პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა
წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა

წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე ყო­ფი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს "რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ" შე­ნო­ბას, სა­დაც 49 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი შე­ა­სახ­ლეს, ქარ­მა სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და და ახლა სა­ცხოვ­რე­ბელ ოთა­ხებ­ში წვი­მა ჩა­დის. თუმ­ცა ეს მათი ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა არ არის. ახ­ლად­გა­რე­მონ­ტე­ბულ შე­ნო­ბა­ში არც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რია შეყ­ვა­ნი­ლი, ხოლო მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­კე­თე­ბა თა­ვად შე­სახ­ლე­ბუ­ლებს მო­უ­წი­ათ. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ სა­ცხოვ­რე­ბელ ოთა­ხებ­თან ერ­თად მი­ი­ღეს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 200 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რია და მა­საც ლი­მი­ტი უკვე ამო­ე­წუ­რა.

წყალ­ტუ­ბო­ში შე­სახ­ლე­ბულ ლტოლ­ვი­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც გან­სახ­ლე­ბის ახა­ლი წე­სით შე­არ­ჩი­ეს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ომში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბი, ინ­სულტგა­და­ტა­ნი­ლი და პა­რა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ავდმყო­ფე­ბიც არი­ან. ისი­ნი სა­ცხოვ­რე­ბელ­ში არ­სე­ბულ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ზე ჩი­ვი­ან და შე­ნო­ბის თა­ვი­დან გა­და­ხურ­ვის იმე­დი აქვთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყალ­ტუ­ბოს ყო­ფი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა 49 დევ­ნილ ოჯახს დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ერ­თობ­ლი­ვად გა­დას­ცეს. შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ერთ-ერ­თმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას დევ­ნილ­თა უწყე­ბა­ში არ ასა­ხე­ლე­ბენ. სა­მუ­შო­ე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 558,235 ლარს შე­ად­გენს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა

წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა

წყალტუბოში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს "რეაბილიტირებულ" შენობას, სადაც 49 დევნილი ოჯახი შეასახლეს, ქარმა სახურავი გადახადა და ახლა საცხოვრებელ ოთახებში წვიმა ჩადის. თუმცა ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. ახლადგარემონტებულ შენობაში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, ხოლო მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის შეკეთება თავად შესახლებულებს მოუწიათ. ერთადერთი, რაც მათ საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მიიღეს, ელექტროენერგიის 200 ლარიანი ვაუჩერია და მასაც ლიმიტი უკვე ამოეწურა.

წყალტუბოში შესახლებულ ლტოლვილებში, რომლებიც განსახლების ახალი წესით შეარჩიეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახები, მრავალშვილიანები, ინსულტგადატანილი და პარალიზირებული ავდმყოფებიც არიან. ისინი საცხოვრებელში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან და შენობის თავიდან გადახურვის იმედი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს ყოფილი საავადმყოფოს შენობა 49 დევნილ ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გასული წლის სექტემბერში ერთობლივად გადასცეს. შენობის რეაბილიტაცია ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ განახორციელა, თუმცა სამშენებლო კომპანიას დევნილთა უწყებაში არ ასახელებენ. სამუშოების საერთო ღირებულება 558,235 ლარს შეადგენს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა