულ შენიშვნას მაძლევს, მაპატიეთ, მაგრამ არაა მისაღები. არ მინდა იფიქროთ, რომ ვაკნინებ სასულიერო პირის სტატუსს ან რანგს, დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც არის ღირსეული - იქნება ეს მღვდელი, პოლიტიკოსი თუ მებაღე. იმდენად მორწმუნე ვარ, რამდენადაც მწამს ღმერთის, რელიგია ჩემთვის კი ისეთივე რაღაცაა, როგორიც პოლიტიკა, დოგმატების მიხედვით ათამაშებენ ადამიანებს და ამის არ მწამს. ჩემი პირველწყარო არის სახარება და ვერავინ მეტყვის, რომ იქ წერია, დაარტყი ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება, რა საკითხსაც უნდა უკავშირდებოდეს ეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება