საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი
არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი

მომ­ღე­რა­ლი და­თუ­ნა მგე­ლა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. მან იქ გამ­გზავ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად გა­და­წყვი­ტა. ბევ­რს შრო­მობს და უხა­რია, რომ შრო­მას უფა­სე­ბენ... მიყ­ვარს ფუ­ლის ხარ­ჯვა და შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მაც არ მე­ზა­რე­ბაო, - მი­თხრა მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ფულს ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გემო აქვს, ის უგემ­რი­ე­ლე­სი რამ არის. სამ­წუ­ხა­როდ, ძნე­ლია დღეს იმ­დე­ნი თან­ხის შოვ­ნა, რამ­დე­ნიც გჭირ­დე­ბა.

- ფუ­ლის ხარ­ჯვა გიყ­ვარს?

- უფ! ძა­ლი­ან მხარ­ჯვე­ლი ვარ. ჰო­ნო­რარს რომ ავი­ღებ, თუ რა­მის შე­ძე­ნა მინ­და, იმ­წუ­თას უნდა ვი­ყი­დო, თო­რემ ზუს­ტად ვიცი, მე­ო­რე დღეს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად თან­ხა აღარ მექ­ნე­ბა. მიყ­ვარს ფუ­ლის ხარ­ჯვა, ამ მხრივ ეკო­ნო­მი­ას ვე­რა­სო­დეს ვა­კე­თებ.

- ანუ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა არ გა­მოგ­დის, არა?

- ეს ის საქ­მეა, რაც მარ­თლა არა­სო­დეს გა­მომ­დის და ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას აღარც ვცდი­ლობ... ისე, და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბას აქ, მოს­კოვ­ში ნამ­დვი­ლად ვა­ხერ­ხებ, რად­გან ნორ­მა­ლუ­რად მიხ­დი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ხან­და­ხან მა­ინც), რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­დავ­დო.

- ბავ­შვო­ბა­ში ყუ­ლა­ბა არ გქო­ნია?

- მე არა, მაგ­რამ ჩემს დას ჰქონ­და. ისე კი, ჩემი ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ბევრ ყუ­ლა­ბას გა­ვავ­სებ­დი. დას ხან­და­ხან თუ ჩა­ვუგ­დებ­დი ხოლ­მე ხურ­და ფულს (იღი­მის).

- რამ­დე­ნად აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? ოდეს­მე ფულ­ზე თუ გი­თა­მა­შია?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვი: ნაკ­ლე­ბად აზარ­ტუ­ლი ვარ. ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ჯო­კერ­საც"იშ­ვი­ა­თად ვთა­მა­შობ. ერთი პე­რი­ო­დი კა­ზი­ნო­ებ­ში ძა­ლი­ან ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ კი არ ვთა­მა­შობ­დი, არა­მედ მე­გობ­რებს ვა­დევ­ნებ­დი თვალს... ისე, რამ­დენ­ჯერ­მე ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი და ვი­თა­მა­შე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი თან­ხა არც მო­მი­გია და არც წა­მი­გია.

- ანა­ზღა­უ­რე­ბის თვი­დან თვემ­დე გა­ნა­წი­ლე­ბას თუ ახერ­ხებ?

- ჰო­ნო­რა­რი აღე­ბის დღი­დან ერთ კვი­რა­ში შე­იძ­ლე­ბა, აღარც მქონ­დეს. ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა რომ ვცა­დო, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­მი­ვა.

- ფული ძი­რი­თა­დად, რაში გე­ხარ­ჯე­ბა? ალ­ბათ გარ­თო­ბა­ში, არა?

- დიახ, გა­მო­ი­ცა­ნით (იცი­ნის). ჩემი შე­მო­სავ­ლის 80% გარ­თო­ბა­ში იხარ­ჯე­ბა. მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სო­ლი­დუ­რი ჰო­ნო­რა­რი ამი­ღია და იმ დღეს­ვე და­მი­ხარ­ჯავს.

- ფულს ხში­რად სეს­ხუ­ლობ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ფუ­ლის სეს­ხე­ბა თით­ქმის არას­დროს მი­წევს, უფრო ხში­რად ჩემ­გან სეს­ხუ­ლო­ბენ. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თხელ ვთხო­ვე მე­გო­ბარს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და იმე­დი მაქვს, ეს პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მფლან­გვე­ლი ვარ, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას ისე ვმარ­თავ, რომ სხვის­თვის ხე­ლებ­ში ყუ­რე­ბა არა­სო­დეს მი­წევს. რაც მთა­ვა­რია, შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ, მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ამ საქ­მით სა­კუ­თა­რი თავი უზ­რუნ­ველ­ვყო.

- სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად ბევრ ფულს ხარ­ჯავ? უპი­რა­ტე­სო­ბას ბრენ­დულ სა­მოსს ანი­ჭებ თუ ამას შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს?

- ტა­ნი­სა­მოს­ში ფული არა­სო­დეს მე­ნა­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ში ბევრ ფულს ვხარ­ჯავ. თუმ­ცა მაქვს არა მარ­ტო ბრენ­დუ­ლი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ტან­საც­მე­ლიც. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ბრენ­დულ და ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოს­ზე უკეთ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი მო­მიხ­მა­რია.

- თუ გაქვს ისე­თი სა­მო­სი ან რა­ი­მე ნივ­თი, რო­მელ­შიც დიდი თან­ხა გაქვს გა­დახ­დი­ლი, მაგ­რამ ვერ იყე­ნებ და ნა­ნობ, რომ შე­ი­ძი­ნე?

- უფ... ასე­თი სა­მო­სი შინ ბევ­რი მაქვს. ისი­ნი ძი­რი­თა­დად, ინ­ტერ­ნე­ტით მაქვს გა­მო­წე­რი­ლი. ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში შერ­ჩე­უ­ლი ნივ­თი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორ­საც ელო­დე­ბი.

- რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღაც მო­გე­წო­ნე­ბა, მა­ლე­ვე ყი­დუ­ლობ თუ დიდ­ხანს ყოყ­მა­ნობ?

- ადრე, როცა რა­ღაც მო­მე­წო­ნე­ბო­და, და­უ­ფიქ­რებ­ლად ვყი­დუ­ლობ­დი, ახლა ჭკუა ვის­წავ­ლე - ჯერ ვფიქ­რობ, ესა თუ ის ნივ­თი მარ­თლა მომ­წონს ან სა­ერ­თოდ, მჭირ­დე­ბა თუ არა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მერე ვი­ღებ.

- ფული თუ და­გი­კარ­გავს ან გი­პო­ვია?

- ფული არა­სო­დეს მი­პო­ვია, და­კარ­გვით კი ბევ­რჯერ და­მი­კარ­გავს. ჩემი პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი, რო­მე­ლიც არც ისე პა­ტა­რა თან­ხა იყო, სახ­ლამ­დე ვერ მი­ვი­ტა­ნე, გზა­ში დავ­კარ­გე. რა თქმა უნდა, გული დამ­წყდა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, და­კარ­გულ­ზე დიდ­ხანს არ ვდარ­დობ, რომც ვი­დარ­დო, ამით გა­ფუ­ჭე­ბულ საქ­მეს მა­ინც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!

- რო­გორ ფიქ­რობ, ბევ­რი ფული რომ გქონ­დეს, უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­დი?

- მსგავს რა­მე­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. ფუ­ლით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა ფარ­სია, წარ­მა­ტე­ბა მა­შინ არის რე­ა­ლუ­რი, როცა ამას სა­კუ­თა­რი შრო­მის ფა­სად მი­აღ­წევ. აქ, მოს­კოვ­ში ხში­რად ვხვდე­ბი ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბა მარ­თლაც მხო­ლოდ ფუ­ლით აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი. არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, ვი­ღა­ცის ან რა­ღა­ცის ხარ­ჯზე ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ეს ჩემს ადა­მი­ა­ნურ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

- ხში­რად გი­ოც­ნე­ბია ბევ­რი ფუ­ლის შოვ­ნა­ზე?

- ამა­ზე მი­ოც­ნე­ბია და მა­ნამ­დე ვი­ოც­ნე­ბებ, ვიდ­რე არ ამიხ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მაქვს იმის უნა­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლო. ფული ადა­მი­ანს და მით უმე­ტეს, მა­მა­კაცს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს.

- კარ­გია, რომ ასე­თი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს ოც­ნე­ბა რომ აგიხ­დეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­დიდ­რე, პირ­ველ რიგ­ში, რას გა­ა­კე­თებ?

- არ მინ­და, ბა­ნა­ლუ­რი ვიყო, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ბევ­რი ფუ­ლით დღეს ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა! ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქველ­მოქ­მე­დე­ბა და ზო­გა­დად, ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი. როცა მდი­და­რი ხარი, ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც არ უნდა და­გე­ნა­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მდი­დარ ადა­მი­ა­ნის ჰგო­ნია, რომ პუ­რის ფული ყვე­ლას აქვს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს ასე არ არის.

- სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით თუ სარ­გებ­ლობ?

- მგო­ნი დღეს არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბან­კის ვალი არ აქვს და ამ მხრივ, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ ვა­ლის კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მფლან­გვე­ლი გახ­ლა­ვართ, ამ სა­კი­თხში ყო­ველ­თვის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ.

- ბევრ მა­მა­კაცს ფუ­ლის სა­ფულ­ით ტა­რე­ბა არ უყ­ვარს. შენ თუ გაქვს სა­ფუ­ლე?

- წელს და­ვი­წყე სა­ფუ­ლის ტა­რე­ბა, აქამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია. ადრე ფულს ჯი­ბით ვა­ტა­რებ­დი.

- ეტყო­ბა, ამი­ტო­მაც კარ­გავ­დი ფულს ხში­რად...

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა (იცი­ნის).

- გა­იხ­სე­ნე ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მი­ი­ღე...

- და­ვა­სა­ხე­ლებ ავ­ტო­მო­ბილს - ეს მარ­თლა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო ჩემ­თვის.

- მოს­კოვ­ში გოგო­ნებ­ში ალ­ბათ დიდი პო­­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ. შენ უფრო ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბი მათ გა­სარ­თო­ბად თუ ისი­ნი აქ­ტი­უ­რო­ბენ?

- (იცი­ნის) ხში­რად ინი­ცი­ა­ტი­ვა მათ ეკუთ­ვნით. ისე, აქ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ მხო­ლოდ მა­მა­კაც­მა გა­და­ი­ხა­დოს ფული - ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ნე­მეც­კი შოტს"აგ­რო­ვე­ბენ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს; თუ ფული მაქვს, და­ნა­ხარჯს თა­ვად ვიხ­დი, თუ არ მაქვს, სახ­ლში ვრჩე­ბი, გა­რეთ არ გავ­დი­ვარ.

- ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მან­დი­ლო­სან­თან ერ­თად იყოს და ფული მას გა­და­ახ­დე­ვი­ნოს...

- მი­მაჩ­ნია, რომ ეს უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი ჟეს­ტია. მა­მა­კა­ცის გვერ­დით მყოფ­მა ქალ­მა ფული რა­ტომ უნდა გა­და­ი­ხა­დოს?! თუმ­ცა, მყავს ისე­თი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნიც - მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, რო­მელ­საც ფუ­ლის გა­დახ­დას ვე­რას­დროს და­ას­წრებ (იცი­ნის).

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სის დროს დახ­მა­რე­ბას ვის სთხოვ?

- ასეთ დროს მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი უთ­ქმე­ლა­დაც გრძნო­ბენ ჩემს გა­სა­ჭირს და დახ­მა­რე­ბის ხელს მიწ­ვდი­ან.

- სა­კუ­თა­რი შრო­მით, ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რა შე­გი­ძე­ნია?

- ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი. ალ­ბათ იმი­ტომ ვე­ფო­ფი­ნე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით შე­ვი­ძი­ნე.

- რა მან­ქა­ნა გყავს?

- "მერ­სე­დე­სი".

- მან­ქა­ნის შე­ნახ­ვა ძვი­რი გიჯ­დე­ბა?

- საწ­ვავ­ში ბევ­რი ფული მე­ხარ­ჯე­ბა. თუმ­ცა, ავ­ტო­მო­ბი­ლი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ერ­თგუ­ლად მემ­სა­ხუ­რე­ბა.

- მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- ვერ აგიხ­სნით, აქა­უ­რო­ბა ისე მომ­წონს. მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბა უდი­დე­სი ად­რე­ნა­ლი­ნია. აქ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ფუ­ლის შოვ­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- კარ­გად გიხ­დი­ან?

- საკ­მა­ოდ კარ­გად. აქ ყოფ­ნით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და ამი­ტო­მაც შე­მოვ­რჩი ამ­დენ ხანს.

- მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა ვინ გირ­ჩია?

- სულ ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სად მო­მე­წყო. მოს­კოვ­ში წა­მოს­ვლა კი თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, რე­ზი­კო არჩვა­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა. მან მოს­კოვ­ში და­ა­არ­სა კომ­პა­ნია, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გა­ერ­თი­ან­და, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, მისი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლიც. ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე მღე­როდ­ნენ. ბევ­რი ვი­ფიქ­რე თუ ცოტა, მეც მოს­კოვ­ში გა­მო­ვემ­გზავ­რე, რა­საც ნამ­დვი­ლად არ ვნა­ნობ. რო­გორც აქა­უ­რი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ფეხი მალე ავიდ­გი (იღი­მის).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გეგ­მავ?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი მაქვს და­გეგ­მი­ლი. ჰოდა, აქ საქ­მე­ებს რომ მო­ვაგ­ვა­რებ, მერე დავ­ბრუნ­დე­ბი.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!

- დიდი მად­ლო­ბა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი

არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი

მომღერალი დათუნა მგელაძე უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცხოვრობს. მან იქ გამგზავრება საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის ასაწყობად გადაწყვიტა. ბევრს შრომობს და უხარია, რომ შრომას უფასებენ... მიყვარს ფულის ხარჯვა და შესაბამისად, შრომაც არ მეზარებაო, - მითხრა მომღერალმა, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდი.

- ფულს ჩემთვის ძალიან კარგი გემო აქვს, ის უგემრიელესი რამ არის. სამწუხაროდ, ძნელია დღეს იმდენი თანხის შოვნა, რამდენიც გჭირდება.

- ფულის ხარჯვა გიყვარს?

- უფ! ძალიან მხარჯველი ვარ. ჰონორარს რომ ავიღებ, თუ რამის შეძენა მინდა, იმწუთას უნდა ვიყიდო, თორემ ზუსტად ვიცი, მეორე დღეს სასურველი ნივთის შესაძენად თანხა აღარ მექნება. მიყვარს ფულის ხარჯვა, ამ მხრივ ეკონომიას ვერასოდეს ვაკეთებ.

- ანუ ფულის შეგროვება არ გამოგდის, არა?

- ეს ის საქმეა, რაც მართლა არასოდეს გამომდის და ფულის შეგროვებას აღარც ვცდილობ... ისე, დანაზოგის გაკეთებას აქ, მოსკოვში ნამდვილად ვახერხებ, რადგან ნორმალურად მიხდიან და შესაბამისად, მაქვს იმის საშუალება (ყოველ შემთხვევაში, ხანდახან მაინც), რომ გარკვეული თანხა გადავდო.

- ბავშვობაში ყულაბა არ გქონია?

- მე არა, მაგრამ ჩემს დას ჰქონდა. ისე კი, ჩემი ნაშოვნი ფულით ბევრ ყულაბას გავავსებდი. დას ხანდახან თუ ჩავუგდებდი ხოლმე ხურდა ფულს (იღიმის).

- რამდენად აზარტული ადამიანი ხარ? ოდესმე ფულზე თუ გითამაშია?

- გულწრფელად გეტყვი: ნაკლებად აზარტული ვარ. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, "ჯოკერსაც"იშვიათად ვთამაშობ. ერთი პერიოდი კაზინოებში ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ კი არ ვთამაშობდი, არამედ მეგობრებს ვადევნებდი თვალს... ისე, რამდენჯერმე ცდუნებას ვერ გავუძელი და ვითამაშე, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი თანხა არც მომიგია და არც წამიგია.

- ანაზღაურების თვიდან თვემდე განაწილებას თუ ახერხებ?

- ჰონორარი აღების დღიდან ერთ კვირაში შეიძლება, აღარც მქონდეს. ანაზღაურების განაწილება რომ ვცადო, მაინც არაფერი გამომივა.

- ფული ძირითადად, რაში გეხარჯება? ალბათ გართობაში, არა?

- დიახ, გამოიცანით (იცინის). ჩემი შემოსავლის 80% გართობაში იხარჯება. მქონია ისეთი შემთხვევები, როცა სოლიდური ჰონორარი ამიღია და იმ დღესვე დამიხარჯავს.

- ფულს ხშირად სესხულობ?

- სიმართლე გითხრა, ფულის სესხება თითქმის არასდროს მიწევს, უფრო ხშირად ჩემგან სესხულობენ. მხოლოდ ერთადერთხელ ვთხოვე მეგობარს გარკვეული თანხა და იმედი მაქვს, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მფლანგველი ვარ, საკუთარ ცხოვრებას ისე ვმართავ, რომ სხვისთვის ხელებში ყურება არასოდეს მიწევს. რაც მთავარია, შრომისმოყვარე ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ საქმით საკუთარი თავი უზრუნველვყო.

- სამოსის შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავ? უპირატესობას ბრენდულ სამოსს ანიჭებ თუ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს?

- ტანისამოსში ფული არასოდეს მენანება. შეიძლება ითქვას, რომ ჩაცმა-დახურვაში ბევრ ფულს ვხარჯავ. თუმცა მაქვს არა მარტო ბრენდული, არამედ ჩვეულებრივი, შედარებით დაბალფასიანი ტანსაცმელიც. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ბრენდულ და ძვირად ღირებულ სამოსზე უკეთ იაფფასიანი ტანსაცმელი მომიხმარია.

- თუ გაქვს ისეთი სამოსი ან რაიმე ნივთი, რომელშიც დიდი თანხა გაქვს გადახდილი, მაგრამ ვერ იყენებ და ნანობ, რომ შეიძინე?

- უფ... ასეთი სამოსი შინ ბევრი მაქვს. ისინი ძირითადად, ინტერნეტით მაქვს გამოწერილი. ონლაინსივრცეში შერჩეული ნივთი, ხშირ შემთხვევაში, ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდები.

- როდესაც მაღაზიაში რაღაც მოგეწონება, მალევე ყიდულობ თუ დიდხანს ყოყმანობ?

- ადრე, როცა რაღაც მომეწონებოდა, დაუფიქრებლად ვყიდულობდი, ახლა ჭკუა ვისწავლე - ჯერ ვფიქრობ, ესა თუ ის ნივთი მართლა მომწონს ან საერთოდ, მჭირდება თუ არა და გადაწყვეტილებას მერე ვიღებ.

- ფული თუ დაგიკარგავს ან გიპოვია?

- ფული არასოდეს მიპოვია, დაკარგვით კი ბევრჯერ დამიკარგავს. ჩემი პირველი ჰონორარი, რომელიც არც ისე პატარა თანხა იყო, სახლამდე ვერ მივიტანე, გზაში დავკარგე. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მაგრამ საერთოდ, დაკარგულზე დიდხანს არ ვდარდობ, რომც ვიდარდო, ამით გაფუჭებულ საქმეს მაინც არაფერი ეშველება!

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფული რომ გქონდეს, უფრო მეტად წარმატებული იქნებოდი?

- მსგავს რამეზე არასოდეს მიფიქრია. ფულით მიღწეული წარმატება და პოპულარობა ფარსია, წარმატება მაშინ არის რეალური, როცა ამას საკუთარი შრომის ფასად მიაღწევ. აქ, მოსკოვში ხშირად ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც წარმატება მართლაც მხოლოდ ფულით აქვთ მოპოვებული. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე ვიყო წარმატებული, ეს ჩემს ადამიანურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

- ხშირად გიოცნებია ბევრი ფულის შოვნაზე?

- ამაზე მიოცნებია და მანამდე ვიოცნებებ, ვიდრე არ ამიხდება. ვფიქრობ, მაქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ეს სურვილი ავისრულო. ფული ადამიანს და მით უმეტეს, მამაკაცს თავდაჯერებულობას მატებს.

- კარგია, რომ ასეთი მიზანდასახული ხარ, მაგრამ საინტერესოა, ეს ოცნება რომ აგიხდეს და მოულოდნელად გამდიდრე, პირველ რიგში, რას გააკეთებ?

- არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრი ფულით დღეს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება! ძალიან მიყვარს ქველმოქმედება და ზოგადად, ქველმოქმედი ადამიანები. როცა მდიდარი ხარი, ცოტაოდენი თანხა გაჭირვებულებისთვისაც არ უნდა დაგენანოს. სამწუხაროდ, ბევრ მდიდარ ადამიანის ჰგონია, რომ პურის ფული ყველას აქვს. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.

- საბანკო მომსახურებით თუ სარგებლობ?

- მგონი დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბანკის ვალი არ აქვს და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. გულწრფელად გეტყვით, რომ ვალის კარგი გადამხდელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მფლანგველი გახლავართ, ამ საკითხში ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ბევრ მამაკაცს ფულის საფულ­ით ტარება არ უყვარს. შენ თუ გაქვს საფულე?

- წელს დავიწყე საფულის ტარება, აქამდე არასოდეს მქონია. ადრე ფულს ჯიბით ვატარებდი.

- ეტყობა, ამიტომაც კარგავდი ფულს ხშირად...

- არ ვიცი, შეიძლება (იცინის).

- გაიხსენე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საჩუქრად მიიღე...

- დავასახელებ ავტომობილს - ეს მართლა ყველაზე ძვირფასი და ძვირად ღირებული საჩუქარი იყო ჩემთვის.

- მოსკოვში გოგო­ნებში ალბათ დიდი პო­­პულარობით სარგებ­ლობ. შენ უფრო ხშირად ეპატიჟები მათ გასართობად თუ ისინი აქტიურობენ?

- (იცინის) ხშირად ინიციატივა მათ ეკუთვნით. ისე, აქ იშვიათად ხდება, რომ მხოლოდ მამაკაცმა გადაიხადოს ფული - ეგრეთ წოდებულ "ნემეცკი შოტს"აგროვებენ. სიმართლე გითხრათ, მსგავსი რაღაცები არ მომწონს; თუ ფული მაქვს, დანახარჯს თავად ვიხდი, თუ არ მაქვს, სახლში ვრჩები, გარეთ არ გავდივარ.

- ქართველი მამაკაცისთვის მიუღებელია, მანდილოსანთან ერთად იყოს და ფული მას გადაახდევინოს...

- მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ, კაცური ჟესტია. მამაკაცის გვერდით მყოფმა ქალმა ფული რატომ უნდა გადაიხადოს?! თუმცა, მყავს ისეთი მეგობარი ქალბატონიც - მაიკო კაჭკაჭიშვილს ვგულისხმობ, რომელსაც ფულის გადახდას ვერასდროს დაასწრებ (იცინის).

- მატერიალური კრიზისის დროს დახმარებას ვის სთხოვ?

- ასეთ დროს მეგობრები მეხმარებიან. ისინი უთქმელადაც გრძნობენ ჩემს გასაჭირს და დახმარების ხელს მიწვდიან.

- საკუთარი შრომით, ყველაზე ძვირად ღირებული რა შეგიძენია?

- ავტომობილი, რომელიც ძალიან მიყვარს და განსაკუთრებულად ვუვლი. ალბათ იმიტომ ვეფოფინები, რომ საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით შევიძინე.

- რა მანქანა გყავს?

- "მერსედესი".

- მანქანის შენახვა ძვირი გიჯდება?

- საწვავში ბევრი ფული მეხარჯება. თუმცა, ავტომობილი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ერთგულად მემსახურება.

- მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?

- ვერ აგიხსნით, აქაურობა ისე მომწონს. მოსკოვში ცხოვრება უდიდესი ადრენალინია. აქ ყველაფრის გაკეთება და რაც მთავარია, ფულის შოვნაც შესაძლებელია.

- კარგად გიხდიან?

- საკმაოდ კარგად. აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამიტომაც შემოვრჩი ამდენ ხანს.

- მოსკოვში გამგზავრება ვინ გირჩია?

- სულ ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი და ჩემი ცხოვრება უკეთესად მომეწყო. მოსკოვში წამოსვლა კი თამუნა ამონაშვილის მეუღლემ, რეზიკო არჩვაძემ შემომთავაზა. მან მოსკოვში დააარსა კომპანია, რომელშიც რამდენიმე ქართველი მომღერალი გაერთიანდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე თამუნა ამონაშვილიც. ვიცოდი, რომ ისინი კორპორაციულ საღამოებზე მღეროდნენ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მეც მოსკოვში გამოვემგზავრე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. როგორც აქაური ქართველი კოლეგები მეუბნებიან, ფეხი მალე ავიდგი (იღიმის).

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- უახლოეს მომავალში რამდენიმე კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ჰოდა, აქ საქმეებს რომ მოვაგვარებ, მერე დავბრუნდები.

- წარმატებებს გისურვებ!

- დიდი მადლობა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება